შინაარსზე გადასვლა

ირიდა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირიდა (მრავალმნიშვნელოვნება).
ირიდა (მითოლოგია)


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სქესი: მდედრობითი
მამა: თავმანტი[1] [2] [3]
დედა: ელექტრა[1] [2] [3]
მეუღლე: ზეფიროსი
შვილები: ეროსი და Pothos
გამოსახულებები

ირიდა,[4] ირისი (ძვ. ბერძნ. Ίριδα [Iridos], Ἶρις [Iris]) — ცისარტყელას ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესიოდეს განმარტებით, თავმანტისა და ოკეანიდ ელექტრას პირმშვენიერი ასულია, ჰარპიების და, ცისა და მიწის შუამავალი, ღმერთთა და კაცთა კავშირის განსახიერება — რადგან ცისარტყელა ცასა და მიწას აერთიანებს. ფეხმარდი ფრთოსანი შიკრიკი ღმერთების ნებას აუწყებს დედამიწას, ზღვა-კეანეებსა და ქვესკნელს, უფრო მეტად კი ზევსის და ჰერას „ოქროსფრთიანი მალემსრბოლია“, „ქრიზოპტეროსი“, დაუზარებელი და ჰაეროვანი, ქარისფეხება ქალღმერთი.[5] როცა ზევსი თეატრიდან აგზავნის, რათა ოლიმპოზე იხმოს და აქილევს აუწყოს თავისი ნება: „თუ ჩემი ეშინია, ჰექტორის გვამი ტროელებს გადასცესო“, ირიდა სიტყვის სისწრაფით ეშვება ძირს, ზღვის სიღრმეში ისე ჩაეშვება, როგორც ტყვიის სიმძიმე ნემსკავზე გამობმული, ზევსის ნებას აუწყებს ზღვის ქალღმერთს. მაგრამ ის მხოლოდ შიკრიკია, ბრძანების უსიტყვოდ აღმასრულებელი, არა მრჩეველი. მეორე შიკრიკი — ჰერმესი კი ჭკვიანი და ცბიერი მოაზროვნეცაა, საქმე თავისი ინიციატივით მიჰყავს ბოლომდე. ოდისეაში ირიდა უკვე აღარ ჩანს, როგორც შიკრიკი. ის ჰერმესმა განდევნა. ასეა გვიანდელ მითებშიაც.

ხელოვნებაში ირიდა მსუბუქთმიანი ლამაზი ქალია, ჰერას მხლებელი, ხელში უკავია წყლით სავსე ტოლჩა, რითაც ღრუბლებს ნამავს. ხშირად ხელში კერიკიონი (კვერთხი) უჭირავს. ასეთია გამოსახულება ვაზებზე, აზარფეშებზე.

მის სახელს ატარებს 1847 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი (7) ირიდა.

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Любкер Ф. Iris // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 668.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Любкер Ф. Electra // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 460.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Ирида // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1894. — Т. XIII. — С. 315.
  4. „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 228
  5. ჰომ. ილ. 15, 170