ისე-მონოგატარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ისე-მონოგატარი“ — IX-X საუკუნეების იაპონური ლირიკული თხზულება. დაყოფილია 125 ნაწილად. თითოეული ნაწილი ფორმალურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეპიზოდია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ლექსი და პროზა. ლექსი (ტანკა) ყოველი ეპიზოდის ძირითადი ელემენტია. „ისე-მონოგატარის“ პროზა ლექსიდან შობილი მოთხრობაა: მასში გადმოცემულია ლექსის შეთხზვის ფაქტობრივი (ზოგჯერ გამოგონილი) მიზეზი, გარემო, სიტუაცია ეპიზოდების ერთმანეთთან აკავშირებს სიუჟეტის ერთიანობა და საერთო თემა — სიყვარული. ლექსები ამოკრებილია სხვადასხვა ანთოლოგიიდან და ზოგჯერ ახალი ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი, შეტანილია უფლისწული პოეტის არივარა ნარიხირას ლექსებიც. თხზულების შინაარსიც ნაწილობრივ მის სახელთანაა დაკავშირებული, ამიტომაც „ისე-მონოგატარი“ ავტორობას არივარას მიაწერენ. „ისე-მონოგატარი“ იაპონური თხრობითი ჟანრის პირველი ნიმუშია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]