ისიდორა სალოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ისიდორა სალოსიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 მაისი, ახალი სტილით - 23 მაისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმინდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.

ერთხელ მეუდაბნოე ბერს, ღირს პიტირიმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

ვიკიციტატა
„„წადი ტავერნის მონასტერში. იქ იხილავ დას, რომელიც ჩვარს ატარებს თავზე. ის ყველას სიყვარულით ემსახურება და მორჩილად ითმენს მათ ზიზღს. გული და გონება მისი მარად ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი“.“

ბერი ტავერის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილ დათა შორის ვერ იპოვა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაემხო მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტირიმმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: „ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!“ გაოცებული დების შეკითხვებზე ღირსმა მამამ უპასუხა: „ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე!“ დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმინდანი მალულად წავიდა სავანიდან. მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ვარაუდობენ, რომ ღირსი დედა გარდაიცვალა არაუადრეს 365 წლისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.