შინაარსზე გადასვლა

ისმაელ ბუიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმაელ ბუიო
ფრანგ. Ismaël Boulliaud
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1605(1605-09-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Loudun, საფრანგეთის სამეფო[4] [2]
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1694(1694-11-25)[1] [4] [2] [3] (89 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[4] [2]
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[4]
საქმიანობა ასტრონომი[5] [4] , მათემატიკოსი[6] , ბიბლიოთეკარი, კათოლიკე მღვდელი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი Q61782246?[2] , Jacques-Auguste de Thou[2] , Q2983763?[2] და Abbey of St. Victor[2]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[7]

ისმაელ ბუიო (ფრანგ. Ismaël Boulliau, ლათ. Ismael Bullialdus; დ. 28 სექტემბერი, 1605, ლუდენი, საფრანგეთი — გ. 25 ნოემბერი, 1694, პარიზი) — ფრანგი კოპერნიკელი ასტრონომი. ის თავის ნაშრომებს ლათინიზებული გვარით ბულიალდუსი აწერდა ხელს. ის იყო პირველი, ვინც ჩამოაყალიბა უნივერსალური მიზიდულობის კანონი, როგორც „უკუკვადრატის კანონი“ (მიზიდულობის ძალა უკუპროპორციულია მანძილის კვადრატისა).

ისააკ ნიუტონის „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისების“ მესამე წიგნში იგი ეყრდნობოდა იოჰანეს კეპლერისა და ბუიოს დაკვირვებებით განსაზღვრულ პლანეტარული ორბიტების გაზომვებს.[8] ედმუნდ ჰალეისადმი მიწერილ წერილში მან ბულიო მოიხსენია, როგორც მისი ერთ-ერთი წინამორბედი უკუკვადრატის კანონის აღმოჩენისა.

ისმაელ ბუიო დაიბადა ასტრონომიის მოყვარულის, მდიდარი ჰუგენოტი ნოტარიუსის ოჯახში. ბუიო 21 წლის ასაკში კათოლიციზმი მიიღო და ხუთი წლის შემდეგ მღვდლად აკურთხეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სამეფო ბიბლიოთეკარად მუშაობდა, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ყიდულობდა წიგნებს. ამავდროულად, სწავლობდა კოპერნიკის, გალილეოს და კეპლერის ნაშრომებს და გახდა სამყაროს ჰელიოცენტრული თეორიის ერთგული მხარდამჭერი. მერსენის, რომელიც იმ დროს ევროპული სამეცნიერო ცხოვრების კოორდინატორი იყო, საშუალებით ბუიო ახლოს გაეცნო ჰიუგენსს, გასენდის, პასკალს და იმ დროის სხვა გამოჩენილ მეცნიერებს.

1657 წელს ის მცირე ხანი მუშაობდა საფრანგეთის ელჩის მდივნად ჰოლანდიაში, შემდეგ კი დაუბრუნდა ბიბლიოთეკარის სამუშაოს. სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის პარიზში, სენტ-ვიქტორის სააბატოში აბატად მსახურობდა.

1633 წელს, გალილეოს სასამართლო პროცესის შემდეგ, ბუიომ შეაჩერა თავისი ასტრონომიული ნაშრომის, „ფილოლაუსის“, გამოცემა, რომელიც ჰელიოცენტრული პერსპექტივიდან იყო დაწერილი. 1639 წელს მან წიგნი ჰოლანდიაში გამოაქვეყნა ავტორის სახელის მითითების გარეშე.

ბუიოს ძირითადი ასტრონომიული ნაშრომი, რომელიც 1645 წელს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „ასტრონომია ფილოლაიკა“ (ფილოლაოსი იყო ძველი ბერძენი პითაგორელი ფილოსოფოსი, რომელიც დედამიწის მოძრაობის იდეას ემხრობოდა). მასში მან არა მხოლოდ მხარი დაუჭირა კეპლერის პირველ კანონს, რომლის მიხედვითაც პლანეტები ელიფსურად მოძრაობენ, არამედ ასეთი მოძრაობის შესაძლო მექანიზმიც წამოაყენა: უნივერსალური გრავიტაციული ძალა, რომელიც უკუპროპორციულია მანძილის კვადრატისა.[9] თუმცა, ბუიომ სიფრთხილე გამოიჩინა და დარწმუნებით არ ამტკიცებდა, რომ ასეთი ძალა რეალურად არსებობდა.

ის აკვირდებოდა ცვლად ვარსკვლავებს და იყო პირველი, ვინც დაადგინა 11-თვიანი პერიოდი ვეშაპის მირას (1667) სიკაშკაშისთვის. მან თარგმნა თეონ სმირნელისა და პტოლემეოსის ასტრონომიული ნაშრომები. მან ასევე ჩაატარა კვლევა მათემატიკაში, ოპტიკასა და ფილოლოგიაში.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბულიალდუსი.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Catalog of the German National Library
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #119277379 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA5773&pos=1
  8. Newton, Isaac (c. 1846). Newton's Principia: The mathematical principles of natural philosophy, translated by Andrew Motte, First American, New York: Daniel Adee. 
  9. Биография. დაარქივებული 2016-11-30 საიტზე Wayback Machine.