ირანის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Mehmoonifinal2.jpg

ირანის კულტურა (სპარსეთის კულტურა) - ირანის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ირანულ ანუ სპარსულ ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. ირანის კულტურა მსოფლიოში ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულტურაა. ირანი ასევე ითვლება ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანად [1], დომინანტური გეოპოლიტიკური პოზიციისა და კულტურის გამო ირანმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებზე, მათ შორის იტალიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთზე, რუსეთზე და აღმოსავლეთ ევროპაზე არაბეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებზე თავისი ხელოვნების, არქიტექტურის, პოეზიის, მეცნიერებისა და ტექნიკის, მედიცინის, ფილოსოფიისა და ინჟინერიის მეშვეობით.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის მუსიკამ დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთი და სამხრეთი აზიის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკაზე [2], მეზობელი არაბული და თურქული მუსიკალური ტერნინოლოგიის დიდი ნაწილი სპარსულიდანაა გადმოტანილი.

პრეისლამური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანში წარმოიშვა ბევრი რთული მოწყობის მუსიკალური ინსტრუმენტი, უძველესი ინსტრუმენტები ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება [3]. აღმოსავლეთ ირანში აღმოაჩინეს ვერცხლის, ოქროს და სპილენძისგან დამზადებული მრავალი საყვირი, რომლებიც მიეკუთვნება ოქუსის ცივილიზაციას და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 - 1750 წლებს. ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხოვანი არფების გამოყენება დასტურდება მადაქტუს და კულ-შაფის არქეოლოგიური აღმოჩენებით (ძვ. წ. 650 წ. და ძვ.წ. 900–600 წწ).

ისლამური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასანიდური მეფის ხოსრო II- ის მმართველობა ირანული მუსიკისთვის "ოქროს ხანად" ითვლება. მსოფლიოს მრავალი მუსიკალური კულტურა შორეულ სათავეს იღებს სასანიდურ მუსიკაში. ხოსრო II- ის კარზე მოღვაწეობდა არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის აზიდი, ბამშადი, ბარბადი, ნაგიზა, რამტინი და სარქაში. ამ სახელებს შორის ბარბადს ბევრი დოკუმენტი მოიხსენიებს, როგორც გამოჩენილად ნიჭიერ მუსიკოსს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის ლიტერატურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ლიტერატურაა, რომლის ისტორია 2500 წელს მოიცავს, აქემენიდების დინასტიიდან ისლამის ოქროს ხანის დროინდელ და თანამედროვე პოეტებამდე. ირანული ლიტერატურა მოიხსენიება, როგორც კაცობრიობის ერთ – ერთი უდიდესი ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურის ოთხი მთავარი წყაროსგან ერთ-ერთი [4]. წარჩინებულმა პროფესორმა ლ.პ. ელველ-სატონმა სპარსული ენის ლიტერატურა აღწერა, როგორც "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოეტური ლიტერატურა".

პრეისლამური ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისლამური ირანის ძალიან ცოტა ლიტერატურული ძეგლი შემორჩა. ამის მიზეზია ალექსანდრე მაკედონელის მიერ პერსეპოლისის ბიბლიოთეკების განადგურება და არაბთა შემოსევა, რომლებსაც ყველა არაისლამური ტექსტის განადგურება სურდათ. ამან გამოიწვია ირანის ყველა ბიბლიოთეკის განადგურება და წიგნების დაწვა ან მდინარეებში გადაყრა. წიგნების დაცვის ერთადერთი გზა მათი დამარხვა გახდა, მაგრამ ბევრი ტექსტი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. მდგომარეობის გამოსწორებისთანავე მათ განაგრძეს წიგნების დაწერა და ბიბლიოთეკების მშენებლობა.

ისლამური ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური ოქროს ხანის პერიოდში სპარსული ენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალიტერატურო ენა იყო, სპარსეთი კი პოეზიის ერთ-ერთი ცენტრი აზერბაიჯანთან ერთად. კლასიკური სპარსული პოეზია საკმაოდ მდიდარია და ირანის ლიტერატურაზე დღემდე ახდენს გავლენას. [5]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა მიერ დაპყრობამდე ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სპარსეთის რელიგია ზოროასტრიზმი იყო. მან უდიდესი გავლენა იქონია ირანულ ფილოსოფიაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, რაც ისლამის მიღების შემდეგაც შენარჩუნდა. [6]

დღეს ირანის მოსახლეობის 98% მუსლიმია, მათგან დაახლოებით 89% შიიტია, მხოლოდ 9% სუნიტი, თუმცა, ეს ოფიციალური მონაცემები სადავოა [7]. შიიტების და სუნიტების ასეთი პროპორცია უჩვეულოა დანარჩენი მსოფლიოსთვის, ქვეყნების უმეტესობაში სუნიტები უმრავლესობას ადგენენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael C. Hillman. Iranian Culture. 1990. University Press of America. ISBN 0-8191-7694-X
  • Iran: At War with History, by John Limbert, pub. 1987, a book of socio-cultural customs of The Islamic Republic of Iran
  • George Ghevarghese Joseph.The Crest of the Peacock: The Non-European Roots of Mathematics. July 2000. Princeton U Press.
  • Welch, S.C. (1972). A king's book of kings: the Shah-nameh of Shah Tahmasp. New York: The Metropolitan Museum of Art. ISBN 9780870990281.
  • Elgood, Cyril. A medical history of Persia, Cambridge University Press, 1951, p. 173