ირან-ისრაელის ომი
ირან-ისრაელის ომი | |||
---|---|---|---|
ირან-ისრაელის კონფლიქტის ნაწილი | |||
![]() თეირანის დაბომბვა | |||
თარიღი | 13 ივნისი, 2025 — 24 ივნისი, 2025 | ||
მდებარეობა | ირანი, ისრაელი, დასავლეთი სანაპირო | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
| |||
![]() |
ირან-ისრაელის ომი — 2025 წლის 13 ივნისის გამთენიისას ისრაელის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაცია ირანის რამდენიმე რაიონში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, კოდური სახელწოდებით „აღმავალი ლომი“. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და „მოსადის“ მიერ განხორციელებული თავდასხმები მიმართული იყო ბირთვული და სამხედრო ობიექტებისა და მაღალი თანამდებობის პირების კერძო რეზიდენციებისკენ, რამაც გამოიწვია ძირითადი ბირთვული ობიექტების დაზიანება[10] და ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.[11] ეს ირანზე ირან-ერაყის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს შეაჩერა გამოიყვანა აშშ ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმიდან. ამჟამად ირანი ურანს 60%-იან სისუფთავემდე ამდიდრებს, რაც იარაღის დასამზადებლად ვარგის დონეს უახლოვდება და უფრო თანამედროვე ცენტრიფუგების დამონტაჟებით აჩქარებს ბირთვულ განვითარებას. ანალიტიკოსების აზრით, ეს აქტივობები გაცილებით აღემატება ნებისმიერ სავარაუდო სამოქალაქო მიზანს.[12] თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 20 წლის განმავლობაში პირველად ირანი ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ირანმა საპასუხოდ გამდიდრების ახალი ობიექტის გახსნის შესახებ განაცხადა და თანამედროვე ცენტრიფუგების დამონტაჟება დაიწყო.
ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, აფეთქებები დაფიქსირდა თეირანში, მათ შორის სამხედრო ბაზებთან და მაღალი რანგის მეთაურების საცხოვრებელ უბნებში. თვითმხილველები აღწერდნენ უზარმაზარ ცეცხლსა და განმეორებით აფეთქებებს.[13] აფეთქებები მოხდა ნათანზში, ისპაჰანის პროვინციაში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, შაჰიდ აჰმადი როშანის ბირთვული ობიექტი მდებარეობს.[14] ისრაელის სამიზნე ასევე გახდა ხონდაბისა და ხორამაბადის ბირთვული ობიექტები.[15] თავდასხმების შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა.[16][17][18] ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმების დროს ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა.[19] ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ასევე დაიღუპნენ ბირთვული მეცნიერები ფერეიდუნ აბასი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.[20] თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ როგორც ირანელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები.[21] დაზიანებულ შენობებს შორის იყო ბირთვული ობიექტები, სამხედრო ობიექტები და საცხოვრებელი ტერიტორიები. თავდასხმები შუადღისას განახლდა, დამატებითი დარტყმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თავრიზის აეროპორტთან და ნათანზის ბირთვულ ობიექტთან დაკავშირებით.[22][23]
ისტორიული ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წლის ირანის რევოლუციამდე ისრაელი და ირანი მოკავშირე ერები იყვნენ რეგიონში არაბული ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ მოგვიანებით, 1975 წელს, იომ-ქიფურის ომის დროს ეგვიპტეს გამოუცხადა მხარდაჭერა.[24][25] ირანის რევოლუციის შედეგად ირანის მმართველობა რუჰოლა ხომეინისა და მისი რელიგიური მიმდევრების ხელში გადავიდა, რომლებმაც არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება ისრაელთან თანამშრომლობის შეწყვეტით და პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის ისრაელის დაგმობით სცადეს.[24] 1979 წლიდან ირანი უარყოფდა ჰოლოკოსტს და ასევე უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებდა ისრაელის მიმართ, მათ შორის იმუქრება ისრაელის განადგურებითა და რუკიდან მისი წაშლით.[26][27][24][28] ირანი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში იმპერიალიზმის განმახორციელებლად მიიჩნევს.[29] წლების განმავლობაში ირანი საჯაროდ ემუქრებოდა ისრაელს ისეთი ფორმით, რასაც „ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობა“ გენოციდად მიიჩნევს. მოძრაობის თანახმად, ირანის რიტორიკა ისრაელის მიმართ ღრმად ანტისემიტურია და გენოციდის განზრახვას შეიცავს.[30] შემდგომში განვითარდა ირან-ისრაელის პროქსი კონფლიქტი, სადაც ირანი ეხმარებოდა ისეთ დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები, რომლებიც არაერთხელ იყვნენ ჩართულნი ისრაელთან შეიარაღებულ კონფლიქტში.[29] ისრაელი ირანს თავის ყველაზე მნიშვნელოვან მტრად მიიჩნევს, რადგან მიაჩნია, რომ როგორც კი ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, ისრაელი შეიძლება განადგურდეს; ამიტომ ისრაელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული განვითარების პროგრამის წარმატების შემთხვევაში, ის საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა ირანის ბირთვული განვითარების პროგრამის წინააღმდეგ.[24][29]
2015 წელს ირანი გაეროს უშიშროების საბჭოსთან და გერმანიასთან ერთად დათანხმდა ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რათა ირანს ბირთვული განვითარება შეზღუდული დონით ემართა.[31] 2018 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, შეაჩერა აშშ-ის მონაწილეობა შეთანხმებაში და განაახლა ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ანგარიშის თანახმად, ირანი იცავდა შეთანხმებას.[31] 2019 წელს ირანმა დააჩქარა ბირთვული განვითარება და 2021 წლისთვის ურანს 60%-იან სისუფთავემდე ამდიდრებდა, რაც იარაღის გამოყენებისთვის ვარგისი ურანის დონეა.[31]
