ირაკლი ღარიბაშვილი (ფიზიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი ღარიბაშვილი
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1960(1960-05-19)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 2021(2021-01-21) (60 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი, ინჟინერი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 19 მაისი, 1960, თბილისი — გ. 21 იანვარი, 2021, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, ფიზიკოსი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი 2006-2021 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ღარიბაშვილმა 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა–ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1983–1986 წლებში იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი; 1990–1993 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993–2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; 2000–2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან 2021 წლამდე (გარდაცვალებამდე) იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

იყო მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო–საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ–რუსულ–ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი“ (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი „ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია“ (2003–2004) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]