ისრაელის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებულმა ზიონისტურმა მოძრაობამ შედეგი მეოცე საუკუნეში, 1948 წელს, გამოიღო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის სახით. ებრაული კულტურა ისრაელის სახელმწიფოზე დიდი ხნით ადრე შეიქმნა და ამ ერის ისტორია უმეტესწილად მოგვითხრობს მათ დიასპორაზე.

იდენტიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიის თანახმად, ისრაელი არის ის სახელი, რომელიც ღმერთმა იაკობს მიანიჭა. თანამედროვე ისრაელი მეტწილად დასახლებულია პალესტინელებითა და ებრაელებით. პალესტინელები არიან არაბები, რომლის ტრადიციები დაარსდა მუსულმანური კულტურის საფუძვლებზე. ებრაელების კულტურის ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა რელიგიამ. ისრაელელი ებრაელები განსაზღვრავენ თვიანთ ეროვნებას როგორც, უფრო დიდი, საერთაშორისო რელიგიური და კულტურული საზოგადოების ნაწილს.

ადგილმდებარეობა და გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის რუკა

ისრაელი მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში, მას ესაზღვრება დასავლეთიდან ხმელთაშუა ზღვა, ეგვიპტე, ღაზას სექტორი, იორდანია, ლიბანი, სირია და დასავლეთ სანაპირო. მისი საერთო ფართობი 20 770 კვადრატული კილომეტრია, ოდნავ მცირეა, ვიდრე ნიუ ჯერსი. ქვეყნის სამხრეთი ნეგევის უდაბნოს უკავია. ისრაელის ცენტრალურ რეგიონი ძირითადად მთიანია. ქვეყანში გადის მდინარე იორდანია, რომელიც სირიიდან მოდის და მკვდარ ზღვაში ჩაედინება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის მოსახლეობა 2013 წელს იყო 8 059 000. მოსახლეობის დაახლოებით 80% ებრაელია. მთლიანი მოსახლეობის 32.1% იყო დაბადებული ევროპაში ან ამერიკაში, 20.8 პროცენტით ისრაელში, 14,6 პროცენტი აფრიკაში, და 12.6 პროცენტით აზიაში. მოსახლეობის დარჩენილი 20 პროცენტი, რომელიც არ არის ებრაელი, ძირითადად არაბია.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმი არის ოფიციალური რელიგია. მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი იუდაველია, 15 პროცენტი მუსულმანი და 4 პროცენტი ქრისტიანი. ებრაელებს სჯერათ ჰიბრუ ბიბლიის, ან ტენახის (Tenakh), რომელიც შეესაბამება ქრისტიანულ ძველ აღთქმას. ყველაზე წმინდა ტექსტი არის თორაჰი (Torah), მოსეს ხუთწიგნეული. ბიბლია მიჩნეულია როგორც ისტორიული ჩანაწერი და რელიგიური სამართალი. იუდაზმში რელიგიური წინამძღოლები არიან რაბინები. ისინი კურთხეულნი არიან ებრაული კანონით და ხშირად, სულიერი ხელმძღვანელობის გარდა, მეცნიერული კუთხითაც მოღვაწეობენ.

რიტუალები და წმინდა ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელები თავიანთ ღმერთს თაყვანს სცემენ სინაგოგებში. ამ ტაძრებში, ტრადიციულად მამაკაცები სხედან წინ და ქალები უკან. ისრაელში და განსაკუთრებით იერუსალიმში არსებობს მთელი რიგი წმინდა ადგილების, ადგილების რომლებიც დიდ რელიგიურ დატვირთვას ატარებენ იუდეველებისთვის, ისევე როგორც სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის. ოქროს გუმბათიანი ტაძარი უძველესი მუსულმანური სალოცავია. ასევე იერუსალიმშია ქრისტეს საფლავი სადაც ხშირად დადიან ქრისტიანები. გოდების კედელი, რომელიც ჩვ.წ. 70 წელს დაანგრიეს რომაელებმა, არის ერთ-ერთი წმინდა ადგილი ებრაელებისთვის. ებრაული ახალი წელი, რომელსაც როშ ჰაშანა ჰქვია, ძირითადად სექტემბერში ან ოქტომბერში აღინიშნება. ამ დღესასწაულზე ებრაელები სინაგოგაში ისმენენ თრის მოძღვრებას. სუკოტი, მოსავლის ფესტივალი, არის გვიან შემოდგომაზე.

ებრაული დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსოლუტურად ყველა ებრაულ დღესასწაულს აქვს მცირედი რელიგიური დატვირთვა მაინც. ამ დღესასწაულების თარიღი წლიდან წლამდე იცვლება რადგან ებრაული კალენდარი არ ემთხვევა გრეგორიანულს. ძირითადი დღესასწაულებია: ჰოლოკოსტის მემორიალური დღე, დამოუკიდებლობის დღე, იერუსალიმის დღე.

სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმი აქცენტს უფრო მეტად აქაურ ცხოვრებაზე აკეთებს, ვიდრე სიკვდილის შემდეგ არსებობაზე. სიკვდილს მოსდევს შვიდ დღიანი გლოვა, ამ პროცესს ეწოდება მჯდომარე შვია, რომლის დროსაც მეგობრები და ახლობლები სტუმრობენ გარდაცვლილის ოჯახს და მოაქვთ საკვები. მგლოვიარეებს აცვიათ შავი ტანისამოსები, სხედან დაბალ სკამებზე და კითხულობენ ლოცვებს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სახელმწიფო ენა არის ჰიბრუ. თანამედროვე ჰიბრუს ენის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ლიტველმა ებრაელმა, ელიეზერ ბენ-იეჰუდამ (Eliezer Ben-Yehuda). მე-20 საუკუნემდე, ბიბლიურ ჰიბრუს გამოიყენებდნენ სალოცავად, ხოლო იუდეველთა უმრავლესობისთვის მშობლიური ენა იყო იდიში (Yiddish).

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის დროშა შედგება ლურჯი ექვს-წვეტა ვარსკვლავისგან თეთრ ფონზე, თითო ლურჯი ხარზით ვარსკვლავსი ზევით და ქვევით. ვარსკვლავი, დავითის ფარი, არის ებრაული რელიგიის სიმბოლო.

ხელოვნების მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობამ დააარსა ჟურნალი Ariel, რათა ხელი შეუწყოს ლიტერატურის განვითარებას. არსებობს ეროვნული დრამა კომპანია, Habima, ისევე, როგორც საცეკვაო ანსამბლები, ეროვნული ორკესტრი და მუზეუმები და გალერეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თელ-ავივში და ისრაელის მუზეუმი იერუსალიმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელებს საკმაოდ მრავალფეროვანი სალიტერატურო კულტურა აქვთ. ბევრი გამოჩენილი ებრაელი მწერალი უცხოეთიდან არის ჩასული ისრაელში, მათ შორის ზბიგნიევ ჰერბერტი პოლონეთიდან, ვასკო პოპა იუგოსლავიიდან და რობერტ ფრენდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გერმანიაში დაბადებული ისრაელელი მწერალი შმუელ იოზეფ აგნონი, ისრაელში 1913 წელს ჩავიდა, მან 1966 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. პოეტმა არნონ ლევიმ, რომელიც დაიბადა იერუსალიმში, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ისევე როგორც იეჰუდა ამიჩაიმ, რომლის ლექსები ითარგმნა სხვადასხვა ენებზე. ამოს ოზი სავარაუდოდ არის ყველაზე ცნობილი ებრაელი მწერალი საერთაშორისო დონეზე. მისი რომანები ითარგმნა მრავალ ენაზე.

გრაფიკული ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრობა და სკულპტურაც საკმაოდ მაღალ დონეზეა ისრაელში. ებრაულ მხატვრებში იგრძნობა ევროპული მხატვრული სკოლის გავლენა, თუმცა მათი ნამუშევრები ძირითადად ისრაელის პრობლემებს ასახავს. ცნობილი ებრაელი მხატვრები არიან იააკოვ აგამი, მენაშე კადიშმანი, ავიგდორ არიხა. ცნობილი მოქანდაკეები კი დანი კარავანი და იგაელ ტუმარკინი.

ხელოვნების სხვა დარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელს აქვს ცნობილი საფილარმონიო ორკესტრი. ქვეყანას ჰყავს ისეთი კლასიკური მუსიკის ვარსკვლავი, როგორებიც არიან მევიოლინე იცხაკ პერლმანი და პიანისტი და დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი. ლეონარდ ბერნსტაინის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი იერუსალიმში ყოველწლიურად აჯილდოებს კლასიკური მუსიკის მოღვაწეებს. პოპ მუსიკასა და როკ-ნ-როლსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს ქვეყანაში, განსაკუთრებით თელ-ავივში. ისრაელში და ებრაულ კულტურაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თეატრი და ბალეტი. ებრაელებს ასევე აქვთ საინტერესო ფოლკლორული, ხალხური ცეკვებიც, მაგალითად თეჰორა, რომელიც ძირითადად ქორწილებში სდრულდება.

გენდერული თანასწორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები კარგად არიან წარმოდგენილი ბევრ სფეროში, როგორც ტრადიციულ (სწავლება, მოხუცთა და ბავშვთა მოვლა და ა.შ.) ისე არატრადიციულში (იურისპრუდენცია, პოლიტიკა, სამხედრო სფერო და სხვა). 1969-1974 წლებში ისრაელში ქალი პრემიარ მინისტრი იყო. ზოგიერთი ნაბიჯი და მიდგომა გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად დღესდღეობით შეცვლილია. ქალები დღეს ძირითადად ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო სექტორში მუშაობენ და იშვიათად აღწევენ დიდ წარმატებას. თუმცა ისრაელის საზოგადოებ ქალებსა და მამაკაცებს თანასწორად მიიჩნევნ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]