ირაკლი ციციშვილი (პედიატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციციშვილი.

ირაკლი ციციშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1922, თბილისი — გ. 19 იანვარი, 2013, თბილისი) — ქართველი ექიმი-პედიატრი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1999), ღირსების ორდენის კავალერი (1997).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1922 წელს თბილისში, არტილერიის ოფიცრის ოჯახში; რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის გმირის, გენერალ-მაიორ მიხეილ ციციშვილის შვილიშვილი. 1937 წელს დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს მამა დავით ციციშვილი, ბიძა ილია ციციშვილი, დეიდა და სიძე. ამავე წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა იყო. დააპატიმრეს 1938 წელს და იმავე წელს გაათავისუფლეს. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე. 1992–1994 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე, 1960–1962 წლებში — პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს მე–4 სამმართველოს კონსულტანტად. 2008 წლიდან იყო საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული ჰქონდა 100–ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 2 მონოგრაფია. დაჯილდოებული იყო ღირსებისა (1997) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012) ორდენებით.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზეპირი ისტორია №1 - ირაკლი ციციშვილი დაარქივებული 2011-11-18 საიტზე Wayback Machine. . საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
  2. პედიატრი ირაკლი ციციშვილი დღეს გარდაიცვალა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . GeoNews.Ge. 19 იანვარი, 2013.