ირჟი პროხასკა
იერსახე
|
პროხასკა 2022 წელს | |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| დაბ. სახელი | Jiří Procházka |
| მეტსახელ(ებ)ი | Denisa და Deniska |
| ეროვნება | ჩეხი |
| დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1992 |
| დაბ. ადგილი | ჩეხოსლოვაკია |
| სიმაღლე | 193 სმ |
| წონა | 93 კგ |
| საიტი | jiribjp.com |
| სპორტი | |
| ქვეყანა | ჩეხეთი |
| სპორტი | შერეული საბრძოლო ხელოვნება |
| სახეობა | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) |
| ჯილდოები | City of Brno Award[1] |
ირჟი პროხასკა (ჩეხ. Jiří Procházka IPA: /ˈjɪr̝iː ˈproxaːska/; დ. 14 ოქტომბერი, 1992) — ჩეხი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარეზობს ქვემძმე წონით კატეგორიაში (UFC), სადაც ამავე წონის ყოფილი ჩემპიონია. 2024 წლის 29 ოქტომბრის მონაცემებით იგი მძიმე წონით დივიზინში მეორე ადგილს იკავებს.[2]
პროხასკამ კონტრაქტი UFC-თან 2020 წლის იანვარში გააფორმა. მისი დებიუტი შედგა UFC-ის ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონის, ვოლკან ოეზდემირის წინააღმდეგ, 2020 წლის 11 ივლისს, UFC 251-ზე. მან ნოკაუტით გაიმარჯვა მეორე რაუნდში. მისი ბოლო ბრძოლა 2025 წლის 19 იანვარს, UFC 311-ზე შედგა სადაც ჯამაჰალ ჰილს დაუპირისპირდა. მან ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მესამე რაუნდში მოიგო.[3] მისი სტატისტიკა დღესდღეობით ასე გამოიყურება: 31-5-1.[4]