ისლანდიური დამწერლობა
თანამედროვე ისლანდიური ანბანი შედგება 32 ასოსგან:
| მთავრული | ||||||||||||||||||||||||||||||||
| A | Á | B | D | Ð | E | É | F | G | H | I | Í | J | K | L | M | N | O | Ó | P | R | S | T | U | Ú | V | X | Y | Ý | Þ | Æ | Ö | |
| მინუსკული | ||||||||||||||||||||||||||||||||
| a | á | b | d | ð | e | é | f | g | h | i | í | j | k | l | m | n | o | ó | p | r | s | t | u | ú | v | x | y | ý | þ | æ | ö | |
დაფუძნებულია ლათინურ ანბანზე დიაკრიტიკებით, Ðð [eð]ი და რუნული Þþ [θorn]ი დამატებით. Ææ და Öö ითვლება ჩვეულებრივ ასოებად და არა დიაკრიტიკებად.
ხშირად, ხელით წერისას, გლიფები მარტივდება, მაგ: æ-ს წერენ ae-დ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ისლანდიური ანბანის სტანდარტი ჩამოყალიბდა XIX ს-ში დანიელ ლინგვისტ რასმუს რასკის მიერ. ის ეყრდნობა XII ს-ში უცნობი ავტორის მიერ შექმნილი პირველი გრამატიკული ტრაქტატის ორთოგრაფიულ სტანდარტებს. სტანდარტი განკუთვნილი იყო საერთო სკანდინავიური ენისთვის, იგივე ძველი ნორვეგიული.
ანბანის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ჩამოყალიბდა ძველ ტრაქტატში:
- მახვილის ხმარება (ორიგინალურად, ხმოვნის სიგრძის ანიშვნისთვის).
- þ-ს გამოყენება.
რასმუს რასკის მოგვიანო სტანდარტი ძირითადად იყო ძველი ტრაქტატის რე-ანონიზირება მცირე ცვლილებებით, c-ს ნაცვლად k-ს უფრო ექსკლუზიურად ხმარება. ð-ს მსგავს გამოსახულებებს მოგვიანო საუკუნეებში იშვიათად ვხვდებით.
გვიანი XX ს-ის ასანიშნავი ცვლილებებია é-ს შემოღება je-ს ნაცვლად და 1973-ში z-ს შემოღება.
ასოთა სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოთა სახელებია:
| ასო | სახელი | IPA | წარმოთქმა |
|---|---|---|---|
| Aa | a | [a] | ა |
| Áá | á | [au̯] | აუ |
| Bb | bé | [pjɛ] | პ |
| Dd | dé | [tjɛ] | ტ |
| Ðð | eð | [ɛð̠] | რბილი ზ |
| Ee | e | [ɛ] | [მოკლე] ე |
| Éé | é | [jɛ] | ჲე |
| Ff | eff | [ɛfː] | ჶ |
| Gg | gé | [cɛ] | გ/კ |
| Hh | há | [hau̯] | ჰ |
| Ii | i | [ɪ] | [მოკლე] ი |
| Íí | í | [i] | [მოგრძო] ი |
| Jj | joð | [jɔð̠] | ჲ |
| Kk | ká | [kʰau̯] | ქ |
| Ll | ell | [ɛtl̥] | ლ (ქართულისგან განსხვავებით, არც ისე მაგარი) |
| Mm | emm | [ɛmː] | მ |
| Nn | enn | [ɛnː] | ნ |
| Oo | o | [ɔ] | ო (ჩვეულებრივზე უკან) |
| Óó | ó | [ou̯] | ოუ |
| Pp | pé | [pʰjɛ] | ფ |
| Rr | err | [ɛr] | რ (ჩვეულებრივზე ოდნავ მაგარი) |
| Ss | ess | [ɛs] | ს |
| Tt | té | [tʰjɛ] | თ |
| Uu | u | [ʏ] | უ (უფრო დამრგვალებული და მოკლე) |
| Úú | ú | [u] | უ |
| Vv | vaff | [vafː] | ვ/ჶ |
| Xx | ex | [ɛxs] | გერმანულ „ch“-ს მსგავსად ს-ს დამატებით |
| Yy | ypsilon y | [ʏfsɪlɔn ɪ] | იგივე რაც „i“ |
| Ýý | ypsilon ý | [ʏfsɪlɔn i] | იგივე რაც „í“ |
| Þþ | þorn | [θ̠ɔrn̥] | რბილი ს |
| Ææ | æ | [ai̯] | აჲ |
| Öö | ö | [œ] | ე, წარმოთქმისას პირი უნდა იყოს მომრგვალებული |
ამოშლილი ასო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ასო | სახელი | IPA | წარმოთქმა |
|---|---|---|---|
| Zz | seta | [sɛta] | ს |
ასოთა გამოყენების სიხშირე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ასო | სიხშირე |
|---|---|
| n | 9.395% |
| a | 9.395% |
| i | 8.563% |
| r | 8.543% |
| e | 6.369% |
| s | 5.434% |
| ð | 5.013% |
| t | 4.872% |
| u | 4.766% |
| g | 4.299% |
| l | 3.891% |
| m | 3.365% |
| k | 3.115% |
| f | 2.582% |
| h | 2.266% |
| v | 2.223% |
| o | 2.019% |
| þ | 1.592% |
| á | 1.549% |
| b | 1.365% |
| í | 1.338% |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Íslenska, í senn forn og ný“. დაარქივებული 2009-09-23 საიტზე Wayback Machine.

