ირაკლი ჩოლოყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1972
საქმიანობა მსახიობი, დირიჟორი
მეუღლე(ები) ნინო იოსელიანი
სალომე ბუკია

ირაკლი ჩოლოყაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1972) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, დირიჟორი, ანსამბლ „ლაშარის“ წევრი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.[1] შესრულებული აქვს როლები: ბობი (ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“, რეჟ. ლევან წულაძე), ქმარი (არტურ შნიცლერი „ფერხული“ რეჟ. ლევან წულაძე), ანგელოზი (ვენედიქტ ეროფეევი „დაუსრულებელი სიზმარი“ რეჟ. ლევან წულაძე), ადიუტანტი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, რეჟ. ლევან წულაძე), მარიო (თომას მანის „მარიო და ჯადოქარი“, დათიკო (ბესიკ ბარათაშვილი „აკუსტიკა“, რეჟ. ლევან წულაძე), ენი (ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“, რეჟ. გიზო ჟორდანია), პესკარიოვი (ნიკოლოზ გოგოლის „ცხვირი“, რეჟ. ლევან წულაძე), ლორენცო (უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, რეჟ. ლევან წულაძე), კოტე (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, რეჟ. ლევან წულაძე) ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, რეჟ. ლევან წულაძე), მღვდელი (არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“, რეჟ. ლევან წულაძე), ახალგაზრდა სირიელი (ოსკარ უაილდის „სალომეა“, რეჟ. დავით დოიაშვილი), ექიმი ჯიმ ბეილისი (ართურ მილერის „ყველა ჩემი შვილი“, რეჟ. ლეო ანთაძე), ჟურნალისტი (ფრიდრიხ დიურენმატის „ღამის სტუმარი“, რეჟ. რამაზ სიხარულიძე), სწავლული კატა (ალექსანდრე პუშკინის „ონეგინი“ რეჟ. ირინა გაჩეჩილაძე), პატო დული (მარტინ მაკდონაჰის „სილამაზის დედოფალი“, რეჟ. გურამ ვაშაკიძე), სიმონიკო ჩოლოყაშვილი (ქაქუცას ძმა) (გურამ ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, რეჟ. ლევან წულაძე).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 — მტვრის გემოლადო
  • 2006 — უკანასკნელი მაძიებელი
  • 2006 — რევერსი (უბრალოდ თამაში) — ჩოლო
  • 2010 — გალობის რაინდები
  • 2010 — დეტექტივები
  • 2012 — ხატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]