ირჟი მალაშეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირჟი მალაშეკი (ჩეხ. Jiří Malásek; დ. 7 აგვისტო, 1927, ბრნო — გ. 26 სექტემბერი, 1983, ტეპლიცე) — ჩეხი პიანისტი და კომპოზიტორი.

მუსიკალური კარიერა დაიწყო 1950-იანი წლების ბოლოს. უკრავდა ბარებში, მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის რადიოსა და ტელევიზიისთვის. ამ დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ირჟი ბაჟანტს, ვისთან ერთადაც შექმნა ცნობილი და წარმატებული პიანოს დუეტი. დაწერა მუსიკა მრავალი ფილმისთვის, თეატრისა და მიუზიკლისთვის.

გარდაიცვალა 1983 წელს, 56 წლის ასაკში, გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]