ისააკ ბენ-იეჰუდა აბრაბანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისააკ ბენ-იეჰუდა აბრაბანელი
Isaac Abrabanel.jpg
დაბ. თარიღი 1437
ლისაბონი
გარდ. თარიღი 1508
ვენეცია

ისააკ ბენ-იეჰუდა აბრაბანელი (ებრ. דון יצחק בן יהודה אַבְּרַבַנְאֵל‏; დ. 1437, ლისაბონი — გ. 1508, ვენეცია) — ებრაელი სწავლული, თეოლოგი, და ფილოსოფოსი თანახის კომენტარების ავტორი და ეგზეგეტი აგრეთვე იყო სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისააკ აბრაბენელი იყო პორტუგალიის მეფე აფონსუ მეხუთესთან დაახლოებული პირი. მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ჟან II, რის შედეგადაც 1482 წელს აბრაბანელი გაიქცა კასტილიაში, სადაც 1484 წელს დაიკავა ფინანსთა მინისტრის პოსტი. ამ პოსტზე ისააკ აბრაბანელს 1492 წლის 31 მაისს მოუსწრო ფერდინანდ II არაგონელის ედიქტმა რომელიც ითვალისწინებდა ებრაელთა განდევნას ესპანეთიდან. ისააკმა პირველი წიგნი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაწერა (ელემენტის ფორმები). მან შემდეგი წიგნი დაწერა 1465 წელს (სიძველებიის გვირგვინი). აბრაბანელის ყველაზე ნაყოფიერ დროდ მიჩნეულია 1483-1505 წლები, როდესაც იგი წინასწარმეტყველთა წიგნზე აკეთებდა კომენტარებს, განსაკუთრებით თანახზე. მას აქვს განმარტებული იუდას, იოსების, სამუელის, მეფეთა წიგნის, ესაიას, იერემიას ეზეკიელის და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Guttman, Jacob. Die religionsphilosophischen Lebren des Isaak Abravanel. Breslau,1916
  • Heschel,Abraham Joshua,Don Jizchak Abravanel. Berlin,1937.