ისტორია (ჰეროდოტე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისტორია
Histories
POxy v0017 n2099 a 01 hires.jpg
ავტორი ჰეროდოტე
ქვეყანა საბერძნეთი
ენა ძველი ბერძნული
ჟანრი ისტორიული
გამოცემის თარიღი ძვ.წ. 440

ისტორია (ბერძნ. Ἱστορίαι) — ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს წიგნი, რომელიც დასავლური ლიტერატურის ფუძემდებელ ნამუშევრადაა მიჩნეული. დაიწერა ძვ.წ. 440 წელს, კლასიკური ბერძნული ენის იონური დიალექტით. იგი დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საბერძნეთში არსებულ სხვადასხვა კულტურათა უძველესი ტრადიციების, პოლიტიკის, გეოგრაფიის და კონფლიქტების მომცველი დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ არის სრულიად მიუკერძოებელი, იგი მაინც ითვლება დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ, რომელიც აღნიშნულ საკითხებს ეხება. უფრო მეტიც, დასავლურ სამყაროში, მან დაამკვიდრა ისტორიული ჟანრი და მისი შესწავლა.

ისტორია წარმოადგენს სპარსეთის იმპერიის აღმავლობის და ძვ.წ. მე-5 საუკუნეში, აქემენიანთა იმპერიასა და ბერძნულ პოლისებს შორის მიმდინარე ომების გამომწვევი მიზეზების შესახებ არსებულ ერთ-ერთ პირველ წყაროს. ჰეროდოტე კონფლიქტს ორგვარად აღწერს — ერთის მხრივ, როგორც მონობაში მყოფები (სპარსელები) და მეორე მხრივ, თავისუფლები (ათენელები და ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კონფედერაცია, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ).

ისტორია ცხრა წიგნად არის დაყოფილი, რომლებსაც, პირობითად, ცხრა მუზის სახელები ეწოდებათ.

მოტივაცია წერისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროდოტე ამბობდა, რომ მან იმოგზაურა სხვადასხვა ტერიტორიებზე მსოფლიოს გარშემო, რომელთაგან თითქმის ყველა მათგანი, სპარსეთის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული და იგი აგროვებდა მათ ისტორიებს თავისი წიგნისთვის. ისტორიის შესავალში, იგი აყალიბებს მიზეზებს, რის გამოც დაწერა იგი:

ვიკიციტატა
„ჰეროდოტე ჰალიკარნასელი წარმოგიდგენთ თავის გამოკვლევებს, რომ მომავალში დავიწყებას არ მიეცეს ის, რაც ოდესღაც მოხდა ადამიანებს შორის. ასევე არ უნდა დაიკარგოს ხსოვნა იმ დიდი და საოცარი საქმეებისა, რაც ელინებმა და ბარბაროსებმა ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი გვმართებს იმ მიზეზთა ცოდნა, რის გამოც ერთმანეთს ეომებოდნენ.“

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდავლის დაუდევრობა, უილიამ ეტი, (1830)

წიგნი I (კლიო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი II (ევტერპე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი III (თალია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბისე II-ის მიერ ფარაონ ფსამეტიქ III-ის დატყვევება (ძვ.წ. VI საუკუნე)
სკითიელი მებრძოლები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი)

წიგნი IV (მელპომენე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათენის მფარველი ქალღმერთის, ათენას ქანდაკება

