ირმინგერის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმინგერის ზღვა
Tasiilaq.jpg
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
ტიპი ზღვა
ფართობი 780 კმ²
სიგრძე 480 კმ
სიგანე 290 კმ

ირმინგერის ზღვა — განაპირა ზღვა ატლანტის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 780 ათ. კმ². სიგრძე 480 კმ, სიგანე ყველაზე ვიწრო ადგილში 290 კმ. სიღრმე 2800 მ.[1] მდებარეობს კუნძულ გრენლანდიის სამხრეთ ნაწილსა და რეიკიანესის წყალქვეშა ქედს შორის. ჩრდილოეთით დანიის სრუტით უკავშირდება გრენლანდიის ზღვას. მის ფარგლებშია ირმინგერის დინება. ზღვის დასავლეთ ნაწილში გადის ძლიერი და ვიწრო აღმოსავლეთ გრენლანდიის დინება, რომელსაც გადააქვს ცივი, ნაკლებადმარილიანი წყლები ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში. სახელი ეწოდა დანიელი ვიცე-ადმირალის, ზღვაოსნისა და ჰიდროგრაფის კარლ ლუდვიგ ქრისტიან ირმინგერის პატივსაცემად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Irminger Sea: A Science Collaboratory
  2. Kommandør Axel Fiedler: „Om Irminger Havets og Irmingerstrømmens navn“. Søværnsorientering Nr. 1, March 2003