ირაკლი ციხისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ციხისთავი

დაიბადა19 მაისი, 1928 წ.
თბილისი, საქართველო
გარდაიცვალა21 იანვარი, 2009 წ.
თბილისი, საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათსსუ, თსუ
საქმიანობა ექიმი-ქირურგი, იურისტი

ირაკლი ლუკას-ძე ციხისთავი (დ. 19 მაისი, 1928 წ. - გ. 21 იანვარი, 2009 წ.), ქართველი ექიმი-ქირურგი, იურისტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწყვეტლივ ემსახურა სამედიცინო სფეროს პრაქტიკოს-ქირურგად 55 წლის მანძილზე, აქედან, მისი 50-წლიანი მოღვაწეობა უშუალოდ ქალაქის 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებასთან იყო დაკავშირებული. ი. ციხისთავი წლების მანძილზე მუშაობდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტად (1980-1989 წწ.) და საქართველოს სამედიცინო (სანიტარული) ავიაციის სასწრაფო დახმარების სამსახურში გადაუდებელ ქირურგად (1991-1996 წწ.). 1990-იანი წლებიდან ი. ციხისთავი აქტიურად იღწვოდა ექიმთა და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი კუთხით. ირაკლი ციხისთავმა ექიმის ვალი პირნათლად მოიხადა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1993 წელს. ი. ციხისთავის ასობით აღსაზრდელთა შორის ქართველ ქირურგთა საზოგადოებას შეემატა მრავალი ცნობილი სპეციალისტი. 1968-2006 წწ. ი. ციხისთავი საზოგადოებრივ საწყისებზე აქტიურად მუშაობდა კოოპერატივ "ბინმშენში", სადაც წლების მანძილზე იგი იყო გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარე და როგორც იურისტი, წარმოადგენდა ორგანიზაციას.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ციხისთავი დაიბადა 1928 წლის 19 მაისს, ქ. თბილისში, ლუკა და ნინა ციხისთავების ოჯახში. მამა, ლუკა იოსების-ძე ციხისთავი (1901-1976 წწ.), ისტორიკოსი, დედა, ნინო ნიკოლოზის-ასული გუჩმაზაშვილი-ციხისთავი (1906-1986 წწ.),  ექიმი, ქირურგი, და - ლეილა ციხისთავი (1931-1968 წწ.). ირაკლიმ ოჯახი შექმნა 1962 წ., მეუღლე ჟანა უმიკაშვილი-ციხისთავი (დ.1943 წ.), შეეძინათ 3 შვილი - ნანა, ნინო და თამარ ციხისთავები. შვილიშვილები: ლუკა კიკნაძე, ვიქტორია-სოფიო ხუციშვილი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ციხისთავმა საშუალო განათლება (1935-1945 წწ.) მიიღო ვაჟთა მე-15 საშუალო სკოლაში (ამჟამად თბილისის  #55 საჯარო სკოლა). 1945-1946 წწ. სწავლობდა ი.ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემათიკის ფაკულტეტზე, მათემატიკის განხრით. 1946-1952 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდგომ მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია (Д. N 087924). 1952-1957 წწ. სწავლობდა ი.ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნელობის ფაკულტეტზე. 1957 წელს ი. ციხისთავს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (И. N 383460).

კვალიფიკაციის ამაღლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წ., გადაუდებელი ქირურგიის დახელოვნების ციკლი, 1-თვიანი კურსი, ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, რექტორი, პროფ. გ. ხუნდაძე.

1981 წ. მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ქირურგია, 1-თვიანი კურსი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, კათედრის გამგე, ზ. კახიანი.

1989 წ., გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ქირურგია, 2-თვიანი კურსი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, რექტორი პ. შოთაძე დაარქივებული 2021-01-16 საიტზე Wayback Machine. .

1995 წ., გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ქირურგია, 2-თვიანი კურსი, თბილისის სამედიცინო აკადემია, რექტორი პ. შოთაძე. დაარქივებული 2021-01-16 საიტზე Wayback Machine.