2024-2025 წლების მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა რეგიონული ბალანსის შეცვლა „წინააღმდეგობის ღერძის“ დაბომბვით გადაწყვიტა. ღაზაში და ლიბანთან კონფლიქტის შემდეგ, ისრაელმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის მოკავშირეები ჰამასი და ჰეზბოლა, რასაც ისრაელის დიპლომატიური კეთილგანწყობის დაკარგვა მოჰყვა ღაზასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ირანი რამდენიმე წლით ადრე ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების წინაშე აღმოჩნდა.[32][33][34] დამასკოში ირანის საკონსულოზე საჰაერო დარტყმის შემდეგ, რომელიც ფართოდ ითვლება ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმად (მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ აღიარებს ამას), ირანმა 2024 წლის აპრილში ისრაელის წინააღმდეგ ირანული დარტყმები დაიწყო, ხოლო ისრაელმა, თავის მხრივ, 2024 წლის აპრილში ირანზე დარტყმებით უპასუხა, რაც ორ ტერიტორიას შორის პირველი პირდაპირი დარტყმები იყო.[29] 2024 წლის ივლისში ისრაელმა ირანში მოკლა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია.[29] 2024 წლის ოქტომბერში მხარეებმა ერთმანეთს ისევ შეუტიეს საჰაერო დარტყმებით.[29] Foreign Policy-ის თანახმად, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ახლო აღმოსავლეთის შეცვლა წინააღმდეგობის ღერძზე დარტყმით სცადა, რითაც მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის ისეთი მოკავშირეები, როგორიცაა ჰეზბოლა და ჰამასი. ჰამასისა და სირიის დასუსტებამ ლიბანის ახალ მთავრობას საშუალება მისცა, 40 წლის შემდეგ პირველად გამოეყენებინა სუვერენიტეტი, მაშინ როცა ირანის მიერ მხარდაჭერილი სირიის რეჟიმი 2024 წლის ბოლოს დაეცა.[34]
2025 წლის მარტში, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, განაცხადა, რომ ამერიკული სააგენტოები თვლიან, რომ „ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს და [ირანის] უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, არ გაუცია ავტორიზაცია 2003 წელს შეჩერებული ბირთვული იარაღის პროგრამის განახლებაზე[35] 2025 წლის აპრილში, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ხოლო თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად ორი თვე აქვს; ორთვიანი ვადა ისრაელის დარტყმებამდე ერთი დღით ადრე ამოიწურა.[36]
2025 წლის მაისში, ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა 409 კგ 60%-იანი სისუფთავის ურანი დააგროვა.[31] ისრაელის დარტყმებამდე ერთი დღით ადრე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 20 წლის განმავლობაში პირველად ირანი ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა; ირანმა მაშინვე უპასუხა ახალი ბირთვული გამდიდრების ობიექტის (რიგით მესამე) გახსნითა და თანამედროვე ცენტრიფუგების დამონტაჟებით.[37]
2025 წლის 12 ივნისს, ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი განიხილავდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებას;[38] რამდენიმე საათის შემდეგ, CBS News-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს აცნობეს, რომ ისრაელი „სრულიად მზად“ იყო ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად. სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა ისრაელის მხარდაჭერის ვარიანტებს ოპერაციის ხელმძღვანელობის გარეშე.[39] იერუსალიმში აშშ-ის საელჩომ მომდევნო დღეს შეზღუდა თავისი თანამშრომლების გადაადგილება, თუმცა ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდო“ იყო ისრაელის მიერ ირანისთვის შეტევა ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.[40][13] საჰაერო დარტყმების დაწყებამდე ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ დარტყმას არ განახორციელებდა შეერთებული შტატებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ისრაელის თავდასხმის შესახებ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ათწლეულების განმავლობაში თეირანის ლიდერები ღიად საუბრობდნენ ისრაელის განადგურების შესახებ. მათ თავიანთი გენოციდური რიტორიკა ბირთვული იარაღის პროგრამით დაამტკიცეს“.[19] ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელა, რადგან „თუ არ შეაჩერებენ, ირანს შეუძლია ბირთვული იარაღის ძალიან მოკლე დროში შექმნა. ეს შეიძლება ერთ წელიწადში, რამდენიმე თვეში მოხდეს ან ერთ წელზე ნაკლებ დროში მოხდეს“.[41] ამიტომ, ნეთანიაჰუმ გამოაცხადა ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დაწყების შესახებ, სამხედრო კამპანიის, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს, მის ბირთვულ მეცნიერებს და მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ნაწილებს და განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება „იმდენი დღე, რამდენიც საჭირო იქნება“. ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული ძალისხმევა შეაფასა, როგორც „ისრაელის გადარჩენისთვის აშკარა და არსებული საფრთხე“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედებით „ჩვენ ასევე ვიცავთ ჩვენს არაბ მეზობლებს“ ირანის აგრესიისგან. 04:35 საათის მდგომარეობით (UTC+3:00) ირანს პასუხი არ ჰქონდა გაცემული.[42]
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ისრაელის ომი ისლამურ რეჟიმთან იყო და არა ირანელ ხალხთან.[43] სიტუაციის განვითარებისთანავე ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტი მოიწვია.[44]
