შინაარსზე გადასვლა

ისრაელის სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისრაელის სახლი
შეიქმნა 2013 წელი
სტატუსი აქტიური
მდებარეობა

0114 თბილისი, საქართველო,

თავისუფლების მოედანი 4
აღმასრულებელი დირექტორი იციკ მოშე
israelihouse.net

ისრაელის სახლი (ებრ. בית ישראל ბეთ ისრაელ, ინგლ. Israeli House NET) — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ჰასბარაზე — სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკის განმარტებაზე, საინფორმაციო მხარდაჭერასა და მეგობარ ქვეყნებთან ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ისრაელის სახლი, ჰასბარას ახალი მეთოდის მსოფლიოში დანერგვის მიზნით, საქართველოში განხორციელებული პილოტური პროექტია,  რომელიც ისრაელის წამყვანი პოლიტიკური ძალების — ლიქუდის, ავოდას და ქულანუს ცალკეულ წევრთა მონაწილეობით შეიქმნა.[1][2][3][4]

ისრაელის სახლი 2013 წელს დააარსა იციკ მოშემ, წარსულში ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. თბილისში ორგანიზაციის პილოტური პროექტის გახსნას ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები ისრაელიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინი.

ისრაელის სახლის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ავტონომიას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილებას 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი — მათ შორის საქართველომ. იმ დროისთვის საქართველოში უკვე მოქმედი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის[5] ხელმძღვანელმა იციკ მოშემ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოში ისრაელის დიპლომატიის ჩავარდნა და საჭირო იყო სახალხო დიპლომატიის ამოქმედება,[6] რაც შემდეგ ისრაელის სახლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა მეგობარი ქვეყნებისთვის ისრაელის უკეთ გაცნობა, მისი საგარეო პოლიტიკის განმარტება, მჭიდრო ურთიერთობა სახალხო დიპლომატიის გზით, მეტი მაღალი დონის ორმხრივი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტები.[7][8]

ისრაელის წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ომის პირობებში, ისრაელის სახლი ისრაელის ხელისუფლებას სთავაზობს ჰასბარას კამპანიაში საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩართვას. კერძოდ, მიზნობრივ ქვეყანაში სტატუსისა და გავლენის მქონე საპატიო კონსული პირადი ფინანსური რესურსებისა და კონტაქტების გამოყენებით, მიზნობრივ ქვეყანაში უნდა გაუძღვეს ისრაელის მხარდამჭერ კამპანიას ადგილობრივ მედიაში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში. ამ იდეის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ჰასბარას წარმართვის ფინანსური ტვირთი ისრაელის სახელმწიფოდან გადადის ფინანსურად შეძლებულ საპატიო კონსულებზე.

ასეთი ინიციატივების გამო ისრაელის წამყვანი გამოცემა იედიოთ ახრონოთი ისრაელის სახლს საქართველოში ალტერნატიულ საელჩოს უწოდებს და წერს, რომ ორგანიზაციას გავლენა აქვს ქვეყნების ურთიერთობებზე.[9] ისრაელიდან ყოველწლიურად არაერთი პოლიტიკური ლიდერი სტუმრობს ისრაელის სახლს. [10][11][12]

ორგანიზაცია პერიოდულად მართავს ლექციებს ისრაელზე,[13][14][15][16] თანაორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმების, თბილისსა და იერუსალიმში ატარებს ჰასბარას მასშტაბურ ფორუმებს,[17][18][19] რომელსაც საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან; საქართველოში მართავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოებს.[20] [21] ისრაელის სახლის თაოსნობით, საქართველოს მედიაში ყოველწლიურად 100-მდე პროისრაელური სტატია და სიუჟეტი გადის.ქნესეთთან ერთად გადაიღო ფილმი ქართველ შინდლერებზე და გამოსცა ბუკლეტი.ისრაელის სახლი თითქმის ყოველწლიურად თბილისში მასშტაბურად აღნიშნავს ხანუქას.[22][23]

2016 წლიდან ისრაელის სახლი არის ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) პარტნიორი ორგანიზაცია.[24][25] EAI-ის ფორუმები ის პლატფორმაა, სადაც ისრაელის სახლი ისრაელის ჰასბარაზე, ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან მეგობარი ქვეყნების კავშირის გაღრმავებაზე მუშაობს.