პროფესიული ატესტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლის 1 ოქტომბერი, მიენიჭა ექიმი-ქირურგის უმაღლესი კატეგორია, ბრძანება #123/ОК, საატესტაციო კომისია, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

1974 წლის 25 დეკემბერი, ტორაკალური ქირურგიის გამოცდა, უმაღლესი შეფასება, N 41196, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, პროფ. გ. ხუნდაძე.

1976 წლის 25 დეკემბერი, სისხლძარღვთა ქირურგიის გამოცდა, უმაღლესი შეფასება, N 47227, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, პროფ. გ. ხუნდაძე.

1984 წლის 21 დეკემბერი, მიენიჭა ექიმი-ქირურგის უმაღლესი კატეგორია, ბრძანება #291/УК, საატესტაციო კომისია, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მინისტრი ი. მენაღარიშვილი.

1990 წლის 2 მარტი, მიენიჭა ექიმი-ქირურგის უმაღლესი კატეგორია, ბრძანება #24/ОК, საატესტაციო კომისია, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მინისტრი ი. მენაღარიშვილი.

ირაკლი ციხისთავი და პროფ. ვარლამ (ვალია) გიორგაძე, ბათუმი, 1954 წ.
პროფესიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953-1954 წწ. ი. ციხისთავი ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა ბათუმის სასწრაფო დახმარების სადგურში დაარქივებული 2021-04-12 საიტზე Wayback Machine. , (ბათუმი, აჭარის ასსრ) და, იმავდროულად, იყო ექიმი-ორდინატორი აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine. ქირურგიულ განყოფილებაში. ბათუმში, ირაკლი ციხისთავი მუშაობდა აჭარის მთავარი ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვარლამ (ვალია) გიორგაძის უშუალო ხელმძღვანელობით. ირაკლი ციხისთავმა, იმავე პერიოდში, სამეცნიერო შრომები გამოაქვეყნა აჭარის ექიმთა სამეცნიერო საზოგადოების[მკვდარი ბმული] შრომათა კრებულში (კვირისთავის მოტეხილობა და მისი მკურნალობა, კუჭის რეზექცია და სხვ.); 1954-1955 წწ. ირაკლი ციხისთავი ექიმის თანამდებობაზე მუშაობს და ადიგენის რაიონული ჯანმრთელობის განყოფილების საექიმო უბნის გამგის მოვალეობას ასრულებს ადიგენის რაიონისოფ. ჭეჭლაში. 1955 წლიდან ციხისთავი თბილისში გადადის სამუშაოდ. ის ექიმის თანამდებობაზე ა/კ სამხედრო ოლქის პოლიკლინიკაში იწყებს მუშაობას, იმავდროულად (1955 წ.), პირველი ქირურგიული კლინიკის ორდინატორია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1956 წლიდან იგი ქირურგის თანმდებობაზეა და ქირურგიული განყოფილების გამგეა თბილისის ორჯონიკიძის რაიონული ჯანდაცვის განყოფილების მე-6 რაიონული საავადმყოფოში.

1956-2006 წლებში ი. ციხისთავი მუშაობდა ქალაქის 1-ლ კლინიკურ საავადმყოფოში, ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე, ჯერ მიმღებ განყოფილებაში (1956-1973 წწ.), შემდეგ III ქირურგიულ (1973-1988 წწ.), გასტროენტეროლოგიურ განყოფილებებსა (1989-1992 წწ.) და ბოლოს, საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილ II ზოგად ქირურგიულ კლინიკაში (1996-2006 წწ.). 1991 წლიდან, ქალაქის 1-ლ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობის პარალელურად, ი. ციხისთავი ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე მუშაობს საქართველოს  სამედიცინო (სანიტარული) ავიაციის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში.

ირაკლი ციხისთავი, თბილისი, 2001 წ.
გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ციხისთავი გარდაიცვალა 2009 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ირაკლი ციხისთავის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ირაკლი ციხისთავის მამისგან მიღებული წერილები: "წერილები ოჯახს, 1937-1957, ლუკა ციხისთავი" ;