ირინე ჭაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირინე ჭაბაშვილი (დ. 5 მაისი, 1951, სიღნაღი) — ქართველი ექიმი, კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1974 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1974–1976 წლებში იყო სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ექიმი. 1976–1978 წლებში ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს ექიმი–ორთოპედი. 1978 წლიდან მუშაობს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ–კურორტოლოგად. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. იყო კურორტების — ლაშიჭალის, ნაბეღლავის, საირმის კონსულტანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საჭმლის მომნელებელი ორგანოების შეუღლებული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფთა დიფერენცირებული მკურნალობა „ფლატეს“, „ლაშიჭალისა“ და „ნაბეღლავის“ წყლებით“, დაიცვა 1991 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]