ოპერაციის სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]JNS-ის თანახმად, ოპერაციის სახელწოდება „აღმავალი ლომი“ ბიბლიური რიცხვთა წიგნიდან (23:24) მომდინარეობს: „ხალხი აღდგება როგორც დიდი ლომი და თავს წამოიწევს როგორც ახალგაზრდა ლომი“. JNS-მა ასევე ივარაუდა, რომ სახელწოდება ლომისა და მზის აღორძინებას გულისხმობდა, რომელიც ირანის სიმბოლო იყო 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე.[43]
ირანის მზადყოფნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელმძღვანელობა შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების შეფერხების შემთხვევაში პოტენციურ საომარ მოქმედებებს ელოდა, მან ფუნდამენტურად არასწორად გამოთვალა დროის მონაკვეთი. ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა გაზეთს გაუმხილეს, რომ ირანი არ ელოდა ისრაელის შეტევას ომანში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე.[45] შესაბამისად, ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები ფსიქოლოგიურ ოპერაციებად იქნა მიჩნეული, რომლებიც დიპლომატიური ბერკეტების მოპოვებას ისახავდა მიზნად. „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანახმად, ამ არასწორმა შეფასებამ გამოიწვია თავდაცვითი პროტოკოლების განხორციელების ჩავარდნა. მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებმა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) უფროსმა მეთაურებმა, უგულებელყვეს დაშლის ან თავის შეფარების დირექტივები, რამაც გამოიწვია სამხედრო ობიექტებზე, განსაკუთრებით თეირანში, მიზანმიმართული დარტყმების დროს ძირითადი ფიგურების სიკვდილი.[45] „Wall Street Journal“-ის რედაქციამ ისაუბრა ასევე ირანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მომავალი საფრთხეების არასაკმარისად შეფასებაზე.[46] ჟურნალის რედაქტორების განცხადებით, ირანის რეჟიმი ფიქრობდა, რომ შეეძლო ამერიკელებთან თამაშის გაგრძელება შედეგების გარეშე.[46]
თავდასხმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმები 200-ზე მეტმა გამანადგურებელმა განახორციელა, მათ შორის F-35I „Adirs“-მა,[47] რომელიც ამერიკული F-35 Lightning II- ის გაუმჯობესებული მოდიფიკაციაა. თვითმფრინავებმა ირანის მასშტაბით 100-ზე მეტი ობიექტი დაბომბეს.[47] აერო რეიდების დროს ბირთვული ავარიები არ მომხდარა, რადგან მოქმედი რეაქტორები, როგორიცაა ბუშერის[48] და თეირანის, არ დაუბომბავთ. სამაგიეროდ, თვითმფრინავებმა ნათანზის გამდიდრების ობიექტი[48] და მსგავსი ინფრასტრუქტურა დაბომბეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული ბირთვული ცენტრიფუგები გამოყოფენ დაბალი დონის რადიაციას და სამრეწველო ქიმიკატებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადგილზე მყოფ ტექნიკოსებს, ისინი არ იწვევენ ბირთვულ აფეთქებას და არც ფართო არეალს აბინძურებენ.[48] ირანის მოუმზადებლობის დონეს კიდევ უფრო ადასტურებდა მისი საჰაერო თავდაცვისა და დაზვერვის აპარატის მძიმე ხარვეზები. ისრაელის ძალებმა განახორციელეს რთული, მრავალნაწილიანი ოპერაცია, რომლის სამიზნეც ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 15 ლოკაცია იყო. დაზიანდა ნათანზის ბირთვული ობიექტის რადარის სისტემები, სარაკეტო დანადგარები და მიწისზედა კომპონენტები.[45][49] როგორც ამბობენ, თავდასხმაში მონაწილეობდნენ როგორც თვითმფრინავები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც შეაღწიეს ირანის ტერიტორიაზე და ხელი შეუწყვეს შიდა დარტყმებს კონტრაბანდული დრონებისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით. New York Times-ის ცნობით, ისრაელის კამპანიის ოპერატიულმა მასშტაბმა და წარმატებამ გამოავლინა ირანის ეროვნული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაუცველობა. თავდასხმისთანავე, ირანელ ჩინოვნიკებს შორის შიდა კომუნიკაციებმა გამოაჩინა შიდა დაბნეულობა, განსაკუთრებით შეშფოთება თავდასხმის დროს საჰაერო თავდაცვის არარსებობის გამო. ირანის სარაკეტო პასუხი სამხედრო მზადყოფნის ნაკლებობის ნიშნად იქნა აღქმული.[45]
ლოკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰაერო თავდასხმის სამიზნე | ინფორმაცია ზიანის შესახებ |
---|---|
ნათანზის ბირთვული სადგური | განადგურდა საპილოტე საწვავის გამდიდრების ქარხანა (PFEP), მრავალსართულიანი გამდიდრების დაწესებულება 1700 მოწინავე ცენტრიფუგით. PFEP მოიცავდა IR-4 და IR-6 ცენტრიფუგებს, რომლებიც გამოიყენებოდა 60%-ით გამდიდრებული ურანის წარმოებისთვის.[50][51][52] ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ განადგურდა გამდიდრების ქარხნის „მიწისზედა“ ნაწილი და რომ „არ არსებობს არანაირი მინიშნება ფიზიკური თავდასხმის შესახებ მიწისქვეშა კასკადურ დარბაზზე, რომელიც შეიცავს საწვავის გამდიდრების პილოტური ქარხნის ნაწილს და საწვავის გამდიდრების მთავარ ქარხანას“.[53] |
ელექტრო ოთახები და გამდიდრების სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.[51][50][52][53] | |
ბირთვული კვლევის აღჭურვილობა და მასალები დაზიანდა ან განადგურდა.[51][52] | |
ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიის ცენტრი | ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრში ურანის წარმოების ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.[50] |
ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრში „გამდიდრებული ურანის ბირთვული საწვავის წარმოებისთვის გადამუშავების“ ობიექტები დაზიანდა ან განადგურდა.[50] | |
არაკის ბირთვული კომპლექსი | ბირთვული კომპლექსის მძიმე წყლის რეაქტორი (IR-40) დაზიანდა ან განადგურდა.[51] |
ფორდოუს საწვავის გამდიდრების სადგური | ფორდოუს საწვავის გამდიდრების სადგურზე განხორციელდა თავდასხმა, დაზიანება უცნობია.[50][54] ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებით, სადგური მცირედით დაზიანდა.[55][56] |
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 29-ე ნაბი აკრამის დივიზია | განადგურდა დივიზიის საწყობი ქერმანშაჰის პროვინციაში.[51][57] |
ჰაზრათ-ე მასუმეს საჰაერო თავდაცვის პუნქტი | ჰაზრათ-ე მასუმეს საჰაერო თავდაცვის პუნქტი გადანგდურდა, რასაც ირანის არმიის პოლკოვნიკი ემსხვერპლა.[50] |
სობაშის რადარის პუნქტი | განადგურდა ჰამადანის პროვინციაში მდებარე ხატამ ოლ ანბიას დასავლეთ საჰაერო თავდაცვის ზონის სობაშის რადარის პუნქტი, რომელიც „ირანის მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემის სამეთაურო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა“.[51][58][50] |
პირანშარის სამხედრო ბაზა | სამხედრო ბაზა დაზიანდა [51] |
ქერმანშაჰის ჭურვების მიწისქვეშა დაწესებულება | ქერმანშაჰის ჭურვების მიწისქვეშა დაწესებულება, სადაც „ოიამ 1“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები ინახებოდა, განადგურდა.[50][59][51][60] |
თეირანის ბალისტიკური რაკეტების საჰაერო თავდაცვის ბაზა | მოსადმა დრონის გამოყენებით დააზიანა თეირანის მახლობლად მდებარე ირანის ბალისტიკური რაკეტების საჰაერო თავდაცვის ბაზა.[51][61][62] |
თავრიზის შაჰიდ მადანის საერთაშორისო აეროპორტი | ირანის საჰაერო ძალების მე-2 ტაქტიკური საჰაერო ბაზა]], რომელიც ასევე წარმოადგენს ირანის საჰაერო ძალების მე-2 ტაქტიკურ საჰაერო ბაზას, დაზიანდა ან განადგურდა.[51][50][63][64] |
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თავრიზის რაკეტების გამშვები წერტილები | აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, თავრიზთან ახლოს, განადგურდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) რაკეტების გამშვები რამდენიმე პუნქტი.[51][65] |
სარდაშტის, დასავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზა | ბაზაზე განხორციელდა შეტევა.[51][66] |
საგუშაგო | ჩრდილოეთ თეირანში დაზიანდა საგუშაგო.[51][67] |
სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შენობა კასრ-ე შირინში | დეპარტამენტის შენობა განადგურდა[51] |
13 ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დილა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

13 ივნისის გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფართომასშტაბიანი დარტყმა განახორციელეს ირანის ბირთვული ობიექტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.[44] ისრაელის დროით, დილის 6:30-ზე, ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმების ხუთი ტალღა განახორციელეს.[68] ოპერაცია ათობით ობიექტზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ადგილებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბაზებზე.[44] „მოსადმა“ ასევე ჩაატარა კოორდინირებული საიდუმლო დივერსიული მისიების სერია, რომლებიც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.[69] ისრაელმა განაცხადა, მისმა ძალებმა ირანისთვის მოულოდნელ ობიექტებს შეუტიეს.[44]
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი დარტყმების დროს 200-ზე მეტმა ისრაელის თვითმფრინავმა 330-ზე მეტი საბრძოლო მასალა დაახლოებით 100 სამიზნის მიმართულებით გაისროლა.[70] ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, მოსადმა თეირანის მახლობლად საიდუმლო დრონების ბაზა შექმნა, რომელიც ოპერაციის ფარგლებში ისრაელისკენ მიმართული რაკეტების გამშვები პუნქტების დასაბომბად გამოიყენებოდა.[71] ისრაელის თავდაცვის ძალებთან კოორდინირებული მისია ასევე მოიცავდა ირანში ზუსტი მნიშვნელობის იარაღის გადატანასა და მოსადის კომანდო მებრძოლების მუშაობას საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად, რაც ისრაელის თვითმფრინავებისთვის საჰაერო უპირატესობას უზრუნველყოფდა.[71]
თეირანში მთავრობასთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირმა, ჰამიდ ჰოსეინიმ, განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმა მმართველობის ზედა რგოლიმისთვის მოულოდნელი იყო. მან აღიარა, რომ ამან ირანს ეფექტური საჰაერო თავდაცვისუნარიანობა შეუზღუდა. ჰოსეინი შოკირებული იყო ისრაელის ინფილტრაციის სიღრმით.[45] „ნიუ-იორკ თაიმზთან“ გაზიარებული პირადი შეტყობინებების თანახმად, ირანელი ოფიციალური პირები განრისხებულები და გაკვირვებულები იყვნენ ირანის საჰაერო თავდაცვის უუნარობით.[45]
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 3 საათზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რაკეტებითა და დრონებით საპასუხო ქმედებების შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა.[72] ირანის შესაძლო კონტრშეტევის მოლოდინში, მთელ ისრაელში გამაფრთხილებელი სირენები გააქტიურდა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების დროისთვის ირანს ბალისტიკური რაკეტები არ ჰქონდა გაშვებული.[44][73] ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ეს ქმედება გამოწვეული იყო დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც მიუთითებდა, რომ ირანმა საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი დააგროვა იმისთვის, რომ რამდენიმე დღეში 15 ბირთვული იარაღი წარმოექმნა.[44]
აფეთქებები დაფიქსირდა მთელ თეირანში, მათ შორის სამხედრო ბაზებთან ახლოს და უფროსი მეთაურების საცხოვრებელ უბნებში. თვითმხილველები აღწერდნენ უზარმაზარ ცეცხლს და განმეორებით აფეთქებებს.[13][74] ფარსის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული, იტყობინებოდა, რომ შაჰრაკ-ე მაჰალათიში, თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უბანში, სადაც ირანელი მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახები ცხოვრობენ, რამდენიმე სახლი დაზიანდა.[74] გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას თეირანში ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას ცეცხლი გაუჩნდა.[75] თავდასხმის დროს რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა, მათ შორის ისეთებიც, სადაც ირანელი ოფიცრები და ოფიციალური პირები ცხოვრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების სიძლიერემ ზოგიერთი შენობის ნგრევა გამოიწვია.[76]
