ირაკლი მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი მღებრიშვილი (დ. 23 აპრილი, 1913, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 11 აგვისტო, 1999) — ქართველ ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1944–1957 წლებში შრომითი საქმიანობა დაიწყო ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად. იყო სოხუმის, ორთაჭალისა და ტყიბულის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების მთავარი ინჟინერი. 1957–1980 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, საკავშირო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ მმართველი, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ დირექტორი. წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკული მშენებლობის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო და სამამულო კომისიების წევრი-ექსპერტი, ასუანის მაღლივი კაშხლის მშენებლობის კონსულტანტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

მიღებული აქვს მედალი „შრომითი მამაცობისთვის“, ლენინის ორდენი და საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ.438–439, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]