ისლამური ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

შუა საუკუნეების განმავლობაში ისლამური ლიტერატურა არაბულ სამყაროში ყალიბდებოდა. შუა საუკუნეებში არაბულ ასმყაროში შექმნილ მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ამ ნაწარმოებებს დიდი ღირსეული ადგილი უჭირავთ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში.

განსაკუთრებით დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს "ათას ერთი ღამის" ზღაპარი. ამ კრებულის შედგენა დაიწყო IX საუკუნის შუა ხანებში და XV საუკუნეში დასრულდა. აღმოსავლური კულტურის ბრწყინვალე მონაპოვარია შუა საუკუნეების სპარსული პოეზია. X საუკუნეში შეიქმნა ფირდოუსის პოემა შაჰ-ნამე ("წიგნი მეფეების შესახებ"), რომელიც 30 წელი იწერებოდა. პოემა მითოლოგიურ, საგმირო და ისტორიულ ნაწილებად იყოფა.

ეს პოემა წარმოადგენს საგმირო ეპოსს, სადაც აღწერილია როგორც ლეგენდარულ გმირთა მოღვაწეობა, ასევე ირანის ისტორიის ქრონიკა. ისტორიული ნაწილი ეხება ირანის ისტორია სასანიანთა ხანაში, არაბთა შემოსევამდე. ავტორი ხოტბას ასხამს ქვეყნისათვის თავდადებულ ადამიანებს. ამ პოემამ შექმნა ირანელი ხალხის საყვარელი გმირები. გამორჩეული ადგილი უჭირავს ომარ ხაიამის ლექსებსაც.

ფირდოუსისა და ომარ ხაიამთან ერთად შუა საუკუნეების სპარსული პოეზიის დიდოსტატი იყო ჯალალ ედ-დინ რუმი. მათმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია შუა საუკუნეების აზროვნებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]