ირაკლი შიხიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი შიხიაშვილი
Flag of Tbilisi.svg
Seal of Tbilisi, Georgia.svg
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივლისი, 2013 – 14 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიჯაბა სამუშია (მ/შ)
მემკვიდრეგიორგი ალიბეგაშვილი

დაბადებული9 აპრილი, 1972 (1972-04-09) (47 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ირაკლი შიხიაშვილი (დ. 9 აპრილი, 1972) — ქართველი ინჟინერ-ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 2013-2014 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი შიხიაშვილი დაიბადა 1972 წლის 9 აპრილს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 106 საშუალო სკოლა; 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის მართვის და ეკონომიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით; 1992-1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში) 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტრ დეპუტატად („მრეწველობა გადაარჩენს საქართევლოს"). 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი "ახალი მიმარჯვენეები"). 2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ. 2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო - საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2010 წლის მაისიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, 2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია „თავისუფლება"-ს ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.[1] 2013 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 14 ივლისამდე იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]