ისლამური ხელოვნების მუზეუმი (ბერლინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლამური ხელოვნების მუზეუმი

მშათას ფასადი ისლამური ხელოვნების მუზეუმში
52°31′15″ ჩ. გ. 13°23′47″ ა. გ. / 52.52083° ჩ. გ. 13.39639° ა. გ. / 52.52083; 13.39639
დაარსდა 18 ოქტომბერი, 1904
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მდებარეობა ბერლინი
დირექტორი სტეფან ვებერი
ოფიციალური საიტი https://www.smb.museum/en/museums-institutions/museum-fuer-islamische-kunst/home.html[1] და https://www.smb.museum/museen-und-einrichtungen/museum-fuer-islamische-kunst/home.html[2]
Map

ისლამური ხელოვნების მუზეუმი (გერმ. Museum für Islamische Kunst) — პერგამონის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი, რომელიც ბერლინი სახელმწიფო მუზეუმების შემადგენლობაში შედის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი 1904 წელს დაარსდა ვილჰელმ ფონ ბოდეს მიერ როგორც „ისლამური დეპარტამენტი“ კაიზერ-ფრიდრიხის მუზეუმში (ამჟამინდელი ბოდეს მუზეუმი). დაწესებულების დირექტორად ფრიდრიხ სარე დაინიშნა.[3] სწორედ ამ პერიოდში გადაეცა მუზეუმს მშათას ფასადი, რომლის თავდაპირველი ადგილსამყოფელი ამანის სამხრეთით მდებარე ომაიანთა სახალიფოს დროინდელი დაუმთავრებელი სასახლე იყო. ეს ფასადი ოსმალეთის იმპერიის სულთანმა აბდულჰამიდ II-მ აჩუქა პრუსიის მეფეს, ვილჰელმ II-ს. ფასადის აღმოსავლეთი ნაწილი და სტრუქტურის ნანგრევები რომლის ნაწილსაც ისლამური ხელოვნების მუზეუმში დაცული მშათას ფასადი წარმოადგენს კვლავ იორდანიაში მდებარეობს. ახლად აშენებულ პერგამონის მუზეუმში ისლამური ხელოვნების მუზეუმი სამხრეთი ფრთის ზედა სართულზე განთავსდა და ამ შენობაში ის 1932 წელს გაიხსნა ოფიციალურად. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო მუზეუმში გამოფენები აღარ ეწყობოდა.

მეორე მსოფლიო ომმა პერგამონის მუზეუმი ძალიან დააზარალა. ბომბის ჩამოგდების გამო დაზიანდა მშათას ფასადის ერთ-ერთი კარიბჭე და ბომბის გამო ასევე დაიწვა მრავალი მნიშნველოვანი ხალიჩა. 1954 წელს კოლექცია ხელმეორედ გაიხსნა პრეგამონის მუზეუმში და მას „ისლამური მუზეუმი“ ეწოდა. დასავლეთ ოკუპაციის ზონებში გადატანილი კოლექციები დაჰლემში მდებარე მუზეუმს დაუბრუნდა და ხელმეორედ 1954 წელს გამოიფინა, ომის დასრულების შემდეგ პირველად. 1968 წლიდან 1970 წლამდე გამოფენა შარლოტენბურგის სასახლეში იყო მოწყობილი. 1971 წელს „ისლამური ხელოვნების მუზეუმის“ მუდმივი გამოფენა დაჰლემის სამუზეუმო კომპექსის ახალ შენობაში გაიხსნა.

1958 წელს პერგამონის მუზეუმში, სამუზეუმო კუნძულზე მდებარე „ისლამურმა მუზეუმმა“ საბჭოთა კავშირიდან დაიბრუნა 1945 - 1946 წლებში წაღებული ნიმუშები. ნიმუშები საბჭოთა კავშირში ხელოვნების ნიმუშების ქურდობისა და ძარცვის პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდა. სხვა მნიშვნელოვანი კოლექციის ობიექტების რესტავრაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა 1967 წლისათვის ყველა საგამოფენო ოთახის გახსნა დამთვალიერებლებისათვის. გერმანიის გაერთიანების ხელშეკრულების მიღების შემდეგ, 1992 წელს, ზემოთ აღნიშნული ორი მუზეუმი გაერთიანდა (დაჰლემში მდებარე „ისლამური მუზეუმი“ და სამუზეუმი კუნძულის „ისლამური მუზეუმი“) და შეიქმნა „ისლამური ხელოვნების მუზეუმი“ (გერმ. Museum für Islamische Kunst). დაჰლემში მდებარე ობიექტზე გამოფენები 1998 წლიდან აღარ ეწყობოდა. 2000 წელს, პერგამონის მუზეუმის სამხრეთი ფრთის ზედა სართულზე გაიხსნა ახლად განახლებული მუდმივი გამოფენა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში წარმოდგენილია ისლამური ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები VII საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით, ესპანეთიდან ინდოეთამდე არსებული მთელი ტერიტორიიდან. არქეოლოგიურმა გათხრებმა კტსიპფონში, სამარასა[4] და ტაბღაში მუზეუმის კოლექცია მნიშნველოვნად გაამდიდრა. ისლამური ხელოვნების მუზეუმმა ექსპონატთა ნაწილი ეგვიპტიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ირანიდან შეიძინა. მუზეუმში სხვა რეგიონები წარმოდგენილნი არაინ სხვადასხვა კოლექციებით, როგორებიცაა: კალიგრაფიისა და მინიატურების ნიმუშები დიდ მოგოლთა იმპერიიდან, ასევე სიცილიური სპილოს ძვლის ნაკეთობები.

