ირაკლი ჩხიკვიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი ჩხიკვიშვილი (დ. 1920, ჩოხატაური — გ. 1986) — ქართველი მეცნიერი, ჟურნალისტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950). საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (1959).

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1946 წელს მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა.

1949-1953 წლებში არჩეული იყო საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1953-1964 წლებში მუშაობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორად, შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც 1964-1974 წლებში სკკპ ცკ-ის აპარატში ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები. 1974-1984 წლებში — სსრკ გამომცემლობების, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პირველი თავმჯდომარე, სსრკ ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო სსრკ-ესპანეთის, სსრკ-დანიის მეგობრობის საზოგადოებათა ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიო ლიტერატურის 200-ტომიანი ბიბლიოთეკის გამოცემაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1978).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]