ირინა ბეგიზოვა
იერსახე
| ირინა ბეგიზოვა | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 1947[1] |
| გარდ. თარიღი | 14 იანვარი, 2004[1] (56 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და თბილისის სამხატვრო აკადემია |
ირინა ბეგიზოვა (დ. 26 ივლისი, 1947 — გ. 14 იანვარი, 2004) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994).
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი, 1979 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
1980-2004 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წერდა წერილებს ქართული ანიმაციური კინოს პრობლემების, ტენდენციების და პერსპექტივების შესახებ.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მსოფლიო ანიმაციური კინოს ტენდენციები“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ხელოვნებათა ურთიერთგავლენა ანიმაციური ფილმების სახეობრივ სტრუქტურაში“, დაიცვა 1994 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.