ისტორიული რკინიგზა

ისტორიული რკინიგზა — თავისებური „ცოცხალი“ რკინიგზის ტრანსპორტის მუზეუმი, რკინიგზის ხაზი, რომელზეც ტურისტების სამოგზაუროდ გამოიყენება ისტორიული მოძრავი შემადგენლობა. ქართულ ენაში არ არსებობს დადგენილი ტერმინი, რომლითაც აღინიშნება შესაბამისი ორგანიზაცია. ყველაზე უფრო მეტად გამოიყენება ტერმინები „სამუზეუმო რკინიგზა“, „ტურისტული რკინიგზა“ და „ნაკრძალის რკინიგზა“. ინგლისურ ენაში გამოიყენება ტერმინი „heritage railway“, რომელშიც „heritage“ ნიშნავს „(კულტურული) მემკვიდრეობა“, „railway“ — რკინიგზა.
ევროპაში ისტორიული რკინიგზები ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ისინი ასევე არსებობენ კონტინენტალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. როგორც წესი, ასეთ რკინიგზებს ემსახურებიან მოხალისეები, რომლებისთვისაც ეს სამსახური — ჰობია და ამით ისინი დაკავებულები არიან სამსახურისგან თავისუფალ დროს. ჩვეულებრივად ექსსპლოატაცია ხორციელდება ზაფხულის პერიოდში, წლის დანარჩენ დროს რკინიგზელი-მოყვარულები დაკავებულები არიან მოძრავი შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის რესტავრაციით და რემონტით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, გარდა ისტორიული რკინიგზებისა, არსებობს ისტორიული ტრამვაი. ევროპული ისტორიული რკინიგზებისგან განსხვავებით, ასეთი ტრამვაები ხშირად ექსპლოატირდება მოგების მისაღებად.
საერთო დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული რკინიგზები — როგორც წესი ესენია რკინიგზის ხაზები, რომლებიც ადრე გამოიყენებოდნენ კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ მოგვიანებით დაიკეტნენ, რის შემდეგაც ისინი არაკომერციული საზოგადოებების ან კომერციული ორგანიზაციების მიერ კვლავ ექსპლოატაციაში შევიდნენ. ბევრი ასეთი სარკინიგზო ტრასები უკვე აღარ უერთდება ძირითად რკინიგზის ქსელს. ასეთი რკინიგზები ხშირად მოქმედებენ მხოლოდ ზაფხულში, ამასთან მგზავრობის ღირებულობა შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი, რადგან რკინიგზის ხაზი ჩვეულებრივ კი არ ასრულებს სატრანსპორტო ფუნქციებს, არამედ წარმოადგენს ატრაქციონს ან მუზეუმს ღია ცის ქვეშ მოქმედი ექსპონატებით. მაგრამ 1990-იან და 2000-იან წლებში ზოგიერთმა ისტორიულმა რკინიგზამ მუშაობა დაიწყო მთელი წლის განმავლობაში, რითაც ასრულებდა სრულფასოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას. ასეთი რკინიგზის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს უელსის სამთო რკინიგზა, რომელიც მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც გადაყავს როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები.
როგორც წესი, ისტორიული რკინიგზები იყენებენ ორთქლმავლებს და არქაულ ვაგონებს, ორთქლმავლების ეპოქის ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ ზოგიერთი რკინიგზა ქმნის უფრო მოგვიანებით არსებულ ისტორიულ პერიოდებს და იყენებენ თბომავლებს და ელმავლებს.
ასეთი რკინიგზების ინფრასტრუქტურა შეესაბამება მოძრავ შემადგენლობას: ესენია მექანიკური სემაფორები, ხელის ისრული გადამყვანები, ხელით მომსახურე სარკინიგზო გადასასვლელები.

ევროპაში ისტორიული რკინიგზებისადმი პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებით წარმოიშვა დეფიციტი მუშაობის უნარის მქონე ორთქლმავლების მიმართ, ამიტომ ბევრი რკინიგზა ხმარობს მოძრავ შემადგენლობას, რომლებსაც ხშირად არასდროს ადრე არ უმუშავიათ ამ რკინიგზის ხაზებზე. მაგალითად, ისტორიული რკინიგზა მალდეგემში (ბელგია) იყენებს ორთქლმავალს, რომელიც მათ შეძლეს შეეძინათ პოლონეთში. ასეთი ორთქლმავლები არასდროს არ გამოყენებულა ბელგიაში.
