ისლამი რუსეთში
ისლამი — მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგია რუსეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით,[2] მუსლიმების საერთო რაოდენობა 14 220 000-ს ანუ მთელი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. თუმცა, რუსეთის ორ ფედერალურ სუბიექტში (ჩეჩნეთი და ინგუშეთი), სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ, არსებული სოციალური არეულობის გამო შეუძლებელია მუსლიმთა ზუსტი რაოდენობის დადგენა და შესაბამისად მონაცემები შესაძლოა განსხვავებული იყოს. მუსლიმთა შორის 6 700 000, ანუ მთელი მოსახლეობის 4,6% არ მიეკუთვნება არცერთ ისლამურ სკოლას ან მის განხრას.
კანონითა და რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მიერ ისლამი აღიარებულია ერთ-ერთ ტრადიციულ რელიგიად და ითვლება რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.[3]
ისლამის ისტორია რუსეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეშვიდე საუკუნეში, მუსლიმთა მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ, ამ რელიგიამ დაიწყო გავრცელება კავკასიაში, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ნაწილი გახდა. პირველი კავკასიელი მუსლიმები დაღესტანში მცხოვრები ერები გახდნენ.[4] საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის მიუხედავად, მუსლიმთა გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა უფლება მოელოცა მექა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმ რუსთა უმრავლესობა სუნიტია, 10%-ს ანუ 2 მილიონზე მეტს შეადგენენ შიიტები. მუსლიმთა ძირითადი დასახლების არეალია ჩეჩნეთი და დაღესტანი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arctic mosque stays open but Muslim numbers shrink (15 April 2007).
- ↑ RUSSIA 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT.
- ↑ Bell, I (2002). Eastern Europe, Russia and Central Asia. ISBN 978-1-85743-137-7. ციტირების თარიღი: 2007-12-27.
- ↑ Shireen Tahmasseb Hunter, Jeffrey L. Thomas, Alexander Melikishvili, "Islam in Russia", M.E. Sharpe, Apr 1, 2004, ISBN 0-7656-1282-8