აფეთქებები მოხდა ნათანზში, ისპაჰანის პროვინციაში, სადაც ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი მდებარეობს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა „ხმაურიანი აფეთქებები“ ობიექტის მახლობლად, სადაც ორი გამამდიდრებელი ქარხანაა განთავსებული: დიდი მიწისქვეშა საწვავის გამდიდრების ქარხანა (FEP) და მიწისზედა საპილოტე საწვავის გამდიდრების ქარხანა (PFEP).[77] ასევე სამიზნე გახდა ხონდაბისა და ხორამაბადის ბირთვული ობიექტები.[15][78]
შუადღე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელმა თავრიზში შუადღისას დარტყმები განახორციელა, რომელთა სამიზნეც, როგორც ამბობენ, თავრიზის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იყო.[79] ისრაელმა ასევე დაბომბა შირაზი და ნათანზის ბირთვული ობიექტი.[75] აფეთქებები ასევე მოხდა ჰამადანის საჰაერო ბაზაზე[80][81] და პარჩინის სამხედრო ბაზაზე.[82] ორი აფეთქება ასევე მოხდა ფორდოუს მიწისქვეშა საწვავის გამდიდრების ქარხნის მახლობლად,[83] სადაც, როგორც ამბობენ, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის დრონი ჩამოაგდო.[84] მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ჰამადანისა და თავრიზის საჰაერო ბაზებზე თავდასხმის ფაქტი და განაცხადეს, რომ მათ „დაშალეს“ ეს უკანასკნელი საჰაერო ბაზა, გაანადგურეს ათობით ირანული დრონი და მიწა-მიწის ტიპის რაკეტების გამშვები.[85]
18:46 საათზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ისპაჰანის ბირთვული ტექნოლოგიების/კვლევითი ცენტრის დაბომბვა და განაცხადეს, რომ ის „გამდიდრებული ურანის ხელახალი გადამუშავების“ პროცესში იყო ჩართული.[86]
ირანული მედიის ცნობით, ირანის საჰაერო სივრცეში სულ მცირე ორი ისრაელის გამანადგურებელი ჩამოაგდეს და ქალი პილოტი დაატყვევეს.[87][88] ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.[89]
14 ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]14 ივნისის გამთენიისას, ირანულმა მედიამ თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებისა და შემდეგ დიდი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. Fars News Agency-ის ცნობით, ორი ჭურვი მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა.[90] ირანის საჰაერო თავდაცვის ძალები ისპაჰანის თავზე ისრაელის ჭურვებზე მუშაობდნენ.[91] „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ირანის სამხედროებმა ჩრდილო-დასავლეთ ირანში სადაზვერვო მისიების დროს ისრაელის რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ორივე მხარემ ცეცხლი გაუხსნა ერთმანეთს.[92] ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა და ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა, ტომერ ბარმა, დილით განაცხადეს, რომ „თეირანისკენ მიმავალი გზა გაკვალულია“.[93] თავდაცვის ძალებმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან დასავლეთ ირანში მიწისქვეშა ობიექტი დაბომბა, რომელიც ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის შესანახად გამოიყენებოდა.[94]
ირანმა დაადასტურა კიდევ ორი უფროსი მეთაურის დაღუპვა: გენერალი ღოლამრეზა მეჰრაბი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე და გენერალი მეჰდი რაბანი, ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე.[95] ამ თარიღისთვის, ირანმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოაგდო ისრაელის სამი F-35 თვითმფრინავი და ორი პილოტი დააკავა.[96] ირანის ნავთობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუშერის პროვინციაში ორ ნავთობის საბადოს თავს დაესხნენ: სამხრეთ პარსის გაზის საბადოს ფაზა 14-ის პლატფორმას და ფაჯრ ჯამის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას.[97][98] თავდასხმებმა გამოიწვია მასშტაბური ხანძარი, რამაც შეაჩერა მინიმუმ 12 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოება.[99] წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ცნობით, იმ დროისთვის ისრაელის თავდასხმებმა გავლენა მოახდინა ირანის 31 პროვინციიდან 18-ზე, სადაც მისი 1414 თანამშრომელი მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში.[100]
ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ დაიწყო დარტყმების ახალი ტალღა თეირანში „სამხედრო სამიზნეებზე“.[101] ქალაქში ნავთობისა და ბენზინის საწყობები დაბომბეს, რის შედეგადაც შაჰრანის უბანში ელექტროენერგია გაითიშა.[102] მოგვიანებით, ტასნიმის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შენობა დაბომბეს.[103]
15 ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს და მოუწოდეს ევაკუაციისკენ შირაზში იარაღის ქარხნებისა და სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიებიდან.[104][105] ასევე გავრცელდა ინფორმაცია თეირანში იუსტიციის სამინისტროს შენობაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ.[106] მოგვიანებით, ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაბომბეს საწვავის შესავსები თვითმფრინავი მაშჰად შაჰიდ ჰაშემინეჯადის საერთაშორისო აეროპორტში - ისრაელის ტერიტორიიდან დაახლოებით 2,300 კილომეტრში - რაც, შესაძლოა, მის ისტორიაში ყველაზე შორეული ოპერაცია იყო.[107]
