ისქანდერ აზნაუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისქანდერ აზნაუროვი
მშობლიური სახელი İsgəndər Aznaurov
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1956
ბუხარა, უზბეკეთის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1993 (36 წლის)
გადაბეი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
დაკრძალულია გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი
40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. / 40.361320; 49.821174
ეროვნება თურქი მესხი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქვეშევრდომობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: სოჰრაბ აზნაუროვი
დედა: კამილა აზნაუროვა
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

ისქანდერ სოჰრაბის ძე აზნაუროვი (აზერ. İsgəndər Söhrab oğlu Aznaurov; დ. 16 აგვისტო, 1956, ბუხარა, უზბეკეთის სსრ, სსრკ — გ. 18 აპრილი, 1993, გადაბეი, აზერბაიჯანი), ასევე ცნობილია მეტსახელით არტილერისტი ისქანდერი — წარმოშობით მუსლიმი მესხი და აზერბაიჯანის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისქანდერ აზნაუროვი 1956 წლის 16 აგვისტოს, უზბეკეთის ბუხარას ოლქის სოფელ ყალა-აზიაში, მუსლიმი მესხების ოჯახში დაიბადა.[1] 1973 წელს საშუალო სკოლის დამთავრების და უკრაინის ქალაქ ჩერკესკში სამხედრო მოვალეობა მოხდის შემდეგ, 1978 წელს ტაშკენტის საირიგაციო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1983 წელს დაასრულა.[2] გარკვეული დროის მანძილზე მუშაობდა ტაშკენტის ოლქის ახანყარანის რაიონში.

1989 წელს, ფერღანის ხეობაში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შემდეგ, აზნაუროვი როგორც მუსლიმი მესხი იძულებული გახდა დაეტოვა ქვეყანა. 1990 წელს, აზნაუროვი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანის შამქორის რაიონის სოფელ ქიურში დასახლდა. აქ ის მოწყობილობათა დამზადების ქარხანაში მუშაობდა.

დაოჯახებული იყო და ჰყავს სამი შვილი.

ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის მიერ სამხედრო მოქმდებების დაწყებისას, რომელიც შემდეგში ყარაბაღის ომში გადაიზარდა, 1992 წლის გაზაფხულზე აზნაუროვი მოხალისედ შეუერთდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს. ომის დროს, შინიხში მდებარე ციხიდან აქტიურად ცეცხლის ხსნიდა სომხების პოზიციების მიმართულებით, შედეგად ერთ დღეს სომხების 4 საარტილერიო დანადგარი გაანადგურა, ასევე გაანადგურა რამდენიმე სამხედრო საწყობიც. 1993 წლის გაზაფხულზე შეტევაზე გადასული სომხების პოზიციები სრულად გაანადგურა, რისთვისაც სომხებმა მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს.[3]

მოგვიანებით, აზნაუროვი ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საარტილერიო მეთაურის თანამშემწედ დაინიშნა. ბაშქენდის გათავისუფლებისას, სომხების საგრძნობი ცოცხალი ძალა სრულად გაანადგურა.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზნაუროვი 1993 წლის 18 აპრილს, გადაბეის „იორუქდაშში“ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია ბაქოს გმირთა ხეივანში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 1995 წლის 15 იანვრის 262 ბრძანების თანახმად, ისქანდერ აზნაუროვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vüqar Əsgərov, Azərbaycanın Milli Qəhrəmanları, 2, ბაქო: Dərələyəz-M, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Milli Qəhrəman “İsgəndər qalası”nda yad olunub. ANS TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
  2. 3 qız atası Milli Qəhrəman - Topçu İsgəndər.... modern.az. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
  3. Aznaurovdan - Milli Qəhrəmanlığa. publika.az. ციტირების თარიღი: 31 December 2015.