ისა ბექ გაჯინსკის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისა ბექ გაჯინსკის სახლი
40°21′34″ ჩ. გ. 49°50′02″ ა. გ. / 40.35944° ჩ. გ. 49.83389° ა. გ. / 40.35944; 49.83389
დაარსდა 1912 წ.
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო და ნეფთიანიკოვის გამზირი
Map

ისა ბექ გაჯიბეკოვის სახლი — ბაქოს არქიტექტრურული ღირსშესანიშნაობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აშენდა 1910—1912 წლებში ალექსანდრე II-ის სანაპიროზე. (ამ აგარაკზე ოდესღაც XX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთოწარმოებლისა და მეცენატის ისა-ბექ გაჯინსკის მთელი ოჯახი: მისი მეუღლე ხეირანსა ხანუმი, ვაჟიშვილები სადიხ ბექი, ახმედ ბექი, ალი ბექი და ქალიშვილი ზიბეიდა ხანუმი.[1] ოჯახის თავის კანტორა განლაგებული იყო სახლის პირველ სართულზე.[2]

1918 წელს მარტში მიმდინარე მოვლენებლის შემდეგ სახლი სერიოზულად დაზიანდა. გაჯინსკის გარდაცვალებისა (1919) და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920 წელს ბაქოში აღმოსავლეთის ხალხთა პირველ ყრილობაზე, გაჯინსკი სახლის აღმოსავლელ ხალხთა სახლად გადარქმევა იქნა განხილული.[3] საბჭოთა პერიოდში ამ სახლში ძირითადად ცხოვრობდნენ შუა რგოლის პარტიული მუშაკები, ასევე რამდენიმე მეცნიერ-მენავთობე. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1944 წლის ნოემბერში, ამ სახლში თეირანიდან მოსკოვისკენ მგზავრობისას შეჩერდა გენერალი შარლ დე გოლი. გენერალი ცხოვრობდა შენობის ზედა სართულზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრებისათვის განკუთვნილ აპორტამენტებში. ამ დროს შენობაში განლაგებული იყო აზერბაიჯანის ცკ კომპარტიის სტუმრების მისაღები სახლი.

მოგვიანებით ამ აპორტამენტებში სახლობდა ცნობილი მეცნიერ-ქიმიკოსის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის იუსიფ მამედალიევის ოჯახი. მამედალიევმა ეს ბინა მიიღო ომისშემდგომ პერიოდში და თავისი სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. დღეს გაჯინსკის სახლის ფასაზე დამაგრებულ მემორიალურ დაფაზე დატანებულია დე გოლისა და მამედალიევის სახელები, ხოლო თვითონ შენობაში განლაგებულია კომპანიის ოფისები, ფასადური ნაწილის მთელს პირველ სართულზე კი პრენდული მაღაზიებია განლაგებული.

შენობის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა სამოქალაქო ინჟინერის ივან ედელის (იოანე ვილგელმილის ძე ედელის) მიერ იქნა აშენებული. მას ამშვენებს სხვადასხვა სიმაღლის შვიდი ქიმი. შენობის არქიტექტურაში შერწყმულია რამდენიმე სტილი — გოტიკა, ბაროკო, თანამედროვე და ა.შ. კუთხის ფასადი მორთულია დეკორირებული კოშკით და ასირიულ სტილში შესრულებული მოზაიკური გამოსახულებებით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ахундов 2010.
  2. Mirzəyeva 2013.
  3. Первый съезд народов Востока в Баку. Стенографический отчёт. — Б., 1920. — С. 222.