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ომანსა და კატარს შუამავლობა სთხოვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისთვის, დარტყმების შეჩერებისა და ბირთვული მოლაპარაკებების განახლების მიზნით.[108] ირანმა განაცხადა, რომ დააკავა ორი პირი, რომლებიც, მათი თქმით, მოსადის წევრები იყვნენ.[109] ისრაელმა ირანში, ასევე სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა მიწა-მიწის ტიპის რაკეტებით. ისრაელი ასევე თავს დაესხა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს.[110] ჭურვებმა ასევე იმსხვერპლა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი და დაზვერვის მოადგილე.[111]
ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ირანზე თავდასხმა მოეხდინა ბირთვული ჰოლოკოსტის თავიდან ასაცილებლად. ინტერვიუში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა როგორც ისრაელის, ასევე მსოფლიოს დასაცავად. ნეთანიაჰუმ ირანის მთავრობა ირანელი ხალხის მჩაგვრელად შეაფასა და თქვა, რომ ირანელი ხალხის არჩევანი იყო, „აჯანყდებოდნენ თუ არა“.[110]
16 ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში მდებარე ქუდსის ძალების სამეთაურო ცენტრს დაარტყა.[112] ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ არსებობს მინიშნებები, რომ ნანთანზში მდებარე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი „აფეთქდა“.[13] Iran International-ის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ფორდოს ბირთვული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე.[113] როგორც ამბობენ, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები პარჩინის სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.[114]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისAxiosReuters
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Jordan Intercepting Missiles and Drones in Its Airspace. ციტირების თარიღი: 17 June 2025
- ↑ „IDF: 80-90% of Iranian missiles intercepted, but 24 Israelis killed in attacks“. The Jerusalem Post=en. 16 June 2025. ციტირების თარიღი: 17 June 2025.
- ↑ Israeli death toll rises to 24; nearly 600 injured. Israel Hayom (16 June 2025).
- ↑ „Israel-Iran live updates: IDF says it killed Iran's new wartime chief of staff“. NBC News=en. 17 June 2025. ციტირების თარიღი: 17 June 2025.
- ↑ Iran launches new strikes on Israel as Israeli attack widens (15 June 2025).
- ↑ The Fourth Day of Israeli Attacks on Iran: A review of the Incidents
- ↑ Rights group says woman killed in western Syria, likely by Iranian drone. The Times of Israel (16 June 2025).
- ↑ Husseini, Rana. Five people injured from falling object in Irbid — PSD en. ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ „IDF attacks, destroys Natanz nuclear site, weapons during overnight strikes in Iran“. The Jerusalem Post. 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Fassihi, Farnaz; Nauman, Qasim; Boxerman, Aaron; Kingsley, Patrick; Bergman, Ronen (2025-06-13). „Israel Strikes Iran's Nuclear Program, Killing Top Military Officials: Live Updates“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2025-06-13.
- ↑ „Iran's alarming nuclear dash will soon test Donald Trump“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 23 February 2025.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Kingsley, Patrick; Boxerman, Aaron; Fassihi, Farnaz (13 June 2025). „Israel Launches Attack on Iran as Tehran Scrambles Jets: Live Updates“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Explosions heard in Natanz, home to key nuclear site, says Iranian state television en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 15.0 15.1 Live - Israel attacks Iran, Revolutionary Guards chief killed en. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ مرگ سردار سلامی و تنی چند از فرماندهان سپاه fa. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran's Revolutionary Guard commander Hossein Salami killed in Israeli strike, says Iranian state media en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Hossein Salami, Head of Iran's Islamic Revolutionary Guard Corps, Killed in Israel's Attack en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-13
- ↑ 19.0 19.1 Military chief Mohammed Bagheri possibly killed in Israel strike on Iran en. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran state media names two nuclear scientists killed in Israeli strike en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran State Media Says Civilians Killed In Israel Strikes On Tehran en-us. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran reports fresh explosions in Tabriz; adviser to Khamenei said injured in early strikes en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-13
- ↑ Live updates: Israeli strikes kill Iran's top military leaders and prompt retaliation en. ციტირების თარიღი: 2025-06-13
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 von Hein, Shabnam (13 June 2025). „Why are Iran and Israel sworn enemies?“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ „Shah Backs Egypt in Israeli Conflict“. The New York Times (ინგლისური). 25 April 1975. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 13 June 2025. ციტატა: „Mohammed Reza Pahlavi declared today that Iran supported 'the policies of Egypt 100 per cent' in the Arab‐Israeli conflict and other issues, and he predicted that those policies would 'prevail at the end.'“
- ↑ „Iranian nuclear threat meant Israelis had no choice“. The Australian.
