ისთვიქელი ალქაჯები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ისთვიქელი ალქაჯები“ — ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის 1984 წლის რომანი. მისი მომდევნო ნაწილი, „ისთვიქელი ქვრივები“ 2008 წელს გამოქვეყნდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში მოქმედება როდ-აილენდის გამოგონილ ქალაქ ისთვიქში 1960-იანი წლების მიწურულს ვითარდება. ნაწარმოები სამი ალქაჯი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ზებუნებრივ შესაძლებლობებს ქმრებთან განქორწინების შემდეგ იძენებ. ამ დროს ქალაქში დერილ ვან ჰორნი ჩამოდის, რომელიც მიტოვებულ მდიდრულ სახლს ყიდულობს. იგი სამივე ალქაჯს აცდუნებს და მათ ჯადოქრულ უნარების გამოვლენაში დაეხმარება. ქალების ძალა იმდენად გაიზრდება, რომ ისინი გაუცნობიერებლად მოაჯადოებენ მათთან ინტერაქციაში შესულ ქალაქის ყოველ მცხოვრებს.

ალქაჯები და დერილი ბედნიერად ცხოვრობენ, სანამ ეს უკანასკნელი მათ უმცროს მეგობარზე, ჯენიზე, არ დაქორწინდება. ქალები შურისძიებას გადაწყვეტენ და ჯადოქრობის საშუალებით ჯენის სიმსივნით დააავადებენ. ჯადო კლავს ჯენის, რის შემდეგაც დერილი ქალაქიდან მიდის და ალქაჯებს ეჭვების ქვეშ, გაურკვევლობაში ტოვებს. წიგნის დასასრულს, სამივე ქალი თავისი ოცნების მამაკაცს იძახებს და ტოვებს ისთვიქს.

ლიტერატურული მნიშვენლობა და კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპდაიკმა „ისთვიქელი ალქაჯები“ აღწერა, როგორც რომანი „ქალების ძალის შესახებ, იმ ძალის, რომელსაც ახშობენ პატრიარქალური საზოგადოებები.“ არაერთმა მეცნიერმა რომანს მკვეთრად ფემინისტური უწოდა, „ფემინიზმის ინტელექტუალური გამოვლინება, იშვიათი შემთხევვა, როცა კაცი რომანისტი ქალის პერსპექტივიდან წერს.“[1] ზოგიერთის აზრით, წიგნი მიზოგინურია, რადგან აძლიერებს პატრიარქალურ შეხედულებებს ქალებზე, რომელთა მიხედვითაც ქალები ალქაჯები არიან და პირადი ზრდისთვის მამაკაცის დახმარებას საჭიროებენ. კრიტიკოსთა ნაწილი კი რომანს სატირულად თვლის.[2]

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს გამოვიდა რომანის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლების ჯეკ ნიკოლსონი, შერი, სუზან სარანდონი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ. კინოადაპტაციის სიუჟეტი წიგნის სიუჟეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LA Times "Bewitched again by John Updike", 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-01. ციტირების თარიღი: 2021-06-01.
  2. Kiera Tara O'Brien. The witching hour: Halloween chick flicks. Digs Magazine.