ისრაელის სახლი ორგანიზატორია სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული, საქველმოქმედო ღონისძიების. მისი თაოსნობით საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია,[26][27] გაიხსნა ისრაელის კაბინეტები,[28] საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დააარსა ებრაული ბიბლიოთეკის კუთხე,[29] [30]აწყობს საქველმოქმედო აქციებს,[31][32][33][34][35][36][37] გამოსცა წიგნი დიდ საბჭოთა ალიაზე[38] (ავტორი: გიორგი ბერნშტეინი) და საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე. მისი ხელშეწყობით ისრაელის ტელევიზიებისთვის საქართველოს ტურიზმზე მომზადდა რამდენიმე სიუჟეტი.[39]

ისრაელის სახლის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის ინიციატივები და ექსპერტული ანალიზი საქართველოსა და ისრაელის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს დაეხმარება  ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში და პრობლემების გადაჭრაში. ისრაელის სახლის მიერ გამოყენებული ჰასბარას მეთოდოლოგია ეფექტიანი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის; ის მეორე მხარეს ხდის ჰასბარას უშუალოდ  მონაწილედ, რაც მნიშვნელოვანია ისრაელისადმი სოლიდარობის მისაღწევად. საბოლოოდ კი, რეალური ისრაელის წარმოჩენა ამცირებს მსოფლიოში მზარდ ანტისემიტიზმს.

ისრაელის სახლი ინიციტორია იდეის, რომ ისრაელ-არაბულ საკითხებზე მოლაპარაკებებს პერიოდულად თბილისმა უმასპინძლოს. ორგანიზაციის თაოსნობით, ასეთი შეხვედრა საქართველოში ერთხელ უკვე გაიმართა, რომელშიც ქნესეთის წევრები და სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე ბრიტანელ ანალიტიკოსები მონაწილეობდნენ.[40]

საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით, 2017 წელს ისრაელის სახლი გახდა ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ -ს[41] წევრი და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული  კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.[42][43][44][45][46][47] AEPJ-სთან თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ჰასბარას კამპანიის შემადგენელი ნაწილი გახდა - ტურისტულ დატვირთვასთან ერთად, ისრაელის სახლმა მას ებრაული ცნობიერების ამაღლების ფუნქცია შესძინა.