წიგნი V (ტერფსიქორა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი VI (ერატო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული ტრირემა
  • ჰისტიეის ხიოსზე გაქცევა
  • დიონისე ფოკაიელის მიერ იონიელთა სამხედრო ფლოტის გაწვრთნა
  • ბრძოლის დროს სეიმოსელების მიერ იონელთა ფლოტის მიტოვება
  • სპარსელების მიერ იონელთა ფლოტის დამარცხება
  • ჰარპაგის მიერ ჰისტიეის დატყვევება და მოკვლა
  • მარდონიოსის მიერ მაკედოონის დამორჩილება
  • აიონ-ოროსთან მარდონიოსის 300 გემის დანგრევა
  • დარიოსის ბრძანება, რომ ბერძნებს მისთვის დედამიწა და წყალი (ფრაზა გამოხატავს დამპყრობლის უპირობო დამორჩილებას) მიეტანათ, მათ შორის, ეგინა
  • კლეომენე I-სთვის ათენელთა მიერ დახმარების მოთხოვნა მოღალატეებთან გამკლავებაში
  • სპარტას ორი მეფის და მათი ძალაუფლების ისტორია
  • დემარატის ტახტიდან ჩამოგდება, მისი წარმომავლობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გამო
  • კლეომენეს და ლეოტიხიდ II-ის მიერ მოღალატეების დასჯა ეგინაში
  • კლეომენეს თვითმკვლელობა ფსიქიკური დარღვევის გამო, რომელიც, შესაძლოა, არგოსთან ომმა ან დემარატის ტახტიდან ჩამოგდებაში მისმა მონაწილეობამ გამოიწვია
  • ბრძოლა ეგინასა და ათენს შორის
  • სპარსელების მიერ ერეტრიის აღება მას შემდეგ, რაც ერეტრიელებმა უარი თქვეს ათენელთა დახმარებაზე
  • სპარტაში დახმარების სათხოვნელად გამგზავრების დროს ფეიდიპიდის მოულოდნელი შეხვედრა პანთან
  • პლატეელების დახმარება და ათენთან მათი კავშირის ისტორია
  • მილტიადეს და სხვა სტრატეგოსების მეთაურობით, ათენელების მარათონის ბრძოლაში გამარჯვება
  • ათენის დასახმარებლათ სპარტელების დაგვიანებული ჩამოსვლა
  • ალკმეონიდების ისტორია; როგორ მიაღწიეს მათ საკუთარ სტატუსს და სიმდიდრეს
  • პაროსთან წარუმატებელი თავდასხმის გამო მილტიადეს გარდაცვალება და ლემნოსის წარმატებით აღება

წიგნი VII (პოლიჰიმნია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარათონის ბრძოლაში დამარცხების შესახებ გაგების შემდეგ, დარიოს I-ის მიერ არმიის შეკრება
  • უთანხმოება დარიოსის შვილებს შორის, ტახტის მემკვიდრეობის გამო, რომელიც შემდგომ, ქსერქსე I გახდა
  • დარიოსის გარდაცვალება ძვ.წ. 486 წელს
  • ქსერქსეს მიერ აჯანყებულ ეგვიპტელთა დამარცხება
  • საბერძნეთის დასაპყრობად ქსერქსესთვის მიცემული რჩევა: მარდონიოსი შესაჭრელად, არტაბანი დასაპირისპირებლად
  • ქსერქსეს სიზმრები, რომლებშიც ილუზია აშინებდა მას და არტაბანს საბერძნეთში შეჭრის გეგმის გამო
  • მზადება ომისთვის, მათ შორის, ქსერქსეს არხის და ქსერქსეს ხიდების მშენებლობა დარდანელის სრუტეზე
  • პითიუსის შეთავაზება ქსერქსეს, რომ მთელი თავისი ფული მისთვის მიეძღვნა
  • პითიუსის თხოვნა, რომ მისი ერთი შვილისთვის სახლში დარჩენის ნება დაერთოთ, ქსერქსეს ბრაზი და მსვლელობა პითიუსის შვილის გვამის გარშემო
  • აბიდოსში ძველი ეგვიპტელების და ფინიკიელთა მიერ აშენებული ხიდების დანგრევა და თავიდან აშენება
  • მრავალი ბერძნული ქალაქის სპარსეთისთვის მხარდაჭერა, მათ შორის, თესალია, თებე, მელია და არგოსი
  • მოლაპარაკებების შემდეგ, გელონის მიერ სირაკუზის დახმარებაზე უარის თქმა და უარი კრეტიდან
  • შტორმის გამო 400 სპარსული გემის დანგრევა
  • ლეონიდასის მეთაურობით ბერძენთა მცირე ძალის (დაახლოებით 7 000) თერმოპილეში გაგზავნა, სპარსეთის არმიის შენელების მიზნით
  • თერმოპილეს ბრძოლა, რომელშიც ბერძნებს სამდღიანი უპირატესობა ჰქონდათ
  • ეფიალტის მიერ საიდუმლოს გამჟღავნება, რომელიც ჰიდარნმა ბერძნების ალყაში მოსაქცევად გამოიყენა
  • ყველას უკან დახევა, გარდა 300 სპარტელისა
  • ბერძენთა მარცხი და ქსერქსეს ბრძანება ლეონიდასის თავის სარზე დამაგრების შესახებ