ისტორიული რკინიგზების სიგრძე იშვიათად აჭარბებს ოც კილომეტრს, ხოლო ვიწროლიანდაგიანი რკინიგზებისთვის სიგრძე შეიძლება შეიზღუდოს სულ რაღაც ერთ კილომეტრამდე.
ისტორიული რკინიგზებს შეუძლიათ ქონდეთ სხვადასხვა ლიანდაგის სიგანე. იმ დროს, როდესაც ისტორიული რკინიგზები სტანდარტული ლიანდაგის სიგანით (1435 მმ) პრაქტიკულად ყოველთვის არიან ხაზები, რომლებიც ადრე იყვნენ კომერციულ ექსპლოატაციაში და შენარჩუნდა მას შემდეგ, რაც მოყვარულთა ძალებით დემონტირებული რკინიგზის ტრასები გადაკეთდა და დაიგო ისტორიული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები. ასევე დაგებული იქნა ლიანდაგები ისეთ ადგილებში, სადაც ადრე რკინიგზა საერთოდ არ არსებობდა. ზოგიერტ ისტორიულ რკინიგზას აქვს, როგორც ვიწროლიანდაგიანი, ასევე სტანდარტული ლიანდაგის სიგანე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი რკინიგზა, რომელიც ამოქმედდა საზოგადოებრივ საწყისებზე და მუშაობდა მხოლოდ მოხალისეების მიერ, იყო ტალილინის რკინიგზა უელსში. მას შემდეგ, რაც 1947 წელს გარდაიცვალა ამ კერძო ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მფლობელი, ნათელი გახდა, რომ მალე ეს რკინიგზა შეწყვეტდა მუშაობას, რადგან მისი ექსპლოატაცია იყო არარენტაბელური. მაგრამ რკინიგზის მოყვარულთა ჯგუფმა ბირმინგემიდან წამოაყენა იდეა გაგრძელებულიყო ამ რკინიგზის ექსპლოატაცია თვითონ მოყვარულთა ძალებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1950 წლის 11 ოქტომბერს შემდგარ რკინიგზების მოყვარულთა ბირმინგემის კლუბის კრებაზე, რომლის ლიდერი იყო Lionel Thomas Caswall Rolt.
თავდაპირველად რკინიგზის მოყვარულთა იდეამ არ გამოიწვია ხელისუფალთა ენთუზიაზმი, რომლებსაც ეეჭვებოდათ, რომ ხალხი, რომლებიც არ იყვნენ პროფესიონალი რკინიგზელები, შეძლებდა უზრუნველყოთ რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონერობა. მაგრამ მოყვარულთა დაჟინების წყალობით მათ მიაღწიეს მიეღოთ თანხმობა და უკვე მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიოში პირველმა სამოყვარულო ისტორიულმა რკინიგზამ დაიწყო მგზავრთა გადაყვანა.
1960-იან წლებში დიდი ბრიტანეთის რკინიგზამ დაიწყო მცირედგამოყენებადი რკინიგზის ხაზების დაკეტვის კამპანია (ცნობილი, როგორც Beeching Axe). იმავდროულად დაიწყო ორთქლმავლების მასიური ჩამოწერა. მოყვარულებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ წარმავალი ეპოქის ნაწილი მაინც, გამოეყენებინათ რკინიგზის კომერციული ექსპლოატაციიდან ჩამოწერილი ორთქლმავლები.
პირველად ეს შესაძლებლობა გამოიყენეს მოყვარულებმა სასექსიდან, რომლებმაც 1960 წელს სამუზეუმო რეჟიმის სახით დაიწყეს რკინიგზა Bluebell Railway-ის ექსპლოატაცია.
პირველი ისტორიული რკინიგზა დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ 1950-იანი წლების შუა პერიოდში გახდა Puffing Billy Railway ავსტრალიაში. ამ რკინიგზის ხაზის სიგრძეა 24 კმ, მოძრავი შემადგენლობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება XIX საუკუნის ბოლო პერიოდს.
