ისლამი ჩრდილოეთ მაკედონიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეტოვოს მეჩეთი, 1438

ისლამი ჩრდილოეთ მაკედონიაშიჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთი ტრადიციული რელიგია. ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულია XV საუკუნიდან. ჩრდილოეთ მაკედონიაში ძირითადად ცხოვრობენ სუნიზმის მიმდევარი მუსლიმები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მუსლიმების საერთო რიცხვი 674 000-ია, ანუ მოსახლეობის 33,3 %. ისლამის მიმდევრები არიან ძირითადად ალბანელები, ასევე თურქები, ბოშები, სლავები (ტორბეშები, გორანები, ბოსნიელები).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი ჩრდილოეთ მაკედონიაში გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის დასავლეთით გაფართოების დროს XIV-XV საუკუნეებში. ოსმალეთის იმპერიის მიერ სერბეთის დაპყრობის შემდეგ ისლამი მოსახლეობის ნახევარმა (სლავებმა, ალბანელებმა, ბოშებმა) მიიღო, გარდა ამისა აღმოსავლეთიდან გადმოსახლდნენ თურქები და სხვა მუსლიმი ერის წარმომადგენები. სამხრეთ სლავების ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ ბევრმა მუსლიმმა-მუჰაჯირმა ჩრდილოეთ მაკედონია დატოვა. 1924-1961 წლებში მუსლიმთა რიცხვი კვლავ ეცემოდა. თუმცა 1961 წლიდან 2002 წლამდე მუსლიმთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 33,3 %-ს მიაღწია.

წელი მუსლიმების რაოდენობა %
1904 634 000 36,76%
1912 384 000 33, 47%
1921 269 000 31,43%
1948 314 603 27,29%
1953 388 515 29,78%
1961 338 200 24,05%
1971 414 176 25,14%
1981 546 437 28,62%
1991 611 326 30,06%
1994 581 203 30,04%
2002 674 015 33,33%

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]