ირინე ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირინე ანთაძე (დ. 7 ივნისი, 1937, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1961–1962 წლებში იყო მარნეულის საავადმყოფოს კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე. 1963–1965 წლებში მცხეთის საავადმყოფოს ექიმი–ფიზიოთერაპევტი. 1965–1966 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი. 1966–1969 წლებში ასპირანტი. 1969–1972 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1972–1977 წლებში სწავლული მდივანი. 1977 წლიდან უფროსი მეცნიერ–მუშაკი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ექიმი ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Sh Flexneri-ის ფაგომდგრადი მუტანტების ბიოლოგიური თვისებების შეწავლა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 17

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]