შინაარსზე გადასვლა

ირლანდიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირლანდიის კონსტიტუცია (ირლ. Bunreacht na hÉireann) ― ირლანდიის უზენაესი კანონი. კონსტიტუციით განმტკიცებულია ირლანდიელი ხალხის ეროვნული სუვერენიტეტი. კონსტიტუცია უზრუნველყოფს გარკვეულ ფუნდამენტურ უფლებებს, ხალხის მიერ არჩეულ არააღმასრულებელ პრეზიდენტს, ორპალატიან პარლამენტს, ხელისუფლების დანაწილებასა და სასამართლო ზედამხედველობას.

იგი ირლნდიის რიგით მეორე კონსტიტუციაა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მოქმედმა კონსტიტუციამ ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს 1922 წლის კონსტიტუცია შეცვალა.[1] ძალაში შევიდა 1937 წლის 29 დეკემბერს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის მეშვეობითაა შესაძლებელი.[2] იგი ევროპის კავშირის მასშტაბით უწყვეტად მოქმედ რესპუბლიკურ კონსტიტუციებს შორის უძველესია.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Text of the constitution
Other
  1. Constitution of Ireland Bunreacht Na hÉireann. The All-Party Oireachtas Committee on the Constitution. ციტირების თარიღი: 24 August 2008
  2. Article 46(2)
  3. Marie-Luce Paris 'Popular Sovereignty and the Use of the Referendum – Comparative Perspectives with Reference to France', University College Dublin, 2012