ირმის ქვა
ირმის ქვა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მონღოლეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2023 (45-ე სესია) |
ნომერი | 1621 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1621 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ირმის ქვა — ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე. ითვლება, რომ ირმის ქვები შეიქმნენ ბრინჯაოს ხანაში. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია. ქვები თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. გვხვდება მონღოლეთში, ჩინეთში, ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგან ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის ქვებში: მრგვალს (ცილინდრულს), მართკუთხას და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებურებების მიხედვით, გამოყოფს ორ ტიპს: რეალისტური გამოსახულებებს და ირმის სურათებს იხვისათვის დამახასიათებელი ნისკარტებით. გარდა ირმებისა, გვხვდება ასევე ცხენების, სხვადასხვაგვარი შეიარაღების, ორნამენტების და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებები. ირმები გამოსახულია ადრეული რკინის ხანისათვის დამახასიათებელი მეთოდით. მათ აქვთ დიდი, დატოტვილი, უკან გადაწეული რქები. მონღოლეთში, უშკიინ-უვერში, აღმოჩენილია ირმის ქვა რომელზეც გამოსახულია ადამიანის სახე.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. დიკოვი, Бронзовый век Забайкалья, ულან-უდე, 1958;
- ვ. ვოლკოვი, Оленные камни Монголии, ულან-ბატორი, 1981;