შინაარსზე გადასვლა

ისააკ დე პორთო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისააკ დე პორთო (დ. 30 იანვარი, 1617 — გ. 13 ივლისი, 1712) — გასკონელი მეფის კარის შავი მუშკეტერი XVII საუკუნის საფრანგეთში.[1] იყო მუშკეტერების გვარდიის კაპიტნის, კაპიტან დე ტრუაველის ბიძაშვილის ვაჟი, არმან დ’ათოსის ბიძაშვილი. პორთოს პერსონა ალექსანდრ დიუმას სერიის - „დ’არტანიანის რომანების“ პერსონაჟ პორთოსის ზედაპირული ინსპირაცია გახდა

დაიბადა პოში, ბერნში, ისააკ დე პორთო დე კამპტორ დე შამპან დე კასტეტბონის (ბერნის პარლამენტის უფროსი) და კლემენს დე ბროსეს ოთხშვილიან ოჯახში. დედმამიშვილებში (ჟანი, ჟანა, სარა) ყველაზე უფროსი იყო.[2] ზოგი წყაროს მიხედვით ის უბრალო მცველი უნდა ყოფილიყო, ხოლო ჟანი - შავი მუშკეტერი.[2]

პორთო ალექსანდრ დე ესას, გრაფ დე ტრუაველის ბიძაშვილის მცველი იყო, 1642 წელს კი მუშკეტერთა გვარდიას შეუერთდა.[2][3] ჰყავდა ორი ვაჟი: ჟანი და არნო.[3]

მამის 1654 წელს, ის გვარდიიდან გამოვიდა და ბერნის პარლამენტის უფროსად დაინიშნა.[2]

საგვარეულო და გერბი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წლის „მაკმილანის ჟურნალის“ ერთ-ერთი გამოცემის მიხედვით:

„პორთოები ბერნის ძველი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც სახელი პორტის ან პორთოსაგან (პატარა ციხე-კოშკებიდან, რომლებიც ბრიტანეთის საზღვრებზე მდგარ შენობებს წააგავდნენ) აიღეს, რომლებითაც ფრანგულ-ესპანური პირენეები იყვნენ დაფარულნი.“[2]

პორთოები აშკარად აღიარებდნენ მათი სახელის ამ ინტერპრეტაციას, რადგან მათ გერბზე გამოსახული მთავარი ფიგურა ორ ფეხზე მდგარ ლომს წარმოადგენდა, რომელსაც ორივე მხარეს საბრძოლოდ აღჭურვილი, ცეცხლმოკიდებული ქვის კოშკები ედგნენ.[4][5]

პორთოებს ეს გერბი 1674 წლის 24 ნოემბერს მიენიჭათ. უცნობია, თუ როგორ გამოიყურებოდა მათი წინა გერბი, ან საერთოდაც თუ არსებობდა ის.[5]

  1. სქოლიო: „შავი“ ამ მუშკეტერებს მათი ცხენების ფერის გამო ეწოდებოდათ.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Masson, David (1899). Macmillan's Magazine. Macmillan & Co. 
  3. 3.0 3.1 Burkle-Young, F. A.. Porthos. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2012. ციტირების თარიღი: November 18, 2008
  4. Un lion rampant, accompagné en chef de deux tours ouvertes, crenélées, maconnées et allumées, l'une au canton dextre et l'autre au canton senestre.
  5. 5.0 5.1 Raymond, Paul (1874). Sceaux des archives du Dèpartement des Basses-Pyréneés. Pau, France: Léon Ribaut, გვ. 174.