ისლაჰ ჯადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისლაჰ ჯადი ბირზეიტის უნივერსიტეტში

ისლაჰ ჯადი (არაბ. إصلاح جاد; დ. 1951, პალესტინა) — ბირზეიტის უნივერსიტეტის გენდერისა და განვითარების დარგის ასისტენტ-პროფესორი. ასევე არის ბირზეიტის ქალთა კვლევის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი, აგრეთვე არის არაბული ოჯახების სამუშაო ჯგუფის წევრი. პალესტინის ქალთა მოძრაობაში[1] ცნობილი ფიგურა ჯადიმ, ასევე დაეხმარა ღაზასა და ნაბლუსში ქალთა საქმეთა ცენტრის შექმნას, ასევე Les Amies du Francis, ელ-ბირეჰში ბავშვთა კუთხის პროექტის და WATC-ის (ქალთა საქმეთა ტექნიკური კომიტეტი) შექმნას.[2] ჯადი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამისთვის გენდერული კონსულტაციას და 2005 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაბული ადამიანის განვითარების ანგარიშის თანაავტორი იყო. მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში კაიროს უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ თეორიაში ნანტის უნივერსიტეტში და დოქტორის ხარისხი გენდერისა და განვითარების კვლევებში ლონდონის უნივერსიტეტში. 2009 წლის ივლისში ჯადიმ „AMIDEAST“-ის სწავლების ბრწყინვალების ჯილდო მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]