- ↑ Why are Iran and Israel sworn enemies? en (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Hjelmgaard, Kim. (13 June 2025) What we know about Israel's attacks on Iran's nuclear sites − and Iran's drone response en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 29.5 Sykes, Patrick; Bronner, Ethan; Capaccio, Anthony (13 June 2025). „Israel and Iran Have Been Enemies for Decades. What Next?“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Breen-Portnoy, Barney. (13 June 2025) 'This Is The Time to Stand With Israel': IDF Launches Pre-Emptive Strike on Iran's Nuclear Program en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 Tirone, Jonathan (13 June 2025). „How Close Is Iran to a Nuclear Weapon as Trump Eyes a Deal?“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Waghorn, Dominic (13 June 2025). „Why did Israel attack Iran? And what does it mean for the rest of the world?“. Sky News. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისNYTimes20250613a
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 34.0 34.1 Cook, Steven A.. (13 June 2025) Israel Is Going for the Death Blow on Iran en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ „Israel launches an attack on Iran—without America“. The Economist. 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Balmer, Crispian (13 June 2025). „After years of waiting, Israel's Netanyahu finally makes his move on Iran“. Reuters. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Liechtenstein, Stephanie; Gambrell, Jon; Madhani, Aamer (13 June 2025). „Iran announces a new nuclear enrichment site after UN watchdog censure“. Associated Press. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Martinez, Luis. (12 June 2025) Israel considering military action against Iran in coming days: Sources. ABC News. ციტირების თარიღი: 12 June 2025
- ↑ Jacobs, Jennifer; Brennan, Margaret; LaPorta, James; Watson, Eleanor; Ake, Gabrielle. Israel is poised to launch operation on Iran, multiple sources tell CBS News. CBS News (12 June 2025). ციტირების თარიღი: 12 June 2025
- ↑ Rasgon, Adam; Odenheimer, Natan. U.S. Embassy in Jerusalem Braces for Possible Israeli Strike on Iran. The New York Times (12 June 2025). ციტირების თარიღი: 12 June 2025
- ↑ Borger, Julian (13 June 2025). „Israel launches strikes on 'dozens' of targets in Iran, targeting nuclear program“. The Guardian. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Liebermann, Oren; Diamond, Jeremy; Regan, Helen; Gan, Nectar; Lau, Chris; Izso, Lauren; Michaelis, Tamar; Blackburn, Piper Hudspeth; Atwood, Kylie; Treene, Alayna; Mogul, Rhea (13 June 2025). „Israel strikes Iran nuclear sites and military leadership as Middle East braces for retaliation“ (ინგლისური). CNN. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ 43.0 43.1 Lidor, Canaan (13 June 2025). „iranian opposition calls to overthrow the mullahs“. JNS.
- ↑ 44.0 44.1 44.2 44.3 44.4 44.5 IDF strikes Iran nuclear targets, military commanders (13 June 2025). ციტირების თარიღი: 12 June 2025
- ↑ 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 45.5 Fassihi, Farnaz (14 June 2025). „A Miscalculation by Iran Led to Israeli Strikes' Extensive Toll, Officials Say“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 14 June 2025.
- ↑ 46.0 46.1 Opinion | One Iranian Miscalculation After Another en-US (13 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ 47.0 47.1 Lakritz, Talia (13 June 2025). „Israel targeted Iran's nuclear program with F-35I Adir stealth fighter jets that cost $44,000 per hour to fly“. Business Insider. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ 48.0 48.1 48.2 Udi Etsion. After Natanz: Why the IDF won’t strike Iran’s live reactor at Bushehr. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 14 June 2025.
- ↑ Stanley-Becker, Isaac; Harris, Shane. (13 June 2025) How Israel Executed Its Surprise Assault on Iran en. ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ 50.0 50.1 50.2 50.3 50.4 50.5 50.6 50.7 50.8 Rezaei, Ben; Reddy, Ria; Campa, Kelly; Borens, Avery; Moore, Johanna; Carl, Nicholas; Parry, Andie; Ganzeveld, Annika. Iran Update Special Edition: Israeli Strikes on Iran, June 13, 2025, 2:00pm ET. American Enterprise Institute (13 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ 51.00 51.01 51.02 51.03 51.04 51.05 51.06 51.07 51.08 51.09 51.10 51.11 51.12 51.13 Parry, Andie; Carl, Nicholas; Ganzeveld, Annika. Iran Update Special Edition: Israeli Strikes on Iran, June 13, 2025. Institute for the Study of War (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 52.0 52.1 52.2 צה״ל תקף את אתר העשרת האורניום הגדול ביותר באיראן במרחב נטנז Hebrew (Post on 𝕏). @idfonline (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 53.0 53.1 Grossi, Rafael. Director General Grossi's Statement to UNSC on Situation in Iran. International Atomic Energy Agency (13 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Fassihi, Farnaz. NEWS: Israel has resumed attacks on Iran. Fordo, one of the main underground nuclear sites, is now under attack. Natanz has also been badly damaged in the strikes. Multiple locations in Tehran also report explosions. (Post on 𝕏). The New York Times (13 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Iranian official confirms limited damage at Fordow nuclear site (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025.
- ↑ Iran confirms limited damage at Iran’s Fordo nuclear site en-US (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Taghvaee, Babak. Another image of a missile strike on the ammunition depot of the 29th Nabi Akram Division of the #IRGC Land Forces in #Kermanshah, west of #Iran. (Post on 𝕏). @BabakTaghvaee1 (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Naftali, Hananya. Israel attacked a site in the Hamadan province that serves as a command center for all of Iran's air defense systems.. @HananyaNaftali (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ David, Colin. The Underground IRGC Missile Bases in Kermanshah (2 July 2023). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Intel, Evergreen. This is the Kermanshah Underground Facility (UGF) at 34.368586, 47.236778 POV starts around 34.35011, 47.22774. @vcdgf555 (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Macales, Ben Tzion. הצלחתי לעשות גאו-לוקציה של תיעוד הסיכול של המוסד . האירוע התרחש בבסיס הגנה אווירית דרומית לטהראן: 35.3094444, 51.1388889 Hebrew (Post on 𝕏). @BenTzionMacales (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Fabian, Emanuel (Mannie). The Mossad spy agency reveals footage showing its actions against Iranian air defenses and ballistic missile launchers in Iran this morning.. @manniefabian (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ „Israel wipes out strategic Iranian airport in fresh round of strikes“. Ynetnews (ინგლისური). 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Videos show impact of Tabriz airport strike (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ IRGC missile launch sites near the city of Tabriz in Northwestern Iran were heavily targeted earlier by Israel. (Post on 𝕏) (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Auerbach, Erich. This footage shows smoke rising from an IRGC base in Sardasht, Iran (~36.160356, 45.468507). @zcjbrooker (12 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Sardarizadeh, Shayan. THREAD: Verified videos of the aftermath of Israeli strikes on Iran Smoke rising from One Holding Tower near Vanak Square, north Tehran. Location: 35.757317, 51.414993 (12 June 2025).
