ირესინე
იერსახე
ირესინე | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Iresine | ||||||||||||
|
ირესინე (ლათ. Iresine) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია, ბუჩქ-ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხეებია.
აქვთ მორიგეობით განწყობილი ფოთლები და კენწრულ ან უბის ყვავილედებად თავმოყრილი უფერული ყვავილები.
70-ზე მეტი სახეობა უფრო ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაშია გავრცელებული. ზოგ ჭრელფოთლიან სახეობას მდელო-ხალიჩებისა და ბორდიურებისათვის იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 219.