1960-იან — 70-იან წლებში ისტორიული რკინიგზები გამოჩნდნენ კონტინენტალურევროპაში, ასევე აშშ-ში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. XXI საუკუნის დასაწყისში მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არსებობდა ასზე მეტი ასეთი რკინიგზა.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოსტსაბჭოთა სივრცე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1991 წელს რუსეთში გაიხსნა პერესლავსკის რკინიგზის მუზეუმი. თავდაპირველად მგზავრობა რეტრო-მატარებლებში ხორციელდებოდა ორგანიზებული ჯგუფების დაკვეთების მიხედვით, 2002 წლიდან ხორციელდებოდა საორთქლმავლო ფესტივალები მგზავრთა ფართე მასებისათვის. მოგვიანებით მუზეუმმა მოახდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია მხოლოდ ექსპოზიციურ მოღვაწეობაზე და უარი თქვა რეტრო-ტურებზე, რის გამოც დაშალა ლიანდაგების დიდი ნაწილი.[1]
სხვადასხვა წლებში ხორციელდებოდა ცდები რუსეთის მოქმედ რკინიგზებზე ექსკურსიული მატარებლების მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ალაპაევის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე და ბაიკალის წრიულ რკინიგზაზე.[2]
ისტორიულ რკინიგზას შეიძლება მივაკუთვნოთ საბავშვო რკინიგზები პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით ისინი, რომლების ექსპლოატაციასაც ახორციელებენ ТУ2 თბომავლები და ორთქლმავლები.
2007 წლიდან სადგურ „ბელორუსის ვაგზლის“ საზეიმო გახსნის შემდეგ კომპანია რუსეთის რკინიგზა-ტურმა დაიწყო რეტრო-მატარებელ „ტრანსციმბირული ექსპრესის“ რეგულარული საზაფხულო მოძრაობა. ლიანდაგის ნაწილზე შემადგენლობა მიყავს სპეციალურად რესტავრირებულ ორთქლმავალ П36-ს.
2006 წლიდან რეგულარული რეტრო-მსვლელობები გახდა მოსკოვის რკინიგზის ცხოვრების ნაწილი.
- გამოსასვლელი დღეების საორთქლმავლო გასეირნება სადგურ მოსკოვი-რიჟსკაიადან სადგურ პოდმოსკოვნაიამდე (გაჩერების პუნქტი კრასნი ბალტიეცი). ვაგზლის შენობასთან ახლოს, ღია ცის ქვეშ, მდებარეობს რკინიგზის ტექნიკის მუზეუმი, სადაც შუადღისას ტარდება ჯგუფური უფასო ექსკურსია, ხოლო შემდეგ იძვრის ორთქლმავალი. ექსკურსიანტების მოსვლისას ისინი მიყავთ მოსაბრუნებელ წრეზე, სადაც ბრუნდება ორთქლმავალი. შემდეგ ნებადართული ხდება ორთქლმავალზე ასვლა. ასევე ექსკურსიის წინ შეიძლება ვეწვიოთ გამოფენის ცენტრს რიგის ვაგზლის შენობაში, სადაც იმყოფებიან რკინიგზის ტექნიკისა და მათი შემცირებული სამაკეტო კოპიების ნამდვილი მოდელები.
- ტურისტული მარშრუტი კიევის ვაგზალი — მოსკოვის რკინიგზის მცირე წრე (სადგურ ბელოკამენნაიაზე გაჩერებით) — რიგის ვაგზალი.
- მოსკოვი (ყაზანის ვაგზალი) — რიაზანი I, დათვალიერებითი ექსკურსიით ქალაქებში მსვლელობისას.
- რკინიგზელთა დღეს რკინიგზის ტრანსპორტის სრულიად რუსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ წრეზე ქალაქ შჩერბინკაში არცთუ იშვიათად ეწყობა „რეტროგასეირნება“. ცალკეულ წლებში, ორთქლმავალთან ერთად წრეზე დადიოდა ელექტრომატარებელი Ср3-1668.
- გამარჯვების დღეს კიევის ვაგზლიდან პოკლონნაია გორამდე (სადგური „მოსკოვი-დამხარისხებელი კიევის“) მიემართება სადღესასწაულო რეტრო-მატარებელი.
ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიული რკინიგზების არსებობის მხრივ ყველაზე მდიდარი ქვეყანაა — დიდი ბრიტანეთი. 2006 წლის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედებს დაახლოებით 140 ასეთი რკინიგზა. ასევე ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ეგრედ წოდებული მინიატურული რკინიგზა — ტურისტული რკინიგზა საკმაოდ ვიწრო ლიანდაგის სიგანით (მაგალითად 380 მმ Romney-ის და Hythe & Dymchurch Railway-ის რკინიგზებზე). ასეთი რკინიგზების მოძრავი შემადგენლობა — ჩვეულებრივი მასშტაბური კოპიოებია ჩვეულებრივი რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა. საინტერესოა, რომ ასეთ „ლილიპუტურ“ რკინიგზებს შორისაც არსებობს რკინიგზები, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციებს. მაგალითად Romney-ის და Hythe & Dymchurch Railway-ის გადაყავთ ადგილობრივი მაცხოვრებლები. სპეციალური მატარებელი გამოყოფილია მოსწავლეთა გადასაყვანად.[3]

დიდ ბრიტანეთში ასევე არსებობს რამდენიმე ტურისტული ტრამვაის ხაზი და ერთი ტურისტული ტროლეიბუსის ხაზიც კი.
კონტინენტალური ევროპის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიტრაბახოს ისტორიული რკინიგზების ამდენი რაოდენობით, რამდენიც დიდ ბრიტანეთს. მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანაში ასეთი რკინიგზები არსებობენ. ერთი ისტორიული რკინიგზა არსებობს პატარა ლუქსემბურგშიც კი. მეზობელ ნიდერლანდებში არსებობს დაახლოებით ათეული ასეთი რკინიგზა. ღია ცის ქვეშ არსებულ არნემის მუზეუმში, სადაც საკმაოდ დიდ მოედანზე დემონსტრირდება სასოფლო არქიტექტურა, მნახველების მოხერხებულობისათვის გაყვანილ იქნა ტრამვაის ხაზი, რომელზეც გამოიყენება ძველი ტრამვაები როტერდამიდან.
გერმანიაში არსებობს ასზე მეტი ისტორიული რკინიგზა. ასეთი რკინიგზები ამ ქვეყანაში შენარჩუნებულია ჯერ კიდევ რკინიგზაში კომერციულ რეჟიმში ექსპლოატაციის დროიდან, რომლებშიც დღემდე გამოიყენება ორთქლის წევა. კარგი მაგალითია — ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (900 მმ) Mollibahn პომერანიაში. 1995 წლამდე მას ექსპლოატაციას უწევდა გერმანიის რკინიგზა. ამასთან ის თითქოს გამოვარდა მოდერნიზაციის პროგრამიდან, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მასზე შენარჩუნებული იქნა ორთქლის წევა. 1995 წლიდან რკინიგზის ამ ხაზის ექსპლოატაციას ეწეოდა კერძო კომპანია. ეხლა უკვა მოდერნიზაციის საკითხი აღარ ისმება, რადგან თავისი არქაულობის წყალობით რკინიგზა იზიდავს ბევრ ტურისტს — რკინიგზის ისტორიის მოყვარულებს. მაგრამ ამ რკინიგზის ძირითადი ფუნქციაა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების წარდგენა.
დანიაში არსებობს რამდენიმე კლუბი, რომლებიც რეკონსტრუქციას უკეთებენ ძველ მატარებლებს. მათგან ზოგიერთი თავიანთი მოღვაწეობისათვის იყენებს ჩვეულებრივ რკინიგზებს. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში ოთხშაბათობით და გამოსაშვებ დღეებში ისტორიული მატარებელი ჩვეულებრივ მატარებლებთან ერთად რკინიგზაზე კურსირებენ კოპენჰაგენსა და ჰელსინგერს შორის.
აღმოსავლეთ ევროპაში ისტორიული რკინიგზები მცირე რაოდენობითაა და ისინი ჩვეულებრივ ეკუთვნიან არა სამოყვარულო საზოგადოებებს, არამედ სახელმწიფო მუზეუმებს. სერბეთში მუშაობს ეგრედ წოდებული „შარგანის რვიანი“, ისტორიული რკინიგზა ტურისტებისათვის, რომელიც გადის თვალწარმტაც მთიან მარშრუტზე ძველ მოკრა-გორასა და შარგანის უღელტეხილს შორის.
