შინაარსზე გადასვლა

ისლა-დელ-სოლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულის მდებარეობა

ისლა-დელ-სოლი (ესპ. Isla del Sol - მზის კუნძული) — კუნძული ტიტიკაკას ტბის სამხრეთ ნაწილში. შედის ბოლივიის შემადგენლობაში. გეოგრაფიულად, კუნძული კლდოვანია, გორაკ-ბორცვიანი. მისი სიგრძე 9,6 კმ-ია, სიგანე 4,6 კმ, ხოლო მთლიანი ფართობი 14,3 კმ². კუნძულზე არ არსებობს არანაირი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება. კუნძულზე მცხოვრები 800 ოჯახისათვის, მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, თევზაობა და ტურიზმი. ამჟამად აქ ცხოვრობენ კეჩუას და აიმარას ხალხები.[1]

კუნძულზე 80-ზე მეტი არქეოლოგიური ნანგრევებია. უმეტესი მათგანი ინკებისაა და XV საუკუნით თარიღდება. ინკების რწმენით, აქ დაიბადა მზის ღმერთი. არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კუნძული დასახლებული იყო ძვ.წ-ის მესამე ათასწლეულშიც. გორაკებზე აღმოჩენილია სასოფლო-სამეურნეო ტერასები.

  1. p209 Lonely Planet "South America on a Shoestring" 2008
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლა-დელ-სოლი“-დან