ირინე ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე ებრალიძე
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1962 (1962-03-19) (62 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ალმა-მატერი თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი, მეცნიერი
მშობლები მამა: იოსებ (სოსო) ებრალიძე

ირინე ებრალიძე (დ. 19 მარტი, 1962) — ქართველი მეცნიერი, მომღერალი და მუსიკოსი. 2015 წლიდან — ასოცირებული პროფესორი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის თეორიული განყოფილება, 1986 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკის ისტორია).

1993-1994 წლებში იყო რადიოსადგურ „რადიო 105-ის“ მუსიკალური წამყვანი; 1997-1999 წლებში ქართულ-ამერიკული კომპანია „რადიო საქართველოს“ და „ფორტუნას“ მუსიკალური რედაქტორი და წამყვანი; 1999-2001 წლებში მუშაობდა იმავე კომპანიების პროგრამების მენეჯერად; 1986-2006 წლებში იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგი; 2006-2009 წლებში თბილისის მუსიკალური კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ცენტრის ლექტორი, თანამედროვე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობების მიმართულების ხელმძღვანელი;

2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ფოლკლორი და ეთნოჯაზი“ (საკომპოზიტორო-საშემსრულებლო პორტფოლიო წერითი კომენტარით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 158

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]