ინგლისურენოვანი ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს დაახლოებით 150 ისტორიული რკინიგზა და ტრამვაი, რომლებიც მდებარეობენ 41 შტატში. ისტორიული რკინიგზები არსებობენ ალასკის შტატშიც და ჰავაის კუნძულებზეც კი. აშშ-ს ისტორიული რკინიგზების მოძრავი შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია — პირველი ამერიკულ ორთქლმავალ Tom Thumb-ის (1830 წელი, კოპია აშენებული იქნა 1930 წელს მისი ასწლოვანი იუბილეისას) ზუსტი კოპიიდან თბომავლებამდე და ელმავლებამდე, რომლებიც ჯერ კიდევ ახლო პერიოდში იმყოფებოდნენ კომერციულ ექსპლოატაციაში. 1980-იანი წლების ბოლოს ტურისტული რკინიგზა Boone and Scenic Valley Railroad-ის დაკვეთით ჩინეთში აშენდა JS ტიპის ორი ახალი ორთქლმავალი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ისტორიული რკინიგზების უმრავლესობას აქვს ლიანდაგის სტანდარტული სიგანე, მათ შორის არსებობს ვიწროლიანდაგიანებიც. პოპულარობით სარგებლობენ კოლორადოს შტატში მდებარე Durango and Silverton Narrow Gauge Railroad-ის და Cumbres and Toltec Scenic Railroad-ის რკინიგზები (ორივეს ლიანდაგის სიგანე — 914 მმ ანუ სამი ფუტი). Cumbres and Toltec Scenic Railroad-ის რკინიგზაზე გადაღებული იქნა ფილმ ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობის ზოგიერთი ეპიზოდები.

XX საუკუნის ბოლოს — XXI საუკუნის დასაწყისში აშშ-ში პოპულარული გახდა ეგრედ წოდებული ისტორიული ტრამვაიები (heritage streetcars). ევროპისგან განსხვავებით, სადაც ისტორიული ტრამვაის ხაზები არიან თავისი არსებობა დაკარგული ტრამვაის მეურნეობის ჩვეულებრივი გადმონაშთები (მაგალითად, ბარსელონის პირველი ტრამვაის ხაზიდან შემორჩა მხოლოდ ერთი ხაზი, სადაც დღეისათვის დადის ტურისტული „ლურჯი ტრამვაი“), აშშ-ში ხელახლა შენდება ისტორიული ტრამვაის ხაზები, ზოგჯერ იმ ადგილებშიც კი, სადაც ადრე ტრამვაის ხაზი საერთოდ არ არსებობდა. ითვლება, რომ ასეთი ტრამვაები აცოცხლებენ ქალაქის ცენტრს, ასევე ეხმარება ტურისტების და შოპინგის მოყვარულების მოზიდვაში (არცთუ იშვიათად ტურისტულ ტრამვაის აგებენ სავაჭრო ქუჩების გასწვრივ). არცთუ იშვიათად ტურისტულ ტრამვაის განიხილავენ, როგორც თანამედროვე ტრამვაის სისტემების იაფ ალტერნატივას. 2006 წლის მდგომარეობით ისტორიული ტრამვაი არსებობს აშშ-ის ოცზე უფრო მეტ ქალაქში, ბევრ სხვა ქალაქში ასეთი ხაზები შენდება. აშშ-ის ისტორიული ტრამვაი უფრო ხშირად მუშაობს კომერციულ საფუძველზე, ანუ შემოსავლის მიზნით და არა მხოლოდ ისტორიის სიყვარულით.

სან-ფრანცისკო განთქმულია თავისი უნიკალური საბაგირო ტრამვაის სისტემით. ასევე ამ ქალაქში არსებობს ელექტრული ტრამვაის ერთი ისტორიული მარშრუტი, სადაც დადიან ლეგენდარული PCC და სხვა ძველი ტიპის ტრამვაები (ამ ქალაქის სხვა ტრამვაის მარშრუტებზე გამოიყენება თანამედროვე ტრამვაები).