ისრაელის სახლი მონაწილეობს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის (AEPJ) ტრანსნაციონალურ პროექტში - Parallel Traces [48][49]ორგანიზაცია ყოველწლიურად, სექტემბერში თბილისში მართავს ებრაული კულტურის ევროპულ დღეებს.[50][51][52] ისრაელის სახლის კონცეფციის მხარდამჭერი ისრაელელი პოლიტიკური მოღვაწეები მხარს უჭერენ 100 ქვეყანაში ისრაელის სახლის წარმომადგენლობების გახსნას.[53][54][55]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება". მედიანიუსი. 13 სექტემბერი, 2016
  2. "ისრაელის სახლის ორგანიზებით, ფორუმი და ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი გაიმართა". მედიანიუსი. 16 დეკემბერი, 2017
  3. "თბილისში ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართა". ინტერპრესნიუსი. 25 დეკემბერი, 2016
  4. "თბილისს ისრაელის ქსენეთის წევრი "სიონისტური ბანაკიდან", იციკ შმული სტუმრობს". ინტერპრესნიუსი. 10 აპრილი, 2017
  5. "საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ოფიციალური გვერდი"
  6. "იციკ მოშე - მე რომ საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა" ინტერპრესნიუსი. 03 დეკემბერი, 2012
  7. "ინფორმაცია ისრაელის სახლის ოფიციალურ ვებ გვერზე დაარქივებული 2020-08-15 საიტზე Wayback Machine. " Israeli House website.
  8. "ინფორმაცია ისრაელის სახლზე Youtube-ზე" Youtube. 08 დეკემბერი, 2014
  9. "ბიზნესმენმა იციკ მოშემ ალტერნატიული საელჩო შექმნა საქართველოში" Yediot. 09 დეკემბერი, 2019
  10. "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება" მედიანიუსი. 13 სექტემბერი, 2016
  11. "ისრაელის სახლის სახით აქ ჩვენ გვყავს ლიდერი და პარტნიორი, რომელიც გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიმოქმედოთ გარეთ ისრაელის მხარდასაჭერად - ისრაელელი პარლამენტარი" მედიანიუსი. 10 აპრილი, 2017
  12. ""ისრაელის სახლის" მეთოდიკამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა"
  13. "ჰოლოკოსტგამოვლილი ოჯახის წარმომადგენელმა ქართველ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა" მედიანიუსი. 29 ნოემბერი, 2019
  14. "საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება" მედიანიუსი. 18 ივლისი, 2019
  15. "მორინ ბეჟამინი: "ისრაელის სახლი" გვჭირდება აშშ-შიც, ევროპაშიც" მედიანიუსი. 01 სექტემბერი, 2017
  16. "ისრაელიდან საქართველოში ვიზიტით იმყოფება 40 ახალგაზრდა ელჩი" Scooper. 20 ივნისი, 2017
  17. "ხილიკ ბარ: ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვინც ამბობს თქვენთან ერთად და არა თქვენს ნაცვლად" მედიანიუსი. 28 დეკემბერი, 2016
  18. "ჰასბარას საერთაშორისო ფორუმი ბილთმორში" Youtube. 27 დეკემბერი, 2016
  19. "იერუსალიმში "ისრაელის სახლის" მიერ ორგანიზებული ჰასბარას ფორუმი ჩატარდა" მედიანიუსი. 09 ივლისი, 2017
  20. "ხვალ რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება" მედიანიუსი. 30 აპრილი, 2019
  21. "იციკ მოშემ პოლონეთში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა" მედიანიუსი. 28 ნოემბერი, 2017
  22. "ხანუკას დღესასწაული ოპერაში" Youtube. 27 დეკემბერი, 2016
  23. "იციკ მოშე: უნდა გვახსოვდეს, რომ გაფართოვებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ ერთი მედლის ორ მხარეს" მედიანიუსი. 26 დეკემბერი, 2016
  24. "ბუქარესტში გამართულ ევროპულ ასამბლეაზე "ისრაელის სახლის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა" მედიანიუსი. 26 ოქტომბერი, 2017
  25. "ბუქარესტში გამართულ ევროპულ ასამბლეაზე "ისრაელის სახლის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა" მედიანიუსი. 26 ოქტომბერი, 2017
  26. "უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ისტორიის შესახებ სწავლებასა და კვლევების განხორციელებას იწყებს" გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 19 ივლისი, 2017
  27. ""ისრაელის სახლის" კამპანია-ისრაელელი აქტივისტებისა და დამსახურებული პენსიონრების 150-კაციანი ჯგუფი საქართველოში" მედიანიუსი. 28 სექტემბერი, 2019
  28. "ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია" ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. 06 მაისი, 2019
  29. "ისრაელის სახლის ორგანიზებით, ფორუმი და ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი გაიმართა" მედიანიუსი. 16 დეკემბერი, 2017
  30. "საქართველო-ისრაელს შორის მაღალი ურთიერთკულტურის გაცნობა" პია.
  31. "ხანუკა 2015" Youtube. 06 დეკემბერი, 2015
  32. "იერუსალიმის დღე" Youtube. 18 მაისი, 2015
  33. "საქველმოქმედო ვახშამი ფონდის მხარდასაჭერად" Media4life.
  34. "ისრაელის სახლი" ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს" ინტერპრესნიუსი. 30 დეკემბერი, 2019
  35. "საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ StopCovid ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხა, ჟურნალისტებისთვის კი ისრაელიდან პირბადეებს გამოაგზავნის[მკვდარი ბმული]" იმედი ნიუსი. 25 მარტი, 2020
  36. "ისრაელის ბიზნეს პალატა და "ისრაელის სახლი" COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის StopCov ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხეს" ბიზნესს თაიმი. 25 მარტი, 2020
  37. "საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და "ისრაელის სახლმა" StopCov ფონდში 18000 ლარი ჩარიცხა" რუსთავი 2. 25 მარტი, 2020
  38. ""შეჭრა საბჭოთა კავშირში"-გიორგი ბერნშტეინის წიგნის პრეზენტაციას ისრაელის დელეგაცია დაესწრო" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო. (GHN) 03 დეკემბერი, 2018
  39. "წიგნის პრეზენტაცია" Youtube. 27 მაისი, 2016
  40. "ხილიკ ბარი: თბილისში საერთაშორისო ფორუმებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 26 მარტი, 2018
  41. "Jewisheritage official website"
  42. "საქართველოს კულტურული მარშუტების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-06-16 საიტზე Wayback Machine. "
  43. ""ისრაელის სახლის" კიდევ ერთი მიღწევა ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიმართ[მკვდარი ბმული]" Kehila4u.
  44. "საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშუტი ამოქმედდება" მედიანიუსი. 28 მარტი, 2017
  45. "ებრაული მემკვიდრეობის გენერალური ასამბლეა თბილისში[მკვდარი ბმული]" საქართველოს კულტურული მარშუტი. 29 მარტი, 2019
  46. "ისრაელის სახლმა ებრაული მემკვიდრეობის მარშუტის პრეზენტაცია ბარსელონასა და კულტურის სამინისტროში გამართა" მედიანიუსი. 28 თებერვალი, 2018
  47. ""ისრაელის სახლს" საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ "მადლობის სიგელი" გადასცა" მედიანიუსი. 29 მაისი, 2019
  48. ""ისრაელის სახლი" ტრანსნაციონალურ ევროპულ პროექტში ჩაერთო" მედიანიუსი. 01 ნოემბერი, 2018
  49. "კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირებში" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 28 მარტი, 2019
  50. "ისრაელის სახლის ორგანიზებით,თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა" მედიანიუსი. 06 სექტემბერი, 2017
  51. "„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეები აღინიშნა" მედიანიუსი. 10 სექტემბერი, 2018
  52. "ამირ ფერეცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირი გავაძლიეროთ" მედიანიუსი. 23 ოქტომბერი, 2019
  53. ""ისრაელის სახლის" მეთოდიკამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 05 ნოემბერი, 2019
  54. "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება" საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა. 13 სექტემბერი, 2016
  55. "იციკ მოშე-მთავარი პერსონა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში" დიპლომატი. 11 სექტემბერი, 2017
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისრაელის_სახლი“-დან