ირანის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)
| ‹ 2009 | ||||
| ირანის საპრეზიდენტო არჩევნები | ||||
| 14 ივნისი, 2013 | ||||
| პრეზ. კანდიდატი | ჰასან რუჰანი | მოჰამად ბაგერ ღალიბაფი | ||
| პარტია | CCA | ISE | ||
| პირველი ტური | 50.71% | 16.56% | ||
| მოსახლეობა | 18 613 329 | 6 077 292 | ||
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა.იასამნისფერი, რეგიონები, სადაც რუჰანმა გაიმარჯვა. ყვითელი, რეგიონები სადაც ღალიბაფმა გაიმარჯვა. წითელი, რეგიონები სადაც ჯალილმა გაიმარჯვა. ლურჯი, რეგიონები სადაც რეზაიმ გაიმარჯვა. | ||||
| მოქმედი პრეზიდენტი | არჩეული პრეზიდენტი | |||
| მაჰმუდ აჰმადინეჟადი აბადგარანი |
ჰასან რუჰანი CCA | |||
მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა 2013 წლის 14 ივნისს. არჩევნების პირველივე რაუნდში გაიმარჯვა ჰასან რუჰანიმ, რომელმაც ხმების 50.71% მიიღო.[1][2]
მეორე ადგილზე გავიდა თეირანის მერი, მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, მან ხმათა 16.55%-ის მოგროვება მოახერხა.[3]
2013 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 680 კანდიდატმა, მაგრამ კონსტიტუციის გუშაგთა მიერ დამტკიცდა მხოლოდ 9 მათგანი: მოჰამად ბაგერ გალიბაფი, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელი, ალი აქბარ ველაიეთი, საიდ ჯალილი, მოჰსენ რეზაი, ჰასან რუჰანი, მოჰამად ღარაზი და მოჰამედ რეზა არეფი.[4] მოგვიანებით ორმა მათგანმა, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელმა და მოჰამედ რეზა არეფმა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა.[5]
ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნულ არჩევნებში კენჭს არ იყრიდა, რადგან მას უკვე ეკავა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით.
საკანონმდებლო ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის ოქტომბერში საარჩევნო კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა იყოს 45-75 წლამდე. ასევე, კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე მაგისტრის ხარისხი ან მისი ტოლფასი, ტრადიციული ისლამური სკოლის ხარისხი.
კანდიდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2013 წლის 7-11 მაისს.
არჩევნებში კენჭი იყარეს შემდეგმა კანდიდატებმა:
- ჰასან რუჰანი
- მოჰამად ბაგერ ღალიბაფი
- მოჰამად ღარაზი
- საიდ ჯალილი
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| კანდიდატები | ხმების რაოდენობა | % | |
|---|---|---|---|
| ჰასან რუჰანი | 18.613.329 | 50,71 | |
| მოჰამად ბაგერ ღალიბაფი | 6.077.292 | 16,55 | |
| საიდ ჯალილი | 4.168.946 | 11,35 | |
| მოჰსენ რეზაი | 3.884.412 | 10,58 | |
| ალი აქბარ ველაიეთი | 2.268.753 | 6,18 | |
| მოჰამად ღარაზი | 446.015 | 1,21 | |
| გაუქმებული ბიულეტენები | 1.245.409 | 3,39 | |
| ჯამში | 36.704.156 | 100 % | |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან რუჰანი ლიდერობს[მკვდარი ბმული]
- ↑ ირანის ახალი მოულოდნელი პრეზიდენტი - ჰასან როჰანი
- ↑ [Rohani becomes Iran’s new president (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-07-19. Rohani becomes Iran’s new president (ინგლისური)]
- ↑ ირანში საპრეზიდენტო კანდიდატებმა სატელევიზიო დებატები დაიწყეს
- ↑ საარჩევნო პროცესს გამოეთიშა ირანის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი