ისლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისლიანიმცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია ისლი. გავრცელებულია ყველა ზონაში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყის ზონის დაჭაობებული მდელოებს და ქვედური ჭაობების მცენარეულ საფარში. წყალსატევების და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, სადაც ზედაპირული წყლის დონე სეზონურად და წლითიწლობით მკვეთრად მერყეობს, განვითარებულია ორიგინალური ტიპის კოლბოხოვანი ისლიანი (კოლბოხთა სიმაღლე ხშირად 1-1,3 მ-მდე აღწევს). ისლიანი გვხვდება აგრეთვე უდაბნოში, ველებსა და მთებში. კავკასიის მაღალმთიანეთის ისლიანში უმეტესად გაბატონებულია Carex meinshauseniana, ხოლო უდაბნოსა და ველებში — Carex physoides, Carex pachystylis, Carex supina, Carex humilis და სხვა. ამგვარი ისლიანი კარგ საძოვარ-სავარგულადაა მიჩნეული. ყვავილობამდე მოთიბული ისლიანის თივა საკვები ღირებულებით მარცვლოვანთა თივას უახლოვდება. იყენებენ სასილოსედაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქიმერიძე კ., ქსე, ტ. 5, გვ. 234, თბ., 1980