ისლანდიის ტორფის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლანდიის ტორფის სახლი (ისლ. torfbæir) — ისლანდიისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლების ტიპი. მსგავსი სახლების მშენებლობა გამოიწვია რთულმა კლიმატმა და სამშენებლო მასალების არარსებობამ, გარდა ამისა ეფექტურად იცავს სახლს სიცივისაგან.[1]

ტორფის სახლებს ისლანდიელები იყენებდნენ IX საუკუნიდან მოყოლებული XX საუკუნის შუა წლებამდე. კონტინენტიდან კუნძულზე გადასულმა ვიკინგებმა დაიწყეს ხის სახლების მშენებლობა, რამაც მალევე გაანადგურა ისლანდიის ტყის საფარი. ამჟამად ისლანდია ღარიბია ტყეებით. ძირითადად გვხვდება არყის ხე, რომელიც მშენებლობისათვის გამოუსადეგარია. ისლანდიას არც ხე-ტყის შემოტანა შეეძლო, რადგან მას არ ჰქონდა საკუთარი გემები, საკმარისი გამტარუნარიანობით.

2011 წელს ისლანდიის ტორფის სახლების ტრადიცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში შეიტანეს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noble, Allen George (2007). Traditional buildings: a global survey of structural forms and cultural functions. I.B.Tauris, გვ. 339. ISBN 978-1-84511-305-6. 
  2. The Turf House Tradition – UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2 January 2020.