- ↑ Israel has so far carried out 5 waves of strikes in Iran, military official says en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Report: Mossad carried out covert sabotage operations against Iranian air defenses, long-range missiles en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ IDF: 200 aircraft involved in opening strikes on Iran, with several top officials killed en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 71.0 71.1 Mossad set up drone base in Iran; UAVs were activated overnight to strike surface-to-surface missile launchers aimed at Israel en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ „Israel begins preemptive strike against Iran, defense minister says; sirens wail across Israel“. The Times of Israel. 13 June 2025.
- ↑ Lubell, Maayan; Hafezi, Parisa; Holland, Steve (13 June 2025). „Israel hits Iran nuclear and missile facilities, appears to block retaliation“. Reuters (ინგლისური).
- ↑ 74.0 74.1 Live - 'Rising Lion': Israel launches open-ended attack on Iran's nuclear program en (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ 75.0 75.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისAPNewsLive
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Guzman, Chad. (13 June 2025) Iran Vows 'Painful' Response After Israeli Attack en.
- ↑ Explosions heard in Natanz, home to key nuclear site, says Iranian state television. ციტირების თარიღი: 12 June 2025
- ↑ آخرین اخبار از حمله اسرائیل به ایران؛ آمادهباش گسترده در منطقه اعلام شد fa (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran reports fresh explosions in Tabriz; adviser to Khamenei said injured in early strikes en-US (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Loud explosion reported near Noje airbase in Hamadan (13 June 2025).
- ↑ Explosions rock airbase in Hamedan city, western Iran: local media (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Parchin military site, Nojeh airbase hit by Israeli missiles en (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Two explosions hit areas near Iran's Fordo nuclear site - IRGC outlet en (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Iran downs Israeli drone near Fordo nuclear site, state media claims en-US. ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Israeli military says it struck 2 Iranian air force bases and "dismantled" one of them en. CNN (13 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Kelly, Kieran; Cleave, Iona; Bodkin, Henry; White, Josh; Stringer, Connor; Coen, Susie (13 June 2025). „Israel-Iran latest: Hidden Iranian nuclear site targeted in fresh attack“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Iran claims to have shot down at least 2 Israeli planes in Iranian airspace en. CNN (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025
- ↑ Mil, Seb. BREAKING Iran claims to have shot down Israeli fighter jets and captured a female pilot (13 June 2025).
- ↑ Fabian, Emanuel (13 June 2025). „IDF denies Iranian state media report claiming Tehran downed pair of Israeli fighter jets“. The Times of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Blast reported at Tehran's Mehrabad Airport; 2 projectiles said to hit area en-US (14 June 2025).
- ↑ Israeli airstrikes continue in Tehran and Isfahan, videos show en (14 June 2025).
- ↑ Iran launches fresh wave of attacks on Israel, two killed: Reports en. Al Arabiya (14 June 2025).
- ↑ Fabian, Emanuel. 'The way to Tehran has been paved': IDF chiefs say Air Force to begin operating freely over Iranian capital en-US. ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Fabian, Emanuel. IDF spokesperson: Israel bombed underground Iranian facility storing dozens of missiles en-US. ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Iran confirms two more senior generals killed in Israeli strikes en-US (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ „Third F-35 fighter jet downed in Iranian territory, two Israeli pilots now in custody“. Tehran Times. 14 June 2025. ციტირების თარიღი: 14 June 2025.
- ↑ Iran says Israel has attacked two gas field en-GB. ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Iran's biggest gas refinery still on fire despite official denial en (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Fire halts 12 million cubic meters of gas production at South Pars Phase 14 en (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Israeli attacks affect 18 of Iran's 31 provinces, Red Crescent says en (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Israel and Iran trade fire – what you need to know en-GB. ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Gasoline and oil depots in western Tehran hit by Israeli airstrikes en (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ Israeli airstrikes hit SPND building in Tehran - Tasnim en (14 June 2025). ციტირების თარიღი: 14 June 2025
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისIranIntlLive20250612
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 10 dead, 200 injured in Iranian barrages; IDF warns Iranians near arms plants to evacuate en-US (15 June 2025). ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ Video shows smoke rising from Iranian Ministry of Justice en-GB. ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ Fabian, Emanuel. In 'most distant strike,' Israeli Air Force bombs Iranian plane at Mashhad Airport in northeast Iran en-US. ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ Iran turns to mediators to reach ceasefire, prevent Israeli strikes en (15 June 2025). ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ Iran says it arrested 2 Mossad operatives (15 June 2025).
- ↑ 110.0 110.1 Ebrahim, Nadeen. (15 June 2025) Live updates: Israeli death toll rises as conflict rages with Iran en. ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ „Netanyahu says Israel killed IRGC intelligence chief and his deputy“. The Times of Israel. 15 June 2025. ციტირების თარიღი: 15 June 2025.
- ↑ 'It's the civilians who will pay the price': Iranians prepare for the worst after Israeli strikes en. France 24 (14 June 2025). ციტატა: „"He was a civilian,” she said. “He had nothing to do with it. "“ ციტირების თარიღი: 15 June 2025
- ↑ „78 people have been killed in Israel's attacks on Iran: UN ambassador“. Al Jazeera. 13 June 2025. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2025. ციტირების თარიღი: 13 June 2025.
- ↑ Trump struggles with Iran message as Republicans diverge over attack en-GB (13 June 2025). ციტირების თარიღი: 13 June 2025