კოლექციებში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი ზომის, ისტორიული მნიშვნელობის, ტურისტულად მიმზიდველობით მუზეუმში განთავსებული მნიშვნელოვანი ობიექტებია:

მუდმივ გამოფენებდთან ერთად, მუზეუმი ხშირად აწყობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს ისლამური სამყაროს ქვეყნებიდან. მაგალითად, ასეთი იყო 2008 წელს, „თურქული აღფრთოვანება“ (თანამედროვე თურქული დიზაინი) და „ნაქში“ (გენდერი და მოდელთა როლი ირანში),

2009 წელს, მუზეუმმა დროებით მიიღო მიიღო ისლამური ხელოვნების კოლექცია ლონდონელი კოლექციონერის, ედმუნდ დე უნგერისგან (1918–2011), რომელსაც ასევე უწოდებენ „კეირის კოლექციას“. ეს კოლექცია წარსულში დე უკგერის სახლში იყო განთავსებული, ჰემში, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო. აღნიშნული კოლექცია მოიცავდა 1500-მდე ხელოვნების ნიმუშს და ეს კოლექცია ისლამური ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია იყო.[9] კეირის კოლექციის ასზე მეტი არტეფაქტი მუზეუმში პირველად 2007-2008 წლებში გამოჩნდა და ამ გამოფენას „სამლერგლიუკი. ისლამური ხელოვნება ედმუნდ დე უნგერის კოლექციიდან“ ერქვა. ეს გამოფენა პერგამონის მუზეუმის შენობაში იყო მოწყობილი. ამავე კოლექციის ნაწილი 2010 წლის მარტში მუზეუმს კვლავ გადაეცა დროებით. მოეწყო კიდევ ერთი გამოფენა და მას: „სამლერგლიუკი. ისლამური ხელოვნების შედევრები კეირის კოლექციიდან“ ეწოდა.[10] 2012 წლის ივლისში, შეწყდა თანამშრომლობა ბერლინ-პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ მუზეუმებსა და ედმუნდ დე უნგერის კოლექციის მფლობელებს შორის და კოლექცია, რომელიც მუზეუმში დროებით იყო განთავსებული უკან დაბრუნდა. თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად „კოლექციასთან დაკავშირებით განსხვავებული იდეების არსებობა“ სახელოდებოდა.[11]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.smb.museum/en/museums-institutions/museum-fuer-islamische-kunst/home.html
  2. https://www.smb.museum/museen-und-einrichtungen/museum-fuer-islamische-kunst/home.html
  3. Jens Kröger: The Berlin Museum of Islamic Art as a Research Institution of Islamic Art in the 20th Century. In: XXX. Deutscher Orientalistentag, Freiburg, 24–28 September 2007. Selected Lectures, edited on behalf of the DMG by Rainer Brunner, Jens Peter Laut, and Maurus Reinkowski, 2009, p. 10.
  4. samarrafinds.info: The archaeological finds from Samarra in Iraq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-10. ციტირების თარიღი: 2021-09-29.
  5. Annette Hagedorn "Aleppo Room" in Discover Islamicart Art. Place: Museum With No Frontiers, 2010.[1]
  6. The dome was brought to Berlin by Arthur von Gwinner in 1891 and given to the museum by his heirs in 1978. Jens Kröger: Alhambra Dome (2012). Museum With No Frontiers – Discover Islamic Art.
  7. Anna McSweeney: Arthur von Gwinner and the Alhambra Dome in Julia Gonnella and Jens Kröger (eds) Wie die Islamische Kunst nach Berlin Kam. Der Sammler und Museumsdirektor Friedrich Sarre (Berlin: Dietrich Reimer Verlag GmbH, 2015), 89–102.
  8. Alhambra-Dome. Deutsche Digitale Bibliothek
  9. Extensive Permanent Loan from the Edmund de Ungers Collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-06. ციტირების თარიღი: 2021-09-29.
  10. Haase, Claus-Peter (2007), A Collector's Fortune: Islamic Art from the Collection of Edmund de Unger, Hirmer Publishers, ISBN 978-3-7774-4085-9, http://press.uchicago.edu/ucp/books/book/distributed/C/bo11388114.html, distributed by Chicago University Press
  11. press-release of July 13, 2012.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2021. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2021. Staatliche Museen zu Berlin – Preußischer Kulturbesitz
  12. Volkmar Enderlein: Die Miniaturen der Berliner Bāisonqur-Handschrift. Staatliche Museen zu Berlin, Berlin 1991. (Bilderhefte der Staatlichen Museen zu Berlin, 1)