კანადაში არსებობს ოცი ისტორიული რკინიგზა.
პოპულარულია ისტორიული რკინიგზები და ტრამვაი ახალ ზელანდიაში. 2006 წლის მონაცემებით ახალ ზელანდიაში მოქმედებს დაახლოებით სამოცი ისტორიული რკინიგზა და ტრამვაი.
ავსტრალიაში არსებობს ორმოცი ისტორიული რკინიგზა და ტრამვაი. ზუსტად აქ გაიხსნა პირველი ისტორიული რკინიგზა დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.
სხვა ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა ქვეყნებში ისტორიული რკინიგზები ნაკლებადაა პოპულარული. ეს დაკავშირებულია რკინიგზების მცირეოდენ გავრცელებასთან, სიღარიბესთან, ასევე იმასთან, რომ ზოგიერთი ქვეყნის რკინიგზები ისედაც არიან მოქმედი მუზეუმები. მაგალითად კუბაში დღემდე გამოიყენება აშშ-ში დამზადებული ორთქლმავლების დიდი რაოდენობა, რომელთაგანაც ბევრი გამოშვებული იქნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ეს დაკავშირებულია არაა კუბელების განსაკუთრებული სიყვარულით რკინიგზის ისტორიასთან, არამედ დამოკიდებულია სავაჭრო ემბარგოზე, რომელიც აშშ-მა დაადო კუბას 1959 წელს ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ.


ისტორიული რკინიგზები არსებობენ არგენტინაში (მატარებელი სამყაროს დასალიერში),[4] ჩილეში (Tren del Vino), მექსიკაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ინდოეთის დასავლეთი ბენგალის შტატში მდებარეობს უნიკალური მაღალმთიანი ვიწროლიანდაგიან (ლიანდაგის სიგანე — 600 მმ) დარჯილინგის რკინიგზა (შენდებოდა 1879 წლიდან 1881 წლის ჩათვლით). ამ რკინიგზას აქვს სიგრძე 86 კმ, ბოლო სადგური სილიგური მდებარეობს 100 მეტრ სიმაღლეზე, მეორე ბოლო სადგური, დარჯილინგი — 2200 მეტრ სიმაღლეზე. ამ რკინიგზის ხაზის ექსპლოატაციას ეწევა ინდოეთის რკინიგზა. მასზე დღესაც გამოიყენება მხოლოდ ორთქლმავლები. თუმცა რკინიგზის ხაზის ძირითადი კლიენტები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, უკანასკნელ წლებში ის იზიდავს სულ უფრო მეტ ტურისტს. ამ რკინიგზის ხაზის უნიკალურობა აღიარებული იქნა იუნესკოს მიერ, რომელმაც შეიტანა ის ინდოეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[5][6][7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Colin Garratt. Encyclopedie van Locomotieven. Zuid Boekenprodukties, Lisse (ნიდერ.) ISBN 90-6248-848-X. ინგლისურიდან თარგმანი. ორიგინალური დასახელება — The World Encyclopedia of Locomotives.
- Gerard Stoer. Museumlijnen in Europa. Uitgeverij de Alk bv, Alkmaar, 1980 (ნიდერ.) ISBN 90-6013-742-6
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.dzd-ussr.ru/towns/moscow/cpkio.html დაარქივებული 2020-11-17 საიტზე Wayback Machine. Children's railways: Gorky Park, Moscow
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.'Children's railway' a training ground for future rail personnel. ციტირების თარიღი: 2026-03-13
- ↑ Moody, Linwood W., The Maine Two-Footers, Howell-North, 1959.
- ↑ 'El Kavanagh, entre los protegidos' დაარქივებული 2009-12-02 საიტზე Wayback Machine. , Clarín, 1999-04-23 (Spanish)
- ↑ Mountain Railways of India. World Heritage:UNESCO. ციტირების თარიღი: 2010-02-19
- ↑ Kohli, M.S.; Ashwani Lohani, Mountains of India: Tourism, Adventure, Pilgrimage, The Indian Mountain Railway, Indus Publishing, 2004, ISBN 81-7387-135-3.
- ↑ Luxury Trains of India. ციტირების თარიღი: 2010-02-20