შინაარსზე გადასვლა

ისტამბულ-მოდერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტამბულ-მოდერნი
41°01′33″ ჩ. გ. 28°58′58″ ა. გ. / 41.0260000° ჩ. გ. 28.9829389° ა. გ. / 41.0260000; 28.9829389
დაარსდა 11 დეკემბერი, 2004 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ბეიოღლუ
ოფიციალური საიტი http://www.istanbulmodern.org/
Map

ისტამბულ-მოდერნი (თურქ. Istanbul Modern) — თანამედროვე ხელოვნების გალერია, რომელიც მდებარეობს გალათაპორტის კომპლექსში, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, თურქეთი. 2004 წლის 11 დეკემბერს გახსნილი ისტამბულ-მოდერნი იყო თურქეთის პირველი მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების გალერია და ორიენტირებულია როგორც თურქ, ისე საერთაშორისო მხატვრებზე. ეს არის კერძო ინიციატივა არაკომერციული ორგანიზაციის სტამბოლის კულტურისა და ხელოვნების ფონდის ეგიდით.[1]

2004 წლიდან ოია ეჯაჯიბაში არის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.[2]

ბილგილი ჰოლდინგის დაფინანსებით ორი კორპორაციის ეჯაჯიბაშის ჯგუფისა და დოღუშ ჯგუფის მეშვეობით, გაიხსნა ისტამბულ-მოდერნი 8000 მ² (86,000 კვ. ფუტი) ყოფილ სამთავრობო საბაჟო საწყობში კარაკიოის უბანში 2004 წელს,[3][4] 5 მილიონი დოლარის რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ტაბანლიოღლუს არქიტექტორები.[5]

ალექსანდრე ვალაურის შენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018-2022 წლამდე, ახალი შენობის მშენებლობის პერიოდში, ისტამბულ-მოდერნის კოლექცია დროებით გადაიტანეს ბეიოღლუში მდებარე ყოფილ იუნიონ ფრანსეზის შენობაში, რომელიც 1896 წელს დაპროექტდა ალექსანდრე ვალაურის მიერ.[6]

რენცო პიანოს შენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 4 მაისს ისტამბულ-მოდერნი ხელახლა გაიხსნა ახალ შენობაში, მის თავდაპირველ მდებარეობასთან ახლოს, კარაკიოში.[7] ხუთსართულიანი, 10500 მ² (113,000 კვ. ფუტი) შენობა დაპროექტდა პრიცკერის პრემიის ლაურეანტი არქიტექტორის, რენცო პიანოს მიერ.[8]

ახალი შენობა გთავაზობთ სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებს, აგრეთვე საგანმანათლებლო სამუშაო ოთახებს, კინოთეატრს, ბიბლიოთეკას, დიზაინის მაღაზიას, ღონისძიებების სივრცეებს და კაფე-რესტორანს.

ისტამბულ–მოდერნის მუდმივი კოლექცია მომდინარეობს ეჯაჯიბაშის ოჯახისგან და შევსებულია ხანგრძლივვადიანი სესხებით სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმიდან და დოიჩე ბანკიდან.[9] თურქული ბანკი, Türkiye İş Bankası, კიდევ ერთი დიდი წყაროა თავისი 2500 ნახატის კოლექციით.[10] მუზეუმის კოლექციაში შედის ნომერი 5 (2011) თურქი მხატვრის ქემალ ონსოის ნამუშევარი.[11]

წარმოდგენილი მხატვრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტამბულ-მოდერნი უპირატესად არის გალერია, რომელიც მიეძღვნა თურქულ ხელოვნებას XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, თუმცა ის ასევე მოიცავს რამდენიმე უფრო ძველ ნამუშევარს. თურქული ხელოვნება მისი ადრეული დღეებიდან XX საუკუნემდე შეგიძლიათ ნახოთ ახლომდებარე სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმში.

მთავარი თურქი მხატვრები, რომელთა ნამუშევრებიც ხილვადია სტამბოლ მოდერნში, მოიცავენ:

ისტამბულ-მოდერნი ასევე მოიცავს რამდენიმე საერთაშორისო თანამედროვე მხატვრის ნამუშევარს. მორბენალი (2017), თეთრი ქანდაკება ტონი კრეგის ავტორობით, ეგებება ვიზიტორებს შესასვლელის წინ.[12]

2011 წელს რვა გამოჩენილმა მხატვარმა გაიტანა თავისი ნამუშევრები იმ განცხადებების საპასუხოდ, რომ მუზეუმმა უარი თქვა დევიდ „ბუბი“ ჰაიონის ნამუშევარზე საქველმოქმედო აუქციონისთვის. ნამუშევარი იყო დიდი სავარძელი შუაში მოთავსებული ღამის ქოთნით, რომელიც, როგორც ამბობდნენ, წარმოადგენდა არაპოლიტიკურ კრიტიკას მუზეუმების კონცეფციის მიმართ.[13]

  1. Susan Sachs (3 January 2005), In Istanbul, Creating a Space for Modern Art New York Times.
  2. International interest in Istanbul Modern: Prime Minister Erdoğan inaugurated the museum. Eczacibasi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2012. ციტირების თარიღი: August 14, 2016.
  3. Osman Can Yerebakan (21 September 2022), Long-awaited Istanbul Modern museum nears completion The Art Newspaper.
  4. David Belcher (13 June 2023), Istanbul Modern Reopens in its New, Renzo Piano-Designed Home New York Times.
  5. Susan Sachs (3 January 2005), In Istanbul, Creating a Space for Modern Art New York Times.
  6. Talya Arditi. (27 ივლისი, 2018) Beyoğlu: Home to Istanbul Modern's New Temporary Location.
  7. Istanbul Modern opens new museum building en (2023-05-05). ციტირების თარიღი: 2023-05-28
  8. David Belcher (13 June 2023), Istanbul Modern Reopens in its New, Renzo Piano-Designed Home New York Times.
  9. Susan Sachs (3 January 2005), In Istanbul, Creating a Space for Modern Art New York Times.
  10. Susan Sachs (3 January 2005), In Istanbul, Creating a Space for Modern Art New York Times.
  11. No: 5, 2011. ციტირების თარიღი: 29 August 2025
  12. Daniel Boffey (18 December 2022), Top British sculptor hits back in censorship row over loan to Turkish gallery The Guardian.
  13. Daniel Boffey (18 December 2022), Top British sculptor hits back in censorship row over loan to Turkish gallery The Guardian.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]