ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ — საქართველოს მეფისთამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის თხზულება, XIII ს., რომელშიც აღწერილია თამარისა და მისი მამის გიორგი III-ის ისტორია.

ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის ავტორი უცნობია. სხვადასხვა დროს მის ავტორად ვარაუდობდნენ ანტონ გნოლისთავისძეს (თედო ჟორდანია), სარგის I თმოგველს (პავლე ინგოროყვა), მანდატურთუხუცეს ჭიაბერს (სარგის კაკაბაძე), არსენ იშხნელს (კორნელი კეკელიძე), შოთა რუსთაველს (ივანე ლოლაშვილი).

ძეგლის ავტორი განათლებული პიროვნებაა. ის იცნობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიას, ლიტერატურას და ფილოსოფიას. თხზულება დაწერილია მაღალფარდოვანი ენით. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ პირველ ხარისხოვანი ქართული ისტორიული ძეგლია. ის საყურადღებო ცნობებს შეიცავს XII-XIII სს. საქართველოს პოლიტიკური და სიციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულების სრული ტექსტი შემონახულია „ქართლის ცხოვრების“ მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში და მცხეთური ნუსხის პირში. „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციაში შერწყმულია თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებასთან.

აზრთა სხვადასხვაობაა თხზულების შედგენის თაობაზე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), აქ ორი ავტორის სხვადასხვა ნაწარმოებია გაერთიანებული. დაწერილია პ. ინგოროყვას შეხედულებით, 1195 და XIII ს. I მეოთხედში, კაკაბაძის აზრით კი – 1195 და 12701295 წლებს შორის. თედო ჟორდანიას და ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდათ, რომ ძეგლი 2 ნაწილისგან შედგება და დაწერილია ერთი პირის მიერ სხვადასხვა დროს (1195 ან 1196 და თამარის თამარის გარდაცვალებისთანავე). „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ერთ მთლიან ნაწარმოებად მიაჩნიათ კორნელი კეკელიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს, ი. ლოლაშვილს. კეკელიძის აზრით, ის დაწერილია 1222 წლის ახლო ხანებში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრება. მარიამ დედოფლის ვარიანტი, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით, ტფ., 1906;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ცდა ტექსტის აღდგენისა), კ. კეკელიძის რედ. და გამოკვლევით, თბ., 1941;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ.2, თბ. 1959;
  • История и восхваление венценосцев, перевод с грузинского, предисловие и примичание К.С.Кекелидзе, Тб.1954;
  • მეორე გამოცემა წიგნში: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართლი ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 12, თბ. 1973;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 241.
  • კ. კეკელიძე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ როგორც ლიტერატურული წყარო; წიგნი: რუსთაველის კრებული, თბ.1938;
  • რ. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, თბ. 1975;
  • ი. ლოლაშვილი, რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა, თბ. 1961;
  • ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.8, თბ. 1977;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]