წიგნი VIII (ურანია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძნულ ფლოტს უძღვება ევრიბიადი, სპარტელი სარდალი, რომელიც მეთაურობდა ბერძნულ ფლოტს ძვ.წ. 481 წლის შეხვედრის შემდეგ
  • შტორმის მიერ იმ 200 გემის დანგრევა, რომლებიც ბერძნების გადარჩენის დასაბრკოლებლად იყო გაგზავნილი
  • თერმოპილეს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ბერძნული ფლოტის უკან დახევა
  • სპარსელთა შეტევისგან დელფოს ზებუნებრივი გადარჩენა
  • ათენის ევაკუაცია ფლოტის დახმარებით
  • ბერძნული ფლოტის კუნძულ სალამინზე გამაგრება, 378 გემით
  • ათენის აოხრება სპარსელების მიერ
  • სალამინის ბრძოლა, რომელშიც ბერძნებს უკეთესი ორგანიზების გამო უპირატესობა ჰქონდათ და არახელსაყრელი მდგომარეობა ცურვის არცოდნის გამო
  • ანგარიონის (სპარსული საცხენოსნო ფოსტა) აღწერა
  • სპარსელი ქალი სარდლის — არტემისია I-ის გაძლიერება და მისი კავშირი ქსერქსესთან
  • ძლევამოსილი ბერძნებისადმი მიძღვნილი გველის სვეტის სტრუქტურა დელფოში, რომელიც შემდგომ, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს
    ქსერქსეს მთავარი საჭურისის, ჰერმოტიმუსის შურისძიება პანიონიუსზე
  • ათენელთა ფლოტის მეთაურის და სალამინზე ყველაზე მამაცი ბერძენის, თემისტოკლეს თავდასხმა კუნძულ ანდროსზე
  • ქსერქსეს გაქცევა და 300 000-იანი ჯარის მარდონიოსისთვის დატოვება თესალიაში
  • ალექსანდრე მაკედონელის წინაპრები, მათ შორის, პერდიკა I
  • უარი ალექსანდრეს მცდელობაზე, ათენთან სპარსელთა კავშირის ძიების შესახებ

წიგნი IX (კალიოპე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევაკუირებული ათენის მეორედ აღება
  • მარდონიოსის მიერ ლაკონიელი ჯარის გაგზავნის შემდეგ, თებეს ევაკუაცია
  • ათენელთა მიერ სპარსელი მხედარმთავრის, მასისტის მკვლელობა
  • ალექსანდრე მაკედონელის მიერ ბერძენთა გაფრთხილება, გარდაუვალი თავდასხმის შესახებ
  • აიმნესტის მიერ მარდონიოსის მოკვლა
  • სპარსელთა უკან დახევა თებეში და შემდგომ, პლატეის ბრძოლაში დამარცხება
  • მოპოვებული ნადავლის აღწერა და განაწილება
  • არტაბაზ II-ის ნაჩქარევი გაქცევა აზიაში
  • ბერძნული ფლოტის მიერ სპარსელთა დამარცხება იონიაში (მიკალეს ბრძოლა) და იონიელთა აჯანყება
  • ქსერქსეს ცოლის, ამესტრიეს ბრძანება მასიასტის ცოლის დასახიჩრების შესახებ
  • აჯანყების დაგეგმვის შემდეგ, მასიასტის გარდაცვალება
  • სესტის ალყაში მოქცევა და არტაისტის დატყვევება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fehling, Detlev (1989). "Some demonstrably false source citations". Herodotus and His 'Sources' . Francis Cairns, Ltd. 50–57. ISBN 0-905205-70-7.
    Lindsay, Jack (1974). "Helen in the Fifth Century". Helen of Troy Rowman and Littlefield. 133–134. ISBN 0-87471-581-4
  2. Kim, Lawrence (2010). "Homer, poet and historian". Homer Between History and Fiction in Imperial Greek Literature. Cambridge University Press. 30-35 ISBN 978-0-521-19449-5.
    Allan, Williams (2008). "Introduction". Helen. Cambridge University Press. 22-24 ISBN 0-521-83690-5.
    Lindsay, Jack (1974). "Helen in the Fifth Century". Helen of Troy. Rowman and Littlefield. 135-138. ISBN 0-87471-581-4