ირინა გერასიმოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ირინა გერასიმოვა (დ. 9 თებერვალი, 1964, ქუთაისი) — ქართველი მოცურავე. უნივერსიადის ოთხგზის ჩემპიონი (1983 — თავისუფალი სტილით 100 მ და 200 მ, კომპლექსური 200 მ, ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით), სსრკ 18-გზის ჩემპიონი (1980–84) თავისუფალი სტილით (100, 200 მ) და კომპლექსურ (200, 400 მ) ცურვაში. ირინა გერასიმოვა იყო სსრკ 13-გზის რეკორდსმენი და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1980, ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით, წესების დარღვევის გამო სსრკ ნაკრები წინასწარი გაცურვის შემდეგ შეჯიბრებიდან მოხსნეს). პირადი საუკეთესო შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ — 56,4 წმ; 200 მ — 2.01,13 წთ; კომპლექსური 200 მ — 2.16,72 წთ, 400 მ — 4.50,30 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
საწყლოსნო სახეობები Flag of Italy.svg რომი, იტალია ევროპის ჩემპიონატი 1983 3rd
საწყლოსნო სახეობები Flag of Ecuador.svg გუაიაკილი, ეკვადორი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 217, თბილისი: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]