ირის მიტენარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ირის მიტენარი
DOT Sec Teo, Miss Universe Mittenaere and Chavit Singson (cropped).jpg
მიტენარი 2016 წელს მანილაში
მშობლიური სახელი Iris Mittenaere
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1993 (1993-01-25) (28 წლის)
ლილი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
განათლება ლილის უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდელი, ტელეწამყავნი
სიმაღლე 172 სანტიმეტრი[1]
ჯილდოები მის ფლანდრი 2015;
მის ნორ-პა-დე-კალე 2015;
მის საფრანგეთი 2016
მის სამყარო 2016

ირის მიტენარი (ფრანგ. Iris Mittenaere, დ. 25 იანვარი, 1993) — ფრანგი მოდელი და ტელეწამყვანი, მის სამყარო 2016. ის საფრანგეთის მეორე წარმომადგენელია კრისტიან მარტელის შემდეგ (მის სამყარო 1953), რომელიც ამ ტიტულს დაეუფლა. მის სამყარომდე მოდელი მის საფრანგეთი 2016 და მის ნორ-პა-დე-კალე 2015 გახდა.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტენარი დაიბადა ლილიში, საფრანგეთში 1993 წლის 25 იანვარს ივეს მიტენარის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლისა და ლაურენს დრუარტის, მასწავლებლისა და გიდის ოჯახში. მას ჰყავს ძმა, ბაპტისტე და და, კასანდრე, ასევე უმცროსი ნახევარ-და მანონი. ირის მიტენარი სამი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ.[2]

მიტენარმა ჩააბარა ქალაქ სტინვურდის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა.[2] 2011 წელს მან დაასრულა ლიცეუმი მეცნიერების განხრით. ლიცეუმის დასრულების შემდეგ მიტენარი ლილში დაბრუნდა და ლილის ჯანმრთელობისა და სამართლის უნივერსიტეტში ჩააბარა. ის უნივერსიტეტში სტომატოლოგობას სწავლობდა.

მის საფრანგეთის ტიტულის მოპოვებამდე ირის მიტენარი სტომატოლოგიური ქირურგიის მეხუთე კურსზე იყო და სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიით მუშაობას აპირებდა.[3]

სილამაზის კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის საფრანგეთი 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 2 მაისს ბაილეულში[3] მის ფლანდრი 2015-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მიტენარი ორშისში 26 სექტემბერს ნორ-პა-დე-კალე 2015-ის ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსს შეუერთდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიტენარმა ნორ-პა-დე-კალე მის საფრანგეთი 2016-ის კონკურსზე წარადგინა. 2015 წლის 19 დეკემბერს ირის მიტენარი ოფიციალურად გახდა მის საფრანგეთი 2016. მას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, მის საფრანგეთმა და მის ნორ-პა-დე-კალემ, კამილა კერფმა დაადგა.[4][5]

ირის მიტენარის საქმიანობა მეტად კონცენტრირებული იყო ორალურ ჰიგიენაზე. მისი საქმიანობის ფარგლებში ის ატარებდა საინფორმაციო კაპანიებს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ.[6] მან მონაწილეობა მიიღო პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებში საფრანგეთის სკოლებში, სადაც მან განაცხადა: „აუცილებელია ადრეულ ეტაპზევე სწორად მოქმედება და სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდანვე კბილების სათანადო გახეხვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება“.[7][8]

2016 წლის ნოემბერში ირის მიტენარმა ქალაქ კანში NRJ-ის მუსკიალურ დაჯილოდებაზე წლის ფრანკოფონი ჯგუფი დააჯილდოვა.[9]

მის საფრანგეთი 2016-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ მოდელმა მოინახულა: ჩინეთი, იტალია, მაროკო, გერმანია, კარიბები და კოტ-დ’ივუარი.

მის სამყარო 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირის მიტენარი 2016 წელს

ირის მიტენარი წარსდგა მის სამყარო 2016-ის სილამაზის კონკურსზე სადაც მას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ფილიპინების წარმომადგენელმა პია ვურცბახმა გადასცა. მიტენარი ერთადერთი ევროპელი დელეგატი იყო, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოახერხა.[10][11] ის საფრანგეთის წარმომადგენლებიდან მეორეა კრისტიან მარტელის შემდეგ (მის სამყარო 1953), რომელმაც მის სამყაროს ტიტული მოიპოვა. მიტენარი ოქსანა ფიოდოროვას შემდეგ (2002 წლის გამარჯვებული) პირველია, რომელმაც მის სამყაროზე გაიმარჯვა.[12]

კითხვა-პასუხის პირველ ნაწილში მიტენარმა საზღვრების გახსნის შესახებ ისაუბრა.[13] მას ჰარვიმ ჰკითხა: „მსოფლიოში მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა ქვეყნებს ვალდებულება მიიღონ ლტოლვილები თუ მათ უნდა დახურონ საზღვრები?“, რაზედ მიტენარმა უპასუხა:

ვიკიციტატა
„მთელს მსოფლიოში ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ საზღვრების გახსნან თუ დახურონ. ევროპაში ჩვენ გვაქვს ღია საზღვრები. საფრანგეთში ჩვენ გვსურს რომ მაქსიმალურად გლობალიზებულნი ვიყოთ. ჩვენ გვსურს გვქონდეს ხალხთა ცვლა. შესაძლოა ეს ოდესმე შეიცვალოს, თუმცა დღესდღეობით ჩვენ ღია საზღვრები გვაქვს.“

მიკი ბორდმენმა, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნიუ-იორკ ტაიმს განუცხადა: „სწორედ ეს კითხვა- პასუხი გახდა იმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რომ ირის მიტენარი ფავორიტებს შორის მოხვდა. სხვა კონკურსანტებმა დასმულ შეკითხვას ამომწურავად ვერ უპასუხეს მიტენარმა კი თავდაჯერებულად და პოზიტიურად ისაუბრა.“[14] საფინალო გასაუბრებისას საუკეთესო სამეულს კითხვა სტივ ჰარვიმ დაუსვა:„გვითხარით ისეთი რამ, რაც ვერ შეძელით და ასევე გვიამბეთ, რა გამოცდილება მიიღეთ ამით“, რაზედაც მიტენარმა განაცხადა:{{ციტატა:ცხოვრებაში რამდენიმეჯერ არ გამომსვლია ის, რაც მსურდა. სამედიცინო სკოლაში პირველი კურსი ვერ დავამთავრე, რადგან შემდეგ ეტაპზე გადასულ მოსწავლეებს შორის ჩემი სახელი ვერ ამოვიკითხე. ამიტომ, იმავე დღეს წავედი სამედიცინო წიგნების ახალი ნაკრების შესაძენად, რომ სწავლა გამეგრძელებინა. ვფიქრობ როდესაც ჩაიჭრები ფეხზე კვლავ უნდა დადგე და წინსვლა გააგრძელო, ჩვენ ეს ყველას შეგვიძლია. თუ დღეს ვერ გავიმარჯვებ ხვალ გავიღიმებ, რადგან მე უკვე სამ ფინალისტს შორის ვდგავარ. ბევრი რამ ვისწავლე ჩემი წარუმატებლობისგან და საბედნიეროდ, უნივერსიტეტში პირველი კურსიც დავხურე.[15]}}

ირის მიტენარი დააჯილოვეს DIC-ის გვირგვინით მის სამყარო 2016-ის კონკურსზე. . IMG- სა და Diamonds International Corporation- ს შორის სასამართლო პროცესის შედეგად, მას სხვა, Diamond Nexus Crown-ის მიერ შექმნილი გვირგვინი გადასცეს 2017 წლის მარტში, რომელსაც ახლი მის სამყაროს არჩევამდე ატარებდა.[16]

მის სამყარო 2016-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ირის მიტენარმა ჟიურის როლი შეასრულა სილამაზის კონკურსებზე: მის ინდონეზიაზე ჯაკარტაში,[17] მის ეგვიპტეზე კაიროში,[18][19] მის პერუზე ლიმაში,[20] მის გაიანაზე ნიუ-იორკში[21] და მის დივაზე მუმბაიში.[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Iris Mittenaere : Miss Nord-Pas-de-Calais, relève de Camille Cerf, est une bombe fr (28 September 2015).
  2. 2.0 2.1 Iris Mittenaere fr. ციტირების თარიღი: 30 January 2017
  3. 3.0 3.1 Bailleul : la Steenvoordoise Iris Mittenaere a été élue Miss Flandre 2015 fr (3 May 2015).
  4. Meet Miss France 2016. France 24 (20 December 2015).
  5. „Iris Mittenaere, Miss France 2016 : doublé historique pour le Nord - Pas-de-Calais (VIDÉO)“. La Voix du Nord (daily).
  6. Miss France s'engage pour... la santé de vos dents fr. TNTV News (2016-06-13).
  7. „Montpellier : les enfants de La Paillade se sont brossé les dents avec Miss France“. Midi Libre (ფრანგული). 2016-12-10.
  8. Miss France 2016 à la rencontre des enfants de la Paillade à Montpellier fr. France Bleu (2016-12-10).
  9. "NRJ Music Awards" 2016 – Amir, Justin Bieber, Coldplay,... Revivez les temps forts de la cérémonie fr. LCI (2016-11-12).
  10. Mehta, Ankita. „Miss Universe 2016 winner is Miss France Iris Mittenaere“. International Business Times. ციტირების თარიღი: 30 January 2017.
  11. McDermott, Maeve (30 January 2017). „Miss France Iris Mittenaere is crowned Miss Universe 2017“. USA Today.
  12. Miss France Iris Mittenaere Crowned Miss Universe 2017!. etonline.com. ციტირების თარიღი: 31 January 2017
  13. Miss Universe Iris Mittenaere calls for open borders. ციტირების თარიღი: 30 January 2017
  14. „My Time as a Miss Universe Judge“. The New York Times. ციტირების თარიღი: 4 February 2017.
  15. https://www.youtube.com/watch?v=GNMAoEXuu9g&t=206s
  16. „Miss Universe producer sues Czech maker of winners' crowns“. Reuters. 2017-05-16.
  17. Miss Universe 2016, Iris Mittenaere Enjoying Indonesian Hospitality at The Sultan Hotel & Residence Jakarta EN. What's new Jakarta (2017-04-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-09. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  18. Miss Universe 2016 empanelled on Miss Egypt Universe 2017 contest EN. Egypt Today (2017-10-24).
  19. Miss Universe 2017 shares beauty of Egypt on visit to promote tourism EN. Al-Arabiya (2017-10-26).
  20. Iris Mittenaere coronó a Prissila Howard como Miss Perú Universo ES. El Comercio (Perú) (2017-09-22).
  21. Miss Universe Guyana Pageant set for Saturday evening in NYC EN. Guyana Times (2017-08-18).
  22. Iris Mittenaere basks in ‘magical’ beauty of India EN. GMA Network (2017-10-11).