ისააკ მცირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისააკ მცირე (გ. 1799, თბილისი) — XVIII საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი, მესტამბე.

მოღვაწეობდა ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც 1751 მისი უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა „კონდაკი“. ისააკ მცირის სასტამბო მოღვაწეობა მალე შეწყდა. კათოლიკოს ანტონ I-სა და ზაქარია გაბაშვილს შორის უთანხმოების დროს ისააკ მცირე უკანასკნელს მიემხრო, რისთვისაც სასტიკად დასაჯეს. ისააკ მცირეს გადაწერილი აქვს ბევრი წიგნი. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალი და თარგმნილი სატირული ნაწარმოები, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი „თაგვებისა და კატის ომის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]