ისრაფილ ჯინჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე (დ. 26 აპრილი, 1916, სოფ. მახინჯაური, ბათუმის ოლქი, რუსეთის იმპერია (ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, აჭარა) — გ. 15 ოქტომბერი, 1943) — წითელი არმიის უმცროსი ლეიტენანტი, დიდი სამამულო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1944).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე დაიბადა 1916 წლის 13 აპრილს სოფელ მახინჯაურში (ამჟამად სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარაში) გლეხის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება. 1939 წელს ჯინჭარაძე გაწვეულ იქნა წითელ არმიაში. 1941 წელს დაასრულა ბალაშოვსკის სამხედრო საავიაციო სკოლა. 1943 წელიდან — დიდი სამამულო ომის ფრონტზე. მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში, ასრულებდა რამდენიმე საბრძოლო გაფრენას დღეში.

1943 წლისთვის უმცროსი ლეიტენანტი ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე მე-5 საჰაერო არმიის 1-ი მოიერიშე ავიაკორპუსის 266-ე ავიადივიზიის 673-ე მოიერიშე ავიაშენაერთის უფროსი მფრინავი იყო. იმ დროისათვის მან შეასრულა 92 საბრძოლო გაფრენა, დიდი რაოდენობით გაანადგურა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა.

1943 წლის 15 ოქტომბერს მოწინააღმდეგის პოზიციების მორიგი ბომბარდირებისას ჯინჭარაძე იქნა ჩამოგდებული და დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პრავობერეჟნოეში ზემოდნეპროპეტროვსკის რაიონში, დნეპროპეტროვსკი მხარე, უკრაინის სსრ ძმათა სასაფლაოზე.

1944 წლის 4 თებერვალს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით „საბრძოლო დავალებების სამაგალითო შესრულებისთვის ფრონტზე გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისას და ამ დროს გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისათვის“ სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის მაღალი წოდება, ასევე დაჯილდოებულ იქნა: ლენინის ორდენით, სამამულო ომის 1-ი ხარისხის ორდენით და წითელი ვარსკვლავის ორდენით.

ჯინჭარაძის ბიუსტი დგას მის მშობლიურ სოფელში, მის სახელს ატარებს ამავე სოფლის სკოლა, ქუჩა და მოედანი. ასევე ჯინჭარაძის პატივსაცემად მის სახელს ატარებს ქუჩა ქალაქ ბათუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1987. — Т. 1 /Абаев — Любичев/. — 911 с. — 100 000 экз. — ISBN отс., Рег. № в РКП 87-95382
  • Калинин В. В., Макаренко Д. Г. Герои подвигов на Харьковщине. — Харьков, 1970.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981