ისინი
იერსახე
ისინი (შუმერ. 𒉌𒋛𒅔𒆠) — არქეოლოგიური ძეგლი ერაყის ქადისიის მუჰაფაზაში, სადაც მდებარეობდა ძველი ახლო აღმოსავლეთის ქალაქი ისინი. იგი დასახლებული იყო ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულის, ურუქის პერიოდიდან მოყოლებული, სულ მცირე ძვ. წ. I ათასწლეულის გვიანდელ, ახალბაბილონურ პერიოდამდე. იგი მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ალ-დივანიადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში. ისინის მფარველ ღვთაებას, სულ მცირე ადრეული დინასტიური პერიოდიდან, მკურნალობის ქალღმერთი გულა წარმოადგენდა. იქვე მდებარეობდა მისი მთავარი ტაძარი, და ასევე მცირე ნაგებობები მასთან დაკავშირებული ღვთაებების — ნინისინასა და სუდისთვის.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Archaeological Site Photographs of Isin at Oriental Institute დაარქივებული 2013-11-09 საიტზე Wayback Machine.
- Iraqi Looters Tearing Up Archaeological Sites Edmund L. Andrews. The New York Times, May 23, 2003.