ისარლიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ისარლოვების გერბი

ისარლიშვილები, ისარლოვები — წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულო, წარმოშობით მესხეთიდან.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ისარლიშვილების გვარი ხურსისძეთა განშტოება იყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს. გვარი „ისარლიშვილი“ ტრადიციული სახელოს, „ციხისთავის“ თურქული თარგმანიდან („ისარ-ლი აღასი“) მომდინარეობს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ისარლიშვილების ნაწილი თბილისში გადმოსახლდა (XIX საუკუნის მიწურულს მათ ეკუთვნოდა სახლი ახლანდ. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე № 51.[1]). ჰქონდათ აზნაურობა. აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან. ლუკა ისარლიშვილი მეფე ერეკლე II-ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა 1793 წელს. მისი შვილი გრიგოლი (გ. 1828) 1790-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დამკვირდა და დიდძალი ქონება დააგროვა. თბილისელი ისარლიშვილებიდან იყო XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მ. შ. ცენზორი და ჟურნალისტი ლუკა ისარლიშვილი, გენერალ-მაიორი იოსებ ისარლიშვილი, პუბლიცისტი რაფიელ ისარლიშვილი და სხვ. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-16 ნაწილში (1901) შეტანილია ისარლოვების ოფიციალურად დამტკიცებული გერბი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისური სახლი (თაბუკაშვილის ქუჩა № 51) / ლ. ანდრონიკაშვილი // Ars Georgica ; 2011.
  2. Общий гербовник дворянских родов Российской империи, Ч. 16. СПб